... (H-54), 1680 წ.

526. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელ: შავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

527. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვჰთქვი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ჴელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რათგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

528. შინა: მოველ: სეუდიანი: არ: ნადიმად: ღვინოს: ვსმიდი: წამ: წავიდი: სოფლისაგან: მადლი: ღმერთსა: შევსწირვიდი: ვერცა: ვიჯდი: ვერცა: ვიდგი: არა: ვიცი: რასა: ვზმიდი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: მეფისაკენ: წაცავიდი:

529. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკუირვებულსა: ასმათის: წიგნი: მომართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვებულსა:

530. მიამა: უფრო: გავხელდი: საქმისა: მიუმხუდარია: მადლი: შევჰკადრე: უფალსა: ვიაჯე: ზეენარია: მზესა: ვეშაპი: შეიპყრობს: მე: მისად: მსგავსად: ვარია: დავაგდე: სრისა: ალაგი: ბაღისა: ვლაჴე: არია:

531. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

532. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანის: ბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკუირველი: და: ღარიბი: უცხო: პირითა: ტანითა:

533. შევე: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გაუნათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სუეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამსა: ჭურეტად:

534. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამილბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: მზედ: საქებარსა: დავჯე: მივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკვირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა:

535. მიბრძანა: ძუღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა: გაგსჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრა: ჰჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამირბარისა:

536. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტი: უარეა: არა: თქვმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქუე: ქუე: მითქუამს: იდუმალ: ვა: ძუღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთვალვა:

537. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენაარით: და: ფიცითა: გეცრუვო: ღმერთმან: მიწა: მქნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

538. აწ: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინადირე: ღმერთმან: ქნას: და: გაგემარჯოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვქნა: კულაცა: ნახვა: მომხუდებოდეს: შენი: ვირე: გული: მამეც: გაუყრელად: ჩემი: შენთუის: დაიჭირე:

539. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთუის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკულელად: შენ: სინათლედ: თვალთად: ჩემთათ: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქველად:

540. მიბრძანეთ: მიჴმეთ: გიახელ: ბაღსა: ვრგო: მარგალიტები: ტურფამან: წარბი: ახარა: ტარიელ: რას: იჭურიტები: წელს: ვარდი: ძვირად: მოსრულა: შენგან: არ: მოვიწყვიტები: თაფლისა: ნაცულად: ნაღველმან: გულსა: შემიკრა: ფიტები:

541. ხატაელმან: წიგნი: მკადრა: და: პასუხი: მართებს: ვითა: ლაყბიანი: საუკადრო: დაწერილი: ილათითა: მეფე: შენი: სადათ: გვიცნობს: რად: გარისხდა: ჩუენთუის: ვითა: კულავ: სოფელი: ლხინთა: ნაცულად: ბოლოდ: მოჰკრეფს: სიავითა:

542. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირსა: მოწყალება: იჩქითია: ღმერთსა: ამად: არ: მკუირსა: შენთა: შუქთა: შემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: ჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

543. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შეჰვფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მიცა: ღმერთი: მომკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყუი: ამას: ვსწურთნიცა:

544. დავჰყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყუანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

545. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკუირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა: