... (Q-609), XIX ს.

547. ჴელი მიყო წამოზიდნა: თმანი გრძელნი დაუფუშნა: დაალება დაალურჯა: მედგრად პირნი მოუქუშნა: მან პასუხი ვერა გასცა: ოდენ სულთქნა ოდენ უშნა: ქალმან შავმან ვერა არგო: ვერცა წყლული დაუშუშნა:

548. რა დავარ გაძღა ცემითა: მისითა დალურჯებითა: წამოდგეს ორნი მონანი: პირითა მით ქაჯებითა:: მათ კიდობანი მოქონდათ: ეუბნეს არ აჯებითა:: მაშიგან ჩასვეს იგი მზე: გავს იქა დარაჯებითა:

549. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი: მაშინვე გაუჩინარდა: დავარ თქუა მქნელი ამისი: ვინ არ დამქოლოს ვინ არ და: ვირემ მომკლევდეს ჩემი ძმა: სიცოცხლე გასაწყინარდა: დანა დაიცა მოცაკვდა: დაეცა გასისხლმდინარდა:

550. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა: მე ლახვარ დაუსობელსა: აწ იგი მიყავ რა მართებს: ამისა მახარობელსა: ზენაარ დამხსენ სიცოცხლე: სულთა დგმა დაუთმობელსა: საბრალოდ ცრემლსა ადენდა: უკლებსა დაუშომელსა:

551. მე უთხარ დაო რად მოგკლა: ანუ რა შენი ბრალია: რამცა ვჰქმენ ნაცვლად თვით: რომე მისი ჩემზედა ვალია: აწ თავსა მისად საძებრად: მივსცემ კლდეთა და წყალია: სრულად გავქვავდი შემექმნა: გული მართ ვითა სალია:

552. მეტმან ზარმან გამაშმაგა: მამივიდა ცხრო და თრთოლა: გულსა უთხარ ნუ მოკუდები: არას გარგებს ცუდი წოლა: გიჯობს გაჭრა ძებნად მისად: გავარდნა და ველთა რბოლა: აჰა ჟამი ვისცა გინდა: ჩემი თანა წამოყოლა:

553. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ: ნავსა შიგან გავალაგდი: არსით ნავი მამავალი: უნახავად არ დავაგდი: მოველოდი არა მესმა: შმაგი უფრო გავეშმაგდი: რომე სრულად მამიძულვა: ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი:

554. რომე დავჰყავ წელიწადი: თვე თორმეტი გამეოცა: მაგრა მისი მნახავიცა: სიზმრივ კაცი არ მეოცა: თანა მყოლი ყველაკანი: ამომიწყდა დამეხოცა: ვჰთქვი თუ ღ~თსა ვერას ვკადრებ: რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა:

555. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა: მით გამოველ ზღვისა პირსა: გული სრულად გამიმხეცდა: არ უსმენდი არც ვაზირსა: ყველაკაჲი დამეფანტა: დარჩომოდა რაცა ჭირსა: კაცსა ღ~თი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა:

556. ერთია ესე ასმათი: და დამრჩეს ორნი მონანი: ჩემნი გულისა მდებელნი: და ჩემნი შემამგონანი: მისი ვერა ვცნან ამბავნი: ვერცა დრამისა წონანი: ტირილი მიჩნდის ლხინად და: მდინდიან ცრემლთა ფონანი:

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა:

557. ღამით მევლო მოვიდოდი: ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი: ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით: ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი: არ მიამის კაცთა ნახუა: მიდაღვიდა გულსა დაღნი: მუნ გარდავჴე მოსვენებად: დამხვდეს რამე ხენი ლაღნი:

558. ხეთა ძირსა მივიძინე: მათ მონათა ჭამეს პური: მერმე ავდეგ სევდიანი: მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად: ვერ ჭორი და ვერ დასტური: ველთა ცრემლი ასოვლებდა: თვალთა ჩემთა მონაწური:

559. ზახილი მესმა შევხედენ: მოყმე ამაყად ყიოდა: შემოირბევდა ზღვის პირ პირ: მას თურმე წყლული სტკიოდა: ჴლმისა ნატეხი დასვრილი: აქუს სისხლი ჩამოზდიოდა: მტერთა ექადდა სწყრებოდა: იგინებოდა ჩიოდა:

560. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: ესე აწ მე მყავს რომელი: მართ ვითა ქარი მოქროდა: გაფიცხებული მწყრომელი: მონა მივსწიე მისისა: შეყრისა ვიყავ მდომელი: შევსთვალე დადეგ მიჩვენე: ლომსა ვინ გაწყენს რომელი:

561. მას მონასა არა უთხრა: არცა სიტყვა მოუსმინა: ფიცხლად შევჯე ჩავეგებე: მე ჩაუსწარ ჩავე წინა: უთხარ დადეგ გამიგონე: შენი საქმე მეცა მინა: შემომხედნა მოვეწონე: სიარული დაითმინა:

562. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა: შენ ასეთნი ხენი ვით ხენ: მერმე მითხრა მოგახსენებ: აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს: აქამდისცა რომე ვითხენ: უკაზმავსა მიღალატეს: საჭურველნი გარ ვერ ვითხენ:

563. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი: გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა: არ შეუდრკების ჭაბუკი: კარგი მახვილთა კვეთასა: თანა წამომყვა წავედით: უტკბოსი მამა ძეთასა: მე გავეკვირვე ჭვრეტასა: მის ყმისა სინაზეთასა:

564. ერთი მონა დასტაქარი: მყუა და წყლულნი შეუხვივნა: ისრის პირნი ამოუხვნა :დაკოდილნი არ ატკივნა: მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ: მკლავმან შენმან ვისგან ივნა: საამბობლად დამირიგდა: თავი მისი გაამჩივნა:

565. პირველ მითხრა არა ვიცი: რა ხარ ანუ რას გამსგავსო: ანუ ეგრე რამ დაგლია: ანუ პირველ რამ გაგავსო: რამან შეგქმნა მოყვითანოდ: ვარდ გიშერი რომე რგავსო: ღ~თნ მისგან ანთებული: სანთელიმცა რად დაგავსო: