... (H-54), 1680 წ.

603. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: რა: შენ: გაყრივარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშურალხარ: წავიდეთ: თუცა: დაშრომის: ჟამია:

604. შევეკაზმე: დარბაზს: მიველ: დამხუდა: ჯარი: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: ქუე: ჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მსგავსი: მზისა: გაეხარნეს: მისულა: ჩემი: ტურფისა: და: ლამაზისა:

605. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: ომით: მოსრული: ტარიელ: საჭურეტად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭურეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ქენ: არა: საზოზღნელია:

606. აწ: მითქვამს: საქმე: უშენო: შენცა: ცან: ესე: მცნებული: რადგან: ქალია: სამეფოდ: ჩუენგანვე: სახელდებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გუერდსა: დაისვი: ორნივე: სრას: დამხუდით: მოვალ: შვებული:

607. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არ: ეჯი: გზისა: შორისა: აღარ: იბურთეს: დაშლა: ქნეს: თამაშობისა: ორისა:

608. ჩემთა: მჭურეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუკა: და: ბანი: ომ: გარდაჴდილსა: მშვენოდეს: მაენიანნი: კაბანი: ფერ: მიჴდილ: გვარი: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის: ბნდებოდის: მათრლად: არს: არ: კატაბანი:

609. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაელთასა: იგი: მეხვივნეს: მშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდაჴდა: დარბაზსა: შევედით: ჩემთა: მზრდელთასა: შევხედენ: დავჰკრთი: ელვასა: ღაწუთა: მზეებრ: ნათელთასა:

610. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯისფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დასდასად: უბან: უბანი: სრულად: ნათლითა: აევსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწ: მარგალიტნი: ტყუბანი:

611. ნაომარსა: დაკოდილსა: ჴელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მომეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწუი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: ეჭუ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შეღაგება:

612. ახლოს: დამისვეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირისპირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთვისცა: კვდებოდა: მალვით: უჭვრეტდი: მიჭურეტდის: სხუად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყვიდნი: სიცოცხლე: ამითა: მეარმებოდა:

613. შეიქმნა: სუმა: და: პურობა: მსგავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თუალისა: ჯამი: და: ჭიქა: ყუელაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: არცა: გაშვება: მთრვალისა:

614. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტის: მეტასა: არ: შემომხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: უამია: პირის: პირ: საყუარელისა: ჭურეტასა:

615. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გვიხარიან: ნეტარძი: გუაქუსო: მებრძოლნი: მით: ჩუენნი: ვაგლახ: არიან მართალან: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკვეხარიან:

616. აწ: თუცა: გუმართებს: შემოსვა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: მაგა: კაბათა: არ: აგჴდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: საჭურჭლე: ვის: შუქნი: მოგიფენიან: თუით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩუენგან: ნუღარა: გრცხუენიან:

617. მომართუეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყუანისვეც: და: დავლოცენ: დავლათნი: მათთა: სუეთანი: მაკოცეს: ადგეს: ორნივე: თუით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცნეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი:

618. კულაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სუმა: და: მღერა: კულავ: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითი: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალნი: წამოვიდნეს: შეეყარა: მწუხრსა: დღე: რა: ძილპირამდის: სიხარულსა: სიხარული: ჰგვანდა: ვერა:

619. ავიყარენით: მიგუჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოვე: შემექმნა: ცნობა: მათ: ვითა: რეტისა: ძალი: არ: მქონდა: ტყუე: ქმნილსა: მე: ამა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებოდა: მალხენდის: გონება: მისგან: ჭურეტისა:

620. მონა: მოვიდა: მიამბო: ამბავი: მან: მართალიო: თქუენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალიო: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარ: ჩქარად: გულ: გამკრთალიო: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემთანა: მომავალია:

621. მე: მისთუის: ვკუდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნადღა: თაყვანის: ცემისად: ჴელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვჰკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხე: მისად:

622. მიამბე: მისი: ამბავი: სხვად: ნურად: მეუბნებია: მითხრა: თუ: გკადრებ: ამბავსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია: დღეს: ერთმანერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია: აწ: კულაცა: ცნობა: ამბისა: მას: ჩემგან: უბრძანებია: