... (H-54), 1680 წ.

757. ვჰთქუი: რა: არის: რას: ვამსგავსო: მფრინველია: ანუ: მჴეცი: ნავი: იყო: არ: ეფარა: სამოსელი: მრავალკეცი: წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი: მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი:

758. ამოძურნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი: ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი: მას: რომე: ელვა: ჰკრთებოდა: ფერნიმცა: ჰგვანდა: რისანი: მან: გაანათლა: ქვეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი:

759. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცამლეწა: იგი: ვარდი: შემიყუარდა: რომე: თოვლსა: ეხაეწა: დავაპირე: შეტევება: ვთქუი: წავიდე: მათკე: მე: წა: ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხვეწა:

760. ცხენი: გავქუსლე: იქმოდის: შამბი: ჴმასა: და: ხრიალსა: ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა: ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა: გამშორვებოდეს: წამსულოდეს: ამისთვის: დავეწვი: ალსა:

761. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მომემატა: ცეცხლთა: სიცხე: ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე: ჩემთა: ღაწუთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე: უთხარ: მომკალ: უჩემოსა: ენახოსცა: ვისცა: ის: ხე:

762. ესე: ჩემგან: გაუკვირდა: ფრიდონს: უცხოდ: ეუცხოა: მაგრა: მეტად: შევებრალე: ტირილითა: მესათნოა: ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოთოა:

763. ვაგლახ: მეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად: მოვახსენე: ნურა: გაგვა: ნუ: ინაღული: მაგას: მაგად: იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად: აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად:

764. ფრიდონს: უთხარ: ყუელაკაი: ჩემი: თავსა: გარდასრული: მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: მოცთომილი: გაბასრული: შენ: მაღალი: ჰინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული: საჴელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: გმართებს: სრაცა: სრული:

765. კულავაცა: მითხრა: ვისცა: ღმერთი: საროს: მორჩსა: ტანად: უხებს: მას: ლახვარსა: მოაშორვებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს: იგი: მოგუცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგუიქუხებს: ჭირსა: ლხინად: გაგიცვალებს: არა: ოდეს: შეგვაწუხებს:

766. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავისწინა: ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდევ: არავინა: ვითა: ღმერთმან: შენი: მსგავსი: სოფლად: არა: მოავლინა: მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამის: მეტი: რად: რა: მინა:

767. არ: ავი: გესვა: მოყვარე: ჟამი: თუ: მომხუდეს: ჟამისად: ენა: გონება: მაჴმარე: გამოსარჩევლად: ამისად: რა: მოვაგვარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად: თუ: ვერას: ვარგებ: ვიქმნები: ვერ: დამყოვნელი: წამისად:

768. მან: მითხრა: ბედი: ღმრთისაგან: მიჯობსღა: ამას: რომელი: მოსრულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ჰინდოეთს: მჯდომელი: მემცა: რად: ვიყავ: ამისთუის: მადლისა: რასმე: მნდომელი: ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქუენსა: მდგომელი:

769. ესე: ქალაქი: გზა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა: შემომკრეფელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა: აქა: მოგესმის: წამალი: შენ: რომე: გწვავს: ალთა: ნუთუ: ქნას: ღმერთმან: გარდასულა: ამაგა: ჭირთა: და: ვალთა:

770. ჩუენ: გავგზავნნეთ: მენავენი: რომელთაცა: კულა: უვლია: მოგუინახონ: იგი: მთვარე: ვისთუის: ჭირი: არ: გუაკლია: მუნამდისცა: მოიჭირვე: გონებამან: არ: დაგლია: ყუელა: ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია:

771. კაცნი: უჴმენ: მასვე: წამსა: ესე: საქმე: დავიურვეთ: უბრძანა: თუ: ნავებითა: წადით: ზღვა: ზღვა: მოიცურვეთ: მოგუინახეთ: საყუარელსა: მისსა: მისთუის: მოვასურვეთ: თავთა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რადმცა: ურვეთ:

772. აჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მინახავს: ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

773. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საბატონოსა: მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხუდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფე: ჰინდოთა: რა: ვით: ვინ: მოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: რომელმან: თავი: არ: დაგამონოსა:

774. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბვისა: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნა: ვერ: იყვნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდეს: თუალთაგან: კულა: ცრემლი: შეუშრობელნი:

775. ვთქვი: რა: მქონდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტ: და: ვსუამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყუედა: ზღვასა: შიგა: წამიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია: ჴრმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჴდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია:

776. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღმერთი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების: დაჴსნილ: ვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების: