... (S-1727), 1837 წ.

547. მე მეწყინა აღარა ვთქვი: ფიცხლად გარე შემოვბრუნდი჻ უკუ ვყივლე აწ გამოჩნდეს: არ მინდოდეს ვისცა უნდი჻ ქალი ომად რაგვარ მაწვევს: აგრე ვითა დავძაბუნდი჻ შინა მოველ მოკლვა მისი: დავაპირე არ დავყმუნდი჻

548. ასსა უბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით჻ შევსხედით გავლეთ ქალაქი: არავის გავეცხადენით჻ კარავსა შეველ იგი ყმა: ვითა წვა ზარამც თქმად ენით჻ უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა: თუცა ჴამდა სისხლისა დენით჻

549. კარვის კალთა ჩახლათული: ჩავჭერ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა ფეჴთით მოვეკიდე თავი სვეტსა შეუტაკე჻ წინა მწოლთა დაიზახეს: გლოვა მიხვდა საარაკე჻ ცხენსა შევჯე და წაცამოველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე჻

550. ხმა დამივარდა შეიქმნა: ზახილი მოსაწევარი჻ წამოველ წევნა დამიწყეს: დავჴოცე ჩემი მდევარი჻ ქალაქი მქონდა მაგარი: მტერთაგან მოურევარი჻ მუნ შიგან შეველ მშვიდობით: ამოდ იგივე მე ვარი჻

551. კაცი გავგზავნენ ვაცნობე: ყოვლგან ლაშქარსა ყველასა჻ აქა მომართეთ ვინცაღა: ჩემსა იქმოდეთ შველასა჻ არ გაწყდა მოსლვა მდევართა: ღამესა დია ბნელასა჻ ჩემსა სცნიან სცვედიან: თავებსა მათსა მრთელასა჻

552. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე: რა გათენდა ღამე დილად჻ ვნახენ სამნი დიდებულნი: მეფისაგან მოგზავნილად჻ ებრძანა თუ ღ~თნ იცის: გამეზარდე ვითა შვილად჻ ჩემი ასრე რად შესცვალე: სიხარული სიმძიმილად჻

553. ხვარაზმშას სისხლი უბრალო: სახლად რად დამადებინე჻ თუ ჩემი ქალი გინდოდა: რად არა შემატყობინე჻ მე ბერსა შენსა გამზრდელსა: სიცოცხლე მაარმებინე჻ დღედ სიკვდილამდის შენიცა: თავი არ მაახლებინე჻

554. მე შეუთვალე მეფეო: ვარ უმაგრესი რვალისა჻ თვარა რად მიშლის სიკვდილსა: ცეცხლი სირცხვილთა ალისა჻ მაგრა თჳთ იცით ჴელმწიფე: ხამს მქნელი სამართალისა჻ მე თქვენმან მზემან მაშოროს: ნდომა თქვენისა ქალისა჻

555. იცით ინდოთა საჯდომი: რაზომი სრა საჯდომია჻ ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე: ყველაი თქვენ მოგხდომია჻ ამსოწყდა მათი ყველაი: მამული თქვენ დაგრჩომია჻ დღესამდის ტახტი უთქვენოდ: არავის არ მონდომია჻

556. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან: აწ ეგე არ მართალია჻ ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი: გიზის ერთაი ქალია჻ ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ: მოგხვდების რა ნაცვალია჻ სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს: მერტყას მე ჩემი ხრმალია჻

557. შენი ქალი არად მინდა: გაათხოვე გამარიდე჻ ჰინდოეთი ჩემი არის: არვის მივსცე ჩემგან კიდე჻ ვინცა ჩემსა დამეცილოს: მისით მასცა აღმოვფხვრიდე჻ სხვად მეშველსა გარეგანსა: მამკალ ვისცა ვინატრიდე჻

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა჻

558. ესე კაცნი გამეგზავნეს: გონებასა გავეშმაგე჻ რომე მისი ვერა მეცნა: ამას უფრო დავედაგე჻ მას ზღუდესა გარდავადეგ: მინდორთაკენ თვალი ვაგე჻ მესმა საქმე საშინელი: რომე თავი ვერ წავაგე჻

559. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი: მე მივეგებე წინარე჻ ქალი ჰყვა ერთსა მონასა: მიღმავე ვსცან თუ ვინ არე჻ თავ გაგლეჯილი ასმათი: პირს სისხლი ჩამომდინარე჻ აღარ მიყივლა ღიმილით: არცაღა გამიცინა რე჻

560. იგი ვნახე დავებნივე: გონებანი გამიშმაგნა჻ შორით უხმე რაშიგან ვართ: ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა჻ მან საბრალოდ შემომტირნა: ძლივ სიტყვანი გამოაგნა჻ მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა: ჩვენთჳს რისხვით წამოგრაგნა჻

561. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე: რაშიგან ვართ თქვი მართალი჻ კვლავ საბრალოდ ამიტირდა: კვლავ მოედვა ამით ალი჻ დიდხან სიტყვა ვერა მითხრა: მისთა ჭირთა ნაათალი჻ მკერდსა წითლად უღებევდა: სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი჻

562. მერმე მითხრა მოგახსენებ: ესე რადმცა დაგიმალე჻ მაგრა ვითა გაგახარნე: შენცა აგრე შემიწყალე჻ ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ: შემიწყალე შემიბრალე჻ დამხსენ ჩემსა საწუთროსა: ღ~თსა შენსა მიავალე჻

563. მიანბო ოდეს სასიძო: მოჰკალ და ხმა დაგივარდა჻ მეფესა ესმა აიჭრა: მართ მისგან გასატკივარდა჻ შენ დაგიძახნა მიხმეთო: ხმა მაღლად გახმამყივარდა჻ მოგნახეს შინა ვერ გპოვეს: მით მეფე გამომჩივარდა჻

564. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან჻ მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან჻ მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან჻ რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან჻

565. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა჻ მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა჻ მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა჻ თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო: მისად პატიჟად მზად ესა჻