... (S-4988), XVII-XVIII სს.

549. რიდენი჻ რომე჻ მეშოვნეს჻ ქალაქსა჻ ხატაელთასა: იგი჻ მეხვივნეს჻ მშვენოდა჻ ვახელებ჻ გულსა჻ ხელთასა: მეფე჻ გარდაჴდა჻ დარბაზსა჻ შევედით჻ ჩემთა჻ მზრდელთასა: შევხედენ჻ დავჰკრთი჻ ელვასა჻ ღაწუთა჻ მზეებრ჻ ნათელთასა:

550. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ნარინჯისფერნი჻ ჯუბანი: ზურგით჻ უთქს჻ ჯარი჻ ხადუმთა჻ დასდასად჻ უბანუბანი: სრულად჻ ნათლითა჻ აევსო჻ სახლი჻ შუკა჻ და჻ უბანი: მუნ჻ ვარდსა჻ შუვა჻ შვენოდის჻ ძოწ჻ მარგალიტნი჻ ტყუბანი:

551. ნაომარსა჻ დაკოდილსა჻ ჴელი჻ ყელსა჻ ჩამომება: დედოფალი჻ საჯდომთაგან჻ ადგა჻ წინა჻ მამეგება: ვითა჻ შვილი჻ გარდამკოცნა჻ ღაწვი჻ ვარდი჻ დამილება: მითხრა჻ ნუ჻ ეჭუ჻ ამას჻ იქით჻ თუღა჻ მტერი჻ შეღაგება:

552. ახლოს჻ დამისვეს჻ ადგილსა჻ მუნ჻ სადა჻ მიამებოდა: პირისპირ჻ მიჯდა჻ იგი჻ მზე჻ გული჻ ვისთვისცა჻ კვდებოდა: მალვით჻ უჭვრეტდი჻ მიჭურეტდის჻ სხუად჻ არად჻ მეგონებოდა: თვალნი჻ მოვსწყვიდნი჻ სიცოცხლე჻ ამითა჻ მიარმებოდა:

553. შეიქნა჻ სმა჻ და჻ პურობა჻ მსგავსი჻ მათისა჻ ძალისა: სხვა჻ გახარება჻ ასეთი჻ არს჻ უნახავი჻ თუალისა: ჯამი჻ და჻ ჭიქა჻ ყოველი჻ ფეროზისა჻ და჻ ლალისა: არვისი჻ ბრძანა჻ მეფემან჻ არცა჻ გაშვება჻ მთრვალისა:

554. მე჻ მუნა჻ მყოფი჻ მივეცი჻ შვებასა჻ მეტის჻ მეტასა: არ჻ შემომხედნის჻ შევხედნი჻ ცეცხლმან჻ დამიწყის჻ შრეტასა: კაცთა჻ კრძალვასა჻ ვაწვევდი჻ გულსა჻ შმაგსა჻ და჻ რეტასა: რა჻ უამია჻ პირის჻ პირ჻ საყუარელისა჻ ჭურეტასა:

555. დააგდეს჻ მღერა჻ მუტრიბთა჻ სულეთო჻ თავი჻ ხარიან: მიბრძანეს჻ შვილო჻ ტარიელ჻ ვით჻ გითხრათ჻ ვით჻ გვიხარიან: ნეტარძი჻ გვაქუსო჻ მებრძოლნი჻ მით჻ ჩუენნი჻ ვაგლახ჻ არიან: მართალან჻ შენნი჻ მჭურეტელნი჻ არ჻ ცუდად჻ იმკვეხარიან:

556. აწ჻ თუცა჻ გუმართებს჻ შემოსვა჻ ვის჻ მორჭმით჻ მოგივლენიან: არ჻ შეგმოსთ჻ მაგა჻ კაბათა჻ არ჻ გაგჴდით჻ ტურფად჻ გშვენიან: აწ჻ გქონდეს჻ ასი჻ საჭურჭლე჻ ვის჻ შუქნი჻ მოგიფენიან: თვით჻ შეიკერე჻ რაცა჻ გწადს჻ ჩუენგან჻ ნუღარა჻ გრცხუენიან:

557. მამართუეს჻ ასი჻ კლიტენი჻ ასთავე჻ საჭურჭლეთანი: თაყუანისვეც჻ და჻ დავლოცენ჻ დოვლათი჻ მათი჻ სვეთანი: მაკოცეს჻ ადგეს჻ ორნივე჻ თვით჻ იგი჻ მზენი჻ მზეთანი: რა჻ გასცეს჻ ზომნი჻ ვით჻ გითხრნე჻ ლაშქართა჻ სისავსეთანი:

