... (H-302), 1803 წ.

547. რაცა გითხრა მომისმინე, ბრძენი გეტყვი არა ხელი, ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი, კარგად ვერას ვერ მოავლენს, კაცი აგრე გულ ფიცხელი, აწ მე მინდა ხილუა მისი, ვისგან გლახ მწუავს ცეცხლი ცხელი-

548. იგი ვნახო სიყვარული, მისი ჩემთვის დავამტკიცო, მოვახსენო რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო, შენ გენუკვი შემაჯერო, ღ~თი იღთო ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავჰსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო-

549. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო, მეცა ფიცით შეგაჯერებ, არასათვის არ გაგწირო, კულავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო, ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკუდები, მისთვის ეგრე არ გატირო-

550. მან მიუგო უცხოს უცხო, ეგრე ვითა შეგიყვარდი, გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი, რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი, ღ~თნ ჰყოს და კულაცა გნახო, ალვა მორჩი განაზარდი-

551. პირი შენი ნახუად ჩემად, თუ მობრუნდეს ტანი ითხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს არცა ითხოს, თუ გიტყუო მოგაღორო, ღ~თნ რისხვით გამიკითხოს, შენმა ჭურეტა სიახლემან, მამაქარვოს სევდა მითხოს-

552. ამას ზედან შეიფიცნეს, მოყვარენი გულ სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი, შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან, იყვნენ შვენიერნი ამხანაგნი-

553. ავთანდილცა მასვე თანა, ტიროდა და ცრემლი ღუარა, რა გათენდა წამოვიდა, აკოცა და გაეყარა, ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას ამას ვერ მიმხუდარა, ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა-

554. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა, ზენარით ეუბნებოდა, მუჴლთა უყრიდა ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსულასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა, მან უთხრა დაო უთქუჱნოდ, სხუა რამცა მეგონებოდა-

555. ადრე მოვალ არ გაგწირავ, არას დავჰზამ შინა ხანსა, ოდენ სხუაგან არ წავიდეს, ნურსად არებს იმა ტანსა, აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით მივცემივარ, ჭირსა რასმე თანისთანსა-

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა

556. იგი მუნით წამოსრული, სევდამანცა განა მოკლა, პირსა იხოჭს ვარდსა აპობს, ჴელი მისი გაამხოკლა, სისხლსა მისგან დადენილსა, მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა, მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა-

557. მუნ მივიდა სადა იგი, მისნი სპანი დაეყარნეს, ნახეს იცნეს რაგუარაცა, მართებს ისრე გაეხარნეს, შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად კაცთა თავნი არნეს, მოვიდაო აქამდისი, ვისგან წასულა გაგუჱმწარნეს-

558. გაეგება მოეხვია, ზედან დასდუა პირი ჴელსა, აკოცებდეს სიხარულით, ცრემლსა ღურიდა ველთა მსვრელსა, იტყოდა თუ ნეტარ ღ~თო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა, მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თუალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა-

559. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დასდვა პირი პირსა, უბრძანა თუ ღ~თსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა, დიდებულთა თაყვანი ჰსცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა ჰსცემდეს უხაროდა, უფროსა თუ უნდა მცირსა-

560. მოვიდეს სადა სამყოფლად, სახლი ჰსდგა მუნ აგებული, შემოკრბა ხილუად ყოველი, მის ქალაქისა კრებული, მყისთანად დასჯდა ნადიმად, მორჭმული ლაღი შუჱბული, ენა მის დღისა შუჱბასა, ყოლა ვერ იტყუის კლებული-

561. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი მისგან ნახული, ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული, ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თუალ დაფახული, უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს, ჩემთვის დარბაზი და ხული-

562. მან ჰამბავი შინაური, ყუჱლაკაი მოახსენა, შენი წასულა არვინ იცის, რაცა მითხარ აგრე ვჰქმენა, მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა გაისუჱნა, ცისკრად შეჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა-

563. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად კულავ ხალვათისა, შერმადინ მახარობელი, წავა მისლვისა მათისა, მალედ წავიდა სავალი, სამ დღე ვლო დღისა ათისა, მას ლომსა ნახუა უხარის, მის მზისა მეკამათისა-

564. შეჰსთაულა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდობით, ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, უჴმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვჰსცან და გაცნევ ყუჱლასა, მოვალ შუჱბით და მშვიდობით-

565. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი, შერმადინ მოციქულობა, თჳთ მოახსენა ყოველი, ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოელი, ბრძანა ვჰსცან ჩემი ღ~თისაგან, სააჯო და სათხოველი-