... (H-3061), XVIII ს.

543. აწ: ქალისა: ჩვენისათვის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ჻ რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩვენი: სახედ: ჩვენად: გამოვსახოთ჻ სამეფოსა: ვაპატრონოთ: საჴელმწიფო: შევანახოთ჻ არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩუენთა: ჴმალი: ჩვენთვის: არ: ვმახოთ჻

544. ვთქუი: თქუენი: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების჻ მაგრა: კმა: ჩემად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების჻ ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების჻ სხვამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგუარების჻

545. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია჻ ვთქუი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: საქნელია჻ მეფემან: ბრძანა: ხვარაზმშა: ჴელმწიფე: ხვარაზმელია჻ თუ: მოგუცემს: შვილსა: საჩვენოდ: მისებრივ: არრომელია჻

546. რომე: პირველვე: დაესკუნა: მათ: ესე: შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა: უჭვრეტდეს: სიტყუაცა: აგრე: სწბებოდა჻ ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბად: არ: ეგებოდა჻ ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მო კრფებოდა჻

547. დედოფალმან: თქუა: ხვარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი჻ მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩვენთვის: სხვა: სჯობდა: რომელი჻ შეცილებამცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თვით: იყო: მდომელი჻ მოწმობა: დავრთე: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი჻

548. გაგზავნეს: კაცი: ხვარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი჻ შესთვალეს: გაჴდა: უმკვიდროდ: სამეფო: ჩვენი: ყოველი჻ არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი჻ თუ: მოგუცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი჻

549. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა჻ გახარებოდა: ხვარაზმშას: სიხარულითა: დიდითა჻ ებრძანა: მოგვხუდა: ღმრთისაგან რასაცა ვინატრიდითა჻ თვით: მაგისებრსა: შვილსამცა: ჩუენ: ჴელსა: რასა: ვჴდიდითა჻

550. კულავ გაგზავნეს: სხვანი: კაცნი: სასიძოსა: მოყვანებად჻ დაავედნეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად჻ მე: მაშურალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად჻ გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწევ ჭირთა: მოპოვნებად჻

551. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად჻ ასმათის: მონა: შემოდგა: შევჯე: ლაღი: და: ჯანი: სად჻ წიგნი: მამართვა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად჻ ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად჻

552. შევჯე: წაველ: ბაღჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით჻ ბაღჩა: შევლე: კოშკი: დამხუდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით჻ ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწუთა: წთომით჻ დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისლუა: ნდომით჻

553. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა჻ ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: ეგრე: გამიღიმდა჻ ყოლე სიტყუა: არ: მამიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოსწვიმდა჻ ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა჻

554. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა჻ შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა჻ შეველ: ვნახე: იგი: მთუარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა჻ გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრამ გული: არ: დამიდნა჻

555. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი჻ მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი჻ ებურნეს მოშლით: პიროქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი჻ ცრემლისა: ღვარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი჻

556. ქუე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირგამეხებული჻ არცა: მზე: გვანდა: არც: მთვარე: ხე ედემს: ალვა ხებული჻ ასმათმან: დამსვა: შორს გვარად: გულსა: მე: ლახვარ: ხებული჻ მერმე: წამოჯდა: წარბშერჭუმით: გამწყრალი: გამეხებული჻

557. მიბრძანა: მიკვირს: რად: მოხვე: მშლელი: პირისა: მტკიცისა჻ გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა჻ მაგრა: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენამ იცისა჻ ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უიცისა჻

558. ვთქუი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა჻ რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერ: ნამკრთალსა჻ კულაცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა჻ დიაცურად: რად: მოვღორდი: მე: დაუწუავ: ამით: ალსა჻

559. შენ: არ: იცი: ხვარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყუანება჻ შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება჻ შენ: გასტეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება჻ ღ~თნ: ქნას: და: დაგირჩინა ცუდად: შენი: ჴელოვნება჻

560. გახსოვს: ოდეს: ჰაი: ჰაი ზმიდი: ცრემლნი: შენნი: ველთა: ბანდეს჻ მკურნალნი: და: დასტაქარნი: წამალთყე: მოგიტანდეს჻ მამაცისა: სიცრუესა: ნეტარ: სხვანი: რამცა: გვანდეს჻ რადგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს჻

561. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა჻ ეგრეც: მე: მაქუს: პატრონობა: უგზოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა჻ ეგე: აგრე: არ: იქნების: აწ მომცთარხარ: მოსაცეთსა჻ აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: ტყუვანსა: და: შენ: აგეთსა჻

562. ცოცხალ: ვიყო: შენ ინდოეთს: ღ~თო: ხანი: ვერა: დაჰყო჻ თუ: ეცადო: დაყოფასა: ჴორცთა: შენთა: სული: გაჰყო჻ სხვა: ჩემებრი: ვერა: ჰპოო: ცათამდისცა: ჴელი: აჰყო჻ ესე: სიტყუა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქვნა: აჰყო჻