558. კულაცა჻ დაჯდა჻ მხიარული჻ მოიმატა჻ სმა჻ და჻ მღერა: მუნ჻ გაგრძელდა჻ ნადიმობა჻ ბარბითი჻ და჻ ჩანგთა჻ ჟღერა: დედოფალნი჻ წამოვიდნეს჻ შეეყარა჻ მწუხრსა჻ დღე჻ რა: ძილპირამდის჻ სიხარულსა჻ სიხარული჻ გვანდა჻ ვერა:

559. ავიყარენით჻ მიგუჭირდა჻ სმა჻ დოსტაქნისა჻ მეტისა: საწოლს჻ შემოვე჻ შემექმნა჻ ცნობა჻ მათ჻ ვითა჻ რეტისა: ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუე჻ ქმნილსა჻ მე჻ ამა჻ ცეცხლთა჻ შრეტისა: მეგონებოდა჻ მალხენდის჻ გონება჻ მისგან჻ ჭურეტისა:

560. მონა჻ მოვიდა჻ მიამბო჻ ამბავი჻ მან჻ მართალიო: თქუენსა჻ ანბავსა჻ იკითხავს჻ აჯიღოსანი჻ ქალიო: მაშინვე჻ ვიცან჻ ავიჭერ჻ ჩქარ჻ ჩქარად჻ გულ჻ გამკრთალიო: მოვიდა჻ ვნახე჻ ასმათი჻ ჩემთანა჻ მამავალიო:

561. მე჻ მისთუის჻ ვკუდები჻ მიამა჻ ასმათის჻ ნახვა჻ მე჻ მისად: აღარ჻ მიუშვი჻ ვაკოცე჻ ქნაღა჻ თაყვანის჻ ცემისად: ჴელი჻ მოვჰკიდე჻ დავისვი჻ ახლოს჻ ტახტისა჻ ჩემისად: ვჰკითხე჻ თუ჻ ნეტარ჻ მისულა჻ მორჩი჻ ალვისა჻ ხე჻ მისად:

562. მიამბე჻ მისი჻ ამბავი჻ სხვად჻ ნურად჻ მეუბნებია: მითხრა჻ თუ჻ კადრებ჻ ამბავსა჻ აწ჻ ჩემგან჻ არა჻ სთნებია: დღეს჻ ერთმანერთი჻ გინახავს჻ და჻ ტურფად჻ მოგწონებია: აწცა჻ ცნობა჻ ამბისა჻ მას჻ ჩემგან჻ უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მოწერილი:

563. წიგნი჻ მამართვა჻ ჩავხედენ჻ პირისა჻ თემთა჻ მთენისა: ეწერა჻ ვნახე჻ სიტურფე჻ წყალ჻ ჯავარისა჻ შენისა: ომ჻ გარდაჴდილი჻ შუენოდი჻ შენატევები჻ ცხენისა: არ჻ ავი჻ მიმჩანს჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ ცრემლთა჻ დენისა:

564. ღმერთმან჻ თუმცა჻ ენა჻ ჩემი჻ ქებად჻ შენად჻ უშენოსა: შენთვის჻ მკუდარი჻ აღარ჻ ვიტყუი჻ მაშა჻ მომკლავ჻ უშენოსა: მზემან჻ ლომსა჻ ვარდგიშერნი჻ ბაღი჻ ბაღჩად჻ უშენოსა: შენმან჻ მზემან჻ თავი჻ ჩემი჻ არვის჻ მართებს჻ უშენოსა:

565. თუმცა჻ მიგდის჻ ღუარი჻ ცრემლთა჻ მაგრა჻ ცუდად჻ არ჻ იდენო: ამას჻ იქით჻ ნუღარ჻ იდენ჻ ჭირსა჻ თავი჻ არიდენო: შენი჻ მჭურეტნი჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ აგინებენ჻ არ჻ იდენო: რომე჻ წეღან჻ მოგეხვივნეს჻ იგი჻ ჩემთუის჻ არიდენო:

566. იგი჻ მე჻ მამცენ჻ რიდენი჻ რომელნი჻ წეღან჻ გშვენოდეს: რა჻ მნახო჻ შენცა჻ გიამოს჻ შენეულითა჻ მშუენოდეს: ესე჻ სამკლავე჻ შეიბი჻ თუ჻ ჩემი჻ რაღა჻ გვლენოდეს: ერთი჻ ასეთი჻ ცოცხალსა჻ სხვა჻ ღამე჻ არ჻ გაგთენოდეს:

567. აქა჻ მჴეც჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ტირს჻ ჭირი჻ ეათასების: თქუა჻ მე჻ მაქვს჻ სამჴრე჻ რომელი჻ კულავ჻ წინას჻ მკლავსა჻ მას჻ ების: იგი჻ შეიხსნა჻ მოიღო჻ თვალით჻ არ჻ დაიფასების: პირსა჻ დაიდვა჻ დაცაბნდა჻ ქუე჻ მკუდართა჻ დაედასების: