... (S-4988), XVII-XVIII სს.

530. საჭურჭლენი჻ გარდავნახენ჻ თავის჻ თავის჻ კიდის჻ კიდე: უცხო჻ ფერთა჻ საჭურჭლეთა჻ დავშურები჻ თუ჻ მოვსთვალვიდე: ერთგან჻ ვნახე჻ საკუირველი჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე: თუმცა჻ ნახო჻ სახელისა჻ ცოდნასაცა჻ ინატრიდე:

531. ვერა჻ შევიგენ჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ ნაქმარი჻ რაულად: ვისცა჻ უჩუენი჻ უკუირდის჻ ღმრთისაგან჻ თქუეს჻ საწაულად: არცა჻ ლარულად჻ ჰგებოდა჻ მას჻ ქსელი჻ არ჻ ორხაულად: სიმტკიცე჻ გვანდის჻ ნაჭედსა჻ ვჰთქვი჻ ცეცხლთა჻ შენართაულად:

532. იგი჻ საძღუნოდ჻ მისად჻ დავსხენ჻ ვისი჻ შუქი჻ მანათობდა: მეფისათუის჻ დავარჩივე჻ საარმაღნოდ჻ რაცა჻ სჯობდა: ჯორ჻ აქლემი჻ ათჯერ჻ ასი჻ ყუელაკაი჻ წვივ჻ მაგრობდა: ატუირთული჻ გავუგზავნე჻ ამბავსაცა჻ კარგსა჻ სცნობდა:

წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე ხატაეთს გამარჯვებისა:

533. წიგნი჻ დავსწერე჻ მეფეო჻ სვემცაა჻ თქუენი჻ სვიანად: მე჻ ხატაელთა჻ მიმუხტლეს჻ თუცა჻ მათ჻ ეცა჻ ზიანად: ჩემი჻ ამბავი჻ დასტური჻ ამად჻ გაცნობე჻ გვიანად: მეფე჻ შევიპყარ჻ მოგივალ჻ მე჻ ალაფიან჻ ტყვიანად:

534. რა჻ ყველაი჻ დავიურვე჻ ხატაეთით჻ გავემგზავრე: წამოვიხვენ჻ საჭურჭლენი჻ საჴელმწიფო჻ დავიავრე: ვერა჻ ვზიდე჻ აქლემითა჻ აზავრები჻ ვააზარვე: მოვირჭვენ჻ და჻ მოვივლინე჻ ამ჻ სოფელსა჻ ჴელი჻ ვჰყარე:

535. ხატაეთისა჻ ხელმწიფე჻ მამყვანდა჻ შეპყრობილია: ინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია: რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქმის჻ ჩემგან჻ სათქმელად჻ წბილია: ჴელი჻ გამიჴსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახვეველი჻ რბილია:

536. ედგნეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოედანს჻ ჩამოდგომილსა: საუბრისა჻ და჻ ჭურეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა: მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდაჴდომილსა: მიალერსებდა჻ მიჭვრეტდა჻ წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა:

537. მას჻ ღამით჻ ვსხედით჻ ნადიმად჻ მუნ჻ ამოდ჻ გავიხარენით: დილასა჻ ქალაქს჻ შევედით჻ მოედნით჻ ავიყარენით: მეფემან჻ ბრძანა჻ ლაშქარნი჻ უჴმენით჻ შემომყარენით: დღეს჻ ხატაელი჻ მიჩვენეთ჻ ტყვენიცა჻ შემომგვარენით:

538. რამაზ჻ მეფე჻ შეპყრობილი჻ მას჻ წინაშე჻ მოვიყუანე: ტკბილად჻ ნახა჻ ჴელმწიფემან჻ ვითა჻ შვილი჻ სააკვანე: ორგული჻ და჻ მოღალატე჻ ნამსახურსა჻ დავაგვანე: ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტისმეტი჻ სიგულვანე:

539. მას჻ მეფესა჻ ხატაელსა჻ უმასპინძლა჻ უალერსა: ჟამიერად჻ უბრძანებდის჻ საუბარსა჻ მათსა჻ ფერსა: ცისკრად჻ მიჴმეს჻ მიბრძანებდეს჻ მე჻ სიტყვასა჻ ლმობიერსა: შეუნდობო჻ ხატაელსა჻ მას჻ აქამდის჻ შენამტერსა:

540. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთი჻ ვინათგან჻ შეუნდობს჻ შეცოდებულსა: უყავით჻ თქუენცა჻ წყალობა჻ მას჻ ღონე჻ გაცუდებულსა: რამაზს჻ უბრძანებს჻ იცოდი჻ გაგზავნი჻ შეწყალებულსა: მაგრამ჻ ნუ჻ გნახავთ჻ კულაცაღა჻ ჩემს჻ წინა჻ გაწბილებულსა:

541. ხარაჯა჻ დასდვეს჻ შეკუეთეს჻ დრაჰკანი჻ ასჯერ჻ ასია: კულავ჻ ხატაური჻ ათასი჻ სხვა჻ სტავრა჻ სხვა჻ ატლასია: მერმე჻ ყუელაი჻ დამოსა჻ იგი჻ და჻ მისი჻ ხასია: შეწყალებული჻ გაგზავნა჻ უყო჻ რისხვისა჻ ფასია:

542. ხატაელმან჻ დაუმადლა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყუანა: მოახსენა჻ ორგულობა჻ ღმერთმან჻ თქუენი჻ შემანანა: თუღა჻ ოდეს჻ შეგცოდოღა჻ მაშინ჻ მომკალ჻ მემცა჻ განა: წავიდა჻ და჻ ყველაკაი჻ მისი჻ თანა჻ წაიