... (Q-376), XIX ს.

548. იცით ჲინდოთა სამეფო, რაზომი სრა საჯდომია. ერთიღა მე ვარ მემკჳდრე, ყველაჲ თქუჱნ მოგხდომია. ამოსწყდა მათი ყუჱლაჲ, მამული თქუჱნ დაგრჩომია. დღესამდინ ტახტი უჩემოდ, არავის არ მოჰნდომია:-

549. ვერ გათნევ თქუჱნმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია. ღ~თნ არ მოგცა ყმა შჳლი, გიჳს ერთაი ქალია. ხვარაზმშაჰ დასუა ჴელმწიფედ, დამრჩების რა ნაცუალია. სხუა მეფე დაჯდეს ჲინდოეთს, მერტყას მე ჩემი ჴრმალია:-

550. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე. ჲინდოეთი ჩემი არის, არჳს მივჰსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვჰფხურიდე. სხუას მეშუჱლსა გარეგანსა, მამკალ ვისცა ვინატრიდე:-

ჰამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანის დაკარგჳსა (15)

551. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკენ რომე ვაგე. მესმა საქმე საშინელი, თუმცა თავი ვერ წავაგე:-

552. გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყუა ერთსა მონასა, ვჰსთქჳთ თუ ვჰსცნა იგა ვინარე. თავ გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე. აღარ მიყივლა ღიმილით, იყო ჭირთ გამომჩინა რე:-

553. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა. შორით ვუხმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა. მან საბრალოდ შემომტირა, ძლივ სიტყუანი გამოაგნა. მითხრა ღ~თნ სიმგრგულე ცისა, ჩუჱნთჳს რისხჳთ წამოგრაგნა:-

554. ახლოს მიველ კულავცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ ჰსთქჳ მართალი. კულავ საბრალოდ ამიტირდა, კულავ მომედუა ამით ალი. დიდხან სიტყუა ვერა მითხრა, თჳსთა ჭირთა ნაათალი. მკერდსა წითლად უღებევდა, სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი:-

555. მერმე მითხრა მოგახსენებ, ესე ვითმცა დაგიმალე. მაგრამ ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე. ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ, ღთ~სა შენსა მიავალე. დამჰხსენ ჩემსა საწუთოსა, შენ ესოდენ შემიბრალე:-

556. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ჴმა დაგივარდა. მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა. შენ დაგიძახა მიჴმეთო, ჴმა მაღლად გაჴმამყივარდა. მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა:-

557. ჰკადრეს აქა აღარ არის, კარნი სითმე გაუვლიან. მეფე ჰბრძანებს ვიცი ვიცი, მეტად კარგად შემიგიან. მას უყუარდა ქალი ჩემი, სისხლი ველთა მოუღურიან. რა ჰნახიან ერთმანერთი, არ შეხედუა ვერ დაჰსთმიან:-

558. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა. მე ღ~თისა ვუთხარ დაუბამს, მას ეშმაკისა ბადესა. მათ ბოზკუროთა ასეთი, რა მისცეს რა უქადესა. თუ დავარჩინო ღ~თი ვჰგმო, მისად პატიჟად მზადესა:-

559. მის მეფისა წესი იყო, თავი თჳსი ძჳრად ფიცის. და თუ ფიცის არ გატეხის, მასუჱ წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან, ვისცა ესმა ვინცა იცის. მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის:-

560. დავარს დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღ~ისა მტერმან. თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს იცის ერმან. მან აგრე ჰსთქუა უბრალო ვარ, იცის ღ~თნ სახიერმან. ვისგან მოვჰკუდე ვისთჳს მოვჰკუდე, მიიხუჱდროს იგი ვერ მან:-

561. პატრონი ჩემი აგრევე, იყო წამოხუჱლ შენ ოდეს. შენეულივე რიდენი, ებურნეს ტურფად ჰშუჱნოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყჳთა, რომელნი არა მსენოდეს. ბოზო შენ ბოზო რად მომკალ, ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს:-

562. როსკიპო ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკულევინე. ანუ სისხლითა მისითა, ჩემი რად მოაზღუჱვინე. არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ რა გაქმნევინე. თუ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდე, ვის ესე დააშლევინე:-

563. ჴელი მიჰყო წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა. დაალება დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა. მან პასუხი ვერა გაჰსცა, ოდენ სულთქნა ოდენ უშნა. ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა:-

564. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა. წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა. მათ კიდობანი მოჰქონდათ, ეუბნეს არ აჯებითა. მაშიგან ჩაჰსუჱს იგი მზე, ჰგავს იქა დარაჯებითა:-

565. ზღჳსაკენ გავლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ ჰსთქუა მქმნელი, ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და. ვიდრე მომკლევდეს მოვჰკუდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა მოცაკუდა, დაეცა გასისხლმდინარდა:-

566. რად არ მიკჳრვებ ცოცხალსა, მე ლახუარ დაუსობელსა. აწ იგი მიყავ რა მმართებს, ამისსა მახარობელსა. ზენაარ დამჰხსენ სიცოცხლე, სულთა დგმა დაუთმობელსა. საბრალოდ ცრემლთა ადენდა, უკლებსა დაუშობელსა:-