... (H-54), 1680 წ.

777. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: სისხლითა: მუნ: მორწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი:

778. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლ: მოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხუეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: და: გაწამოთ: სიცოცხლეა: ჩუენი: ვირეს:

779. ეგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქვენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

780. მერმე: ფრიდონ: მოიყუანა: მიძღუნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგეც: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღუენი: რამცა: გავკიცხენი: თუით: ამანვე: მოგაწონოს: საჴედრობა: სიფიცხენი:

781. ფრიდონ:გამომყვა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღუარენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით: გაზრდილ: გამზრდელთა: გაყრასა: ჩუენ: თავნი: დავადარენით:

782. ფრიდონისით: წამოსრულმან: წავე: ძებნად: კულა: ვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

783. ვთქუი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყუა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

784. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქუენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თუალთა: ჩემთათ: მონადენთა: რა: ესენი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაი: რასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩუენთა:

785. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღმერთმან: არ: გაგუყარნეს: ცხენთა: თქუენთა: ნატერფალსა: თქუენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: შუენიერსა: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აგზომ: არღაფალსა:

786. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყუანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქვე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

787. ესე: ქვაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვწყვიტენ: ყოლა: ვერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭუნი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კვლა: მეცქაფნეს:

788. დევთა: ყვირილი: ზახილი: ზეცამდის: აიწეოდა: მათითა: ლახტის: ცემითა: ქუეყანა: შეირყეოდა: მზე: დააბნელეს: მტვერითა: ალვის: შტო: შეირხეოდა: ასნი: ერთ: კერძო: მომიჴდეს: დავფრიწე: დაიხეოდა:

789. პირველ: რაზმი: დავფრიწე: შევლეწე: ქუაბის: კარები: დიდი: რამ: დევი: მომიჴდა: მას: ჴელთა: ჰქონდა: ფარები: რქასა: ვსტაცე: დავითრივე: არ: მოვაჴმარე: მჴარები: ხანჯლითა: გული: გაუპე: რუდ: დის: სისხლისა: ღუარები:

790. დაღამდა: ომი: დასწყნარდა: გუმბათსა: დაჯდა: მთვარეო: დაჴოცილითა: დევითა: აივსო: არემარეო: გლახ: მე: და: ასმათ: მარტონი: გავჰყრიდით: ქვაბთა: გარეო: ხელსა: მიმჭირდა: მას: აქათ: სულნი: ამომჴდენ: ბარეო:

791. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთუისვე: ცეცხლ: ნადები: ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

792. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყუარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მომიკლავს: ჴრმალი: ცუდად: მომიმახავს:

793. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მჴსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები:

794. აწ: ათია: წელიწადი: ჰინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახუა: გარდასრულა: აჰა: მიკვირს: ალმასისა: გული: გასძლებს: ამას: რულა ყმამან: ჴელი: პირსა: იკრა: რა: ამბავნი: დაასრულა:

795. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწუი: ვარდი: აახეწა: ლალი: ქარვად:გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: ცრემლი: წასდის: წამწამთაგან: ერთსახე: წა: მერე: ქალმან: დაადუმა: მუჴლმოყრილი: შეეხუეწა:

796. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დად: სამებულმან: შენ: ყუელაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: სიცოცხლე: გაარმებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან: