... (Q-1335), XVIII ს.

548. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ ცმულობა კაცი მოვიდა მომართუა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედაუთ შეგქნია აწ ამად გულ ნაკლულობა

549. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთუის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქნებისა რიგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად ჴელი ჴმალსა დამიგია

550. რა მივიდა მოციქული კვლაუცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათუის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავი ორგნით აქარაუნეს შექმნეს რაზმი მრავალ კეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს

551. შუბნი ვთხოვენ ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწყდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

552. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქუესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსნი ჯარი დგესა კაცს შევეც ცხენი დავეც მართ ორნივე მიჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა

553. შიგან ასრე გავერივე გლონის ჯოგთა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოუსტყორცნე ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანა ჯორი ერთობ სრულად ამოვსწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

554. ერთობილნი მამეხუივნეს მგრგლიუ შეიქნა ომი დიდი ვჰკარი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრს{ა} მოღ{ა}ურიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითცა ვიყვი გამექციან მათ შექნია ჩემი რიდი

555. საღამოჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კ[ვ]ლავ მოგუხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგუაშინა ამად ამან ნუ თუ სრულად ამოგუწყუიდნეს უთუალავმან ბევრმან სპამან

556. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გააზეარა

557. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შეუკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეჴრმლენით მისნი სპანი ყველანივე დავიპყრენით არ მოუკლენით

558. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხუდა ნაცვალი ძილ მკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

559. მას ადგილსა ნაომარსა გარდაუხედით მოსუენებად ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭურეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხუდარნი ქებასაცა მოჴსენებად

560. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი ნახნეს მეტად გაუკვირდეს

561. გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე სისხლსა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

562. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ჴელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთუალე

563. რამაზ მითხრა აღარაა ამისმეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხოანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე

564. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ჴელთა მამცეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგუანენ

565. მაშინღა შეველ ხატაეთს მოულად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართუეს დაუმალავად ქვეყანა ჩასხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგწვნა იცოდით დაგყარენ გაუგუალავად

566. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დაუშურები თუ მოუსთლიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

567. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩვენი უკვირდის ღთისაგან თქვის საწაულად არცა ლარულად დგებოდა მას ქსელი არ ორხ[ა]ულად სიმტკიცე გვანდა ნაჭედსა ვთქვი ცეცხლთა შენართაულად