... (H-741), XIX ს.

547. ასსა უბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით: შევსხედით გავლეთ ქალაქი: არა ვის გავეცხადენით: კარავსა შეველ იგი ყმა: ვითა წვა ზარამც თქმად ენით: უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა: თუცა ჴმდა სისხლისა დენით:

548. კარვის კალთა ჩახლათული: ჩავჭერ ჩავაქარაბაკე: ყმასა ფეხთა მოვეკიდე: თავი სვეტსა შეუტაკე: წინა მწოლთა დაიძახეს: გლოვა მიხვდა საარაკე: ცხენსა შევსჯე და წაცამოველ: ჯაჭვი მეცვა საკურტაკე:

549. ხმა დამივარდა შეიქმნა: ზახილი მოსაწევარი: წამოველ წევნა დამიწყეს: დავჰხოცე ჩემი მდევარი: ქალაქი მქონდა მაგარი: მტერთაგან მოურევარი: მას შიგან შეველ მშვიდობით: ამოდ იგივე მე ვარი:

550. კაცი გავგზავნენ ვაცნობე: ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: აქა მომართეთ ვინცაღა: ჩემსა იქმოდეთ შველასა: არ გაწყდა მოსლვა მდევართა: ღამესა დია ბნელასა: ჩემსა სცნიან სცვიდიან: თავებსა მათსა მრთელასა:

551. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე: რა გათენდა ღამე დილად: ვნახენ სამნი დიდებულნი: მეფისაგან მოგზავნილად: ებრძანა თუ ღ~თნ იცის: გამეზარდე ვითა შვილად: ჩემი ასრე რად შესცვალე: სიხარული სიმძიმილად:

552. ხვარაზმშას სისხლი უბრალო: სახლად რად დამადებინე: თუ ჩემი ქალი გინდოდა: რად არა შემატყობინე: მე ბერსა შენსა გამზრდელსა: სიცოცხლე მაარმებინე: დღედ სიკვდილამდის შენიცა: თავი არ მაახლებინე:

553. მე შეუთვალე მეფეო: ვარ უმაგრესი რვალისა: თვარა რად მიშლის სიკვდილსა: ცეცხლი სიკუდილთა ალისა: მაგრა თვით იცით ხელმწიფე: ხამს მქნელი სამართალისა: მე თქვენმან მზემან მაშოროს: ნდომა თქვენისა ქალისა:

554. იცით ინდოთა სამეფო: რაზომი სრა საჯდომია: ერთიღა მე ვარ მემკვიდრე: ყველაი თქვენ მოგხდომია: ამსოწყდა მათი ყველაი: მამული თქვენ დაგრჩომია: დღესამდის ტახტი უჩემო: არავის არ მონდომია:

555. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან: აწ ეგე არ მართალია: ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი: გიზის ერთაი ქალია: ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ: მოგხვდების რა ნაცვალია: სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს: მერტყას მე ჩემი ჴრმალია:

556. შენი ქალი არად მინდა: გაათხოვე გამარიდე: ინდოეთი ჩემი არის: არვის მივსცე ჩემგან კიდე: ვინცა ჩემსა დამეცილოს: მისით მასცა აღმოვფხვრიდე: სხვად მეშველსა გარეგანსა: მამკალ ვისცა ვინატრიდე:

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა:

557. ესე კაცნი გამეგზავნეს: გონებასა გავეშმაგე: რომე მისი ვერა მეცნა: ამას უფრო დავედაგე: მას ზღუდესა გარდავადეგ: მინდორთაკე რომე ვაგე: მესმა საქმე საშინელი: რომე თავი ვერ წავაგე:

558. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი: მე მივეგებე წინარე: ქალი ჰყვა ერთსა მონასა: ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე: თავ გაგლეჯილი ასმათი: პირს სისხლი ჩამომდინარე: აღარ მიყივლა ღიმილით: არცაღა გამიცინა რე:

559. იგი ვნახე დავებნივე: გონებანი გამიშმაგნა: შორით უხმე რაშიგან ვართ: ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა: მან საბრალოდ შემომტირნა: ძლივ სიტყვანი გამოაგნა: მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა: ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა:

560. ახლოს მიველ კვლაცა ვკითხე: რაშიგან ვართ თქვი მართალი: კვლავ საბრალოდ ამიტირდა: კვლავ მოედვა ამით ალი: დიდხან სიტყვა ვერა მითხრა: მისთა ჭირთა ნაათალი: მკერდსა წითლად უღებევდა: სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი:

561. მერმე მითხრა მოგახსენებ: ესე რადმცა დაგიმალე: მაგრა ვითა გაგახარნე: შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ: შემიწყალე შემიბრალე: დამხსენ ჩემსა საწუთროსა: ღ~თსა შენსა მიავალე:

562. მიანბა ოდეს სასიძო: მოჰკალ და ჴმა დაგივარდა: მეფესა ესმა აიჭრა: მართ მისგან გასატკივარდა: შენ დაგიძახნა მიხმეთო: ხმა მაღლად გამომყივარდა: მოგნახეს შინა ვერ გპოვეს: მით მეფე გამომჩივარდა:

563. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან: მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან: მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან: რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან:

564. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა: მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა: მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა: თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო: მისად პატიჟად მზად ესა:

565. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის: თუ აფიცის არ გატეხის: მასვე წამსა დაამტკიცის: ესე წყრომა მეფისაგან: ვისცა ესმა ვინცა იცის: მან უბრძანა დავარ ქაჯსა: ვინ გრძნებითა ცაცა იცის: