... (H-302), 1803 წ.

566. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა, ავთანდილ მოვა წინაშე, გჰკადრებს ჰამბავსა ამოსა, იგი მით აკრთთობს ელუასა, მზისაცა უთამამოსა, შერმადინ ნიჭით აღავსო, მისი ყუჱლაი დამოსა-

567. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა, ამას პირ მზე მეფისაგან, ივალებდა დიდსა ვალსა, მიეგება მოეგება, მხიარული გულ მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან, ვერ მოჰკრიან ზოგნი თუალსა-

568. რა მიიახლა გარდახდა, ყმამ თაყუანიჰსცა მეფესა, აკოცა როსტენ მიმხუდარმან, ნიშატთა სიიეფესა, გულ მხიარულნი შუჱბულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა, მის ყმისა მოსულა უხარის, ყოველსა მუნ მეკრეფესა-

569. მას ავთანდილ თაყუანისცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა, მუნ ბროლი და ვარდ გიშერი, გაეტურფა სინაზესა, პირი მისი უნათლეა, სინათლისა ზესთა ზესა, სახლ სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა-

570. მას დღე დაჰსხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა, ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა, მათ ორთავე აშუჱნებდა, ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა, უხუად გაჰსცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა-

571. სმა გარდაჴდა თავის თავის, გაიყარნეს მჰსმელნი შინა, დიდებულნი არ გაუშუჱს, ყმა დაისუჱს ახლოს წინა, მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისსა უცნობოსა, რა ენახა რა ესმინა-

572. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა, მზე თუ ვჰსთქუა მჰსგავსი მისი, და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ ჰქმნის გონება, ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭკნარი ეკალსა, შუა შორს მყოფი ახისა-

573. რა ჭირი კაცსა სოფელმან, მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან ზაფრანა, იმჰსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ მისმან მჰხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან, წურილად უამბო ჰამბავი, მან მისმან მონასმინამან-

574. ქუაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქუს დევთა სახლები, საყუარელისა მისისა, ქალი ჰყავს თჳთ ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწუავს ახალ ახლები-

575. რა დაასრულა ჰამბავი, საქმე მისის ჭირისა, ნახუა მის მზისა ჰსწორისა, ართუ თუალად დუხჭირისა, იამათ ქება ვარდისა, ჴელი მძლედ დანაჭირისა, ეგე კმა სიმჴნე სიმხნისა, რადგან ხარ მამხვეჭირისა-

576. გამხიარულდა თინათინ, ამა ჰამბისა სმენითა, მას დღე იხარებს სმითა და, ჭამისა არ მოწყენითა, კულავ საწოლს დახუდა მას მზესა, მუნცა სიტყვისა ბრძენითა, მისულა ებრძანა იამა, თქმა არ ეგების ენითა-

577. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა, მინდორს რული ფერ ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული წყალი, მაგრამ ჰქონდა გულისათვის, გული გულსა განაცუალი-

578. მზე უკადრი ტახტსა ზედა, ზის მორჭმული არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო, ედემს ჰრგული ალვა მჭევრი, ბროლ ბალახშსა აშუჱნებდა, თმა გიშერი წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა, ჴამს აქებდეს ენა ბევრი-

579. ყმა მხიარული წინაშე, დასუა სკამითა მისითა, სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყუისითა, უბნობდენ ლაღნი წყლიანნი, არა სიტყუითა მქისითა, უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, მაგრამ ძებნითა ვისითა-

580. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მიჰსცეს წადილი გულისა, ჰჴსოვნა არა ჴამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა, ვჰპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მჰსგავსი ვარდისა, მაგრამ აწ ფერ ნაკრულისა-

581. მუნ სარო მჰსგავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები, იტყვის დავჰკარგე ბროლი და, სად ჰრთავს ბროლსა მინები, მით ვიწვი რადგან ჩემებრუჱ, ცეცხლი სწუავს მოუთმინები, მერმე კულავ ჰკადრა ჰამბავი, მან მისგან მონასმინები-

582. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთულის ჭირსა, მერმე ჰკადრა საწადლისა, ღ~თმან პოვნა ვით აღირსა, საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩნსო ვით ნადირსა, ოდენ ხელი მჴეცთა თანა, იარების მინდორს ჰტირსა-

583. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების, მისსა მნახავსა ნახული, სხუა აღარ მოეწონების, თუალნი მჭურეტელი ვით მზისა, ციაგსა დაეღონების, ვარდი და ქნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების-

584. წურილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული რა ნასმენად, ვითა ვეფხსა წავარნა და, ქვაბი აქუსო სახლად მენად, ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, ვაჲ სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასუა ცრემლთა დენად-

585. მთიებს რა ესმა ჰამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, უნათლდა პირი უმეტეს, მთუარისა გაბადრულისა, ჰსთქუა თუ რა უთხრა პასუხი, მას სათნებლისა თნებისა, რაა წამალი მისისა, წყლულისა განკურნებისა-