.... (H-1759), XIX ს.

547. რა გათენდა კაცი მივა, მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი, ნაღვიძები ძილ ნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზმა დაბდაბ ნობი

548. მეფე შეჯდა მაშინდელი, ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან, ყურთა სიტყუა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი, სისხლი ველთა მოესხმოდა

549. ინადირეს შემოიქცეს, მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი, საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი

550. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი, მათ კბილთა ელვა კრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ჴსენება, არვისგან იკადრებოდა

551. ყმა მივიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული, უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის, ჴელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა

552. წევს იტყჳს გულსა სალხინო, რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო, ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

553. ამას მოსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის დათმობა, ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავჰთმოთ რა ვქნათ სევდასა, მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა

554. კულავ იტყჳს გულო რაზდემცა, გაქვს სიკუდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გაჩნდეს, შენი ცეცხლისა კვლა დება ავად შეფერობს მიჯნურსა, მიჯნურობისა ცხადება

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

555. რა გათენდა შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა, არ დამაჩნდეს დაცავფარე დათმობასა ეაჯების, გულსა შინა რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა, ვაზირისა სახლსა მთვარე

556. ვეზირმან ცნა გაეგება, ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა, დღეს ნიშანი სახარული მიეგება თაყვანისცა, კადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული

557. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა, უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა, დღეს მოგვბერნა ქვენამ ბუქმან

558. დაჯდა მისთა შემხედველთა, გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა, თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს

559. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების იტყჳს შენი დამალული, დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების გაიგონე ჭირნი ჩემნი, მკურნე რაცა მეკურნების

560. მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა, ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა ჴამს სიყვარული მოყვრისა, უხვისა უშურველისა

561. მისი ნახვა გულსა ჩემსა, ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა, მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მუახლეთა, ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა, უფრო დადცა დაებადა

562. ოდეს წამოველ შევფიცე, ფიცითა საშინელითა კვლავ მოვალ გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ხელითა ჟამია ჩემგან წასულისა, ვიწვი ცეცხლითა ცხელითა

563. ყველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხავ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა, კაცთა ფიცთა გამტეხელსა

564. რაცა გითხრა ჩემაგიერ, როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი, შენ ვაზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავსდგები, თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან, არ დამიჭრას არა სრასა

565. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან, პირმა არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს, ღ~თნ ნათელთა სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა, დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მან