... (H-54), 1680 წ.

2061. გასრულდა: მათი: ამბავი: ვითა: სიზმარი: ღამისა: გარდაჴდეს: გავლეს: სოფელი: ნახეთ: სიმუხთლე: ჟამისა: ვის: გრძლად: ჰგონია: მისთუისცა: არის: ერთისა: წამისა: ვსწერ: ვინმე: მესხი: მელექსე: მე: რუსთველისად: ამისა:

2062. ქართველთა: ღმრთისა: დავითის: ვის: მზე: მსახურებს: სარებლად: ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: ლხინთა: მარებად: ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად: ორგულთა: მათთა: დამწუელად: ერთგულთა: გამამაგრებლად:

2063. მე: ვთქუი: ქება: თამარისა: და: ჴმელთა: შინა: მნათისა: ვთქუი: მათი: ქება: მიზეზად: მქონდა: ქებისა: მათისა: რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა: მემცა: ვით: მექო: ვერ: აქებს: ბრძენნი: თუ: შეკრბენ: ათისა:

2064. დავითის: ქნანი: ვითა: ვთქუნე: სიჩალხე: სიხაფეთანი: ესე: ამბავნი: უცხონი: უცხოთა: ჴელმწიფეთანი: პირველ: ზნენი: და: საქმენი: ქებანი: მათ: მეფეთანი: ვპოვენ: და: ლექსად: გარდავთქუენ: ამითა: ვილაფეთანი:

2065. ესე: ასეთი: სოფელი: არვისგან: მისანდობელი: წამია: კაცთა: თუალისა: და: წამწამისა: მსწრობელი: რასათუინ: ეძებთ: რას: აქნევთ: ბედია: მაყივნებელი: ვის: არ: შეუცულის: კარგია: ორისავ: იყოს: მხლებელი:

2066. ამირან: დარეჯანის: ძე: მოსეს: უქია: ხონელსა: აბდულმესია: შავთელსა: ლექსი: მას: ენა: დაუშრომელსა: ტარიელ: მისსა: რუსთველსა: მისთუის: ცრემლ: შეუშრომელსა: დილარგეთ: სარგის: თმოგუელსა: ლექსი: მას: უქეს: რომელსა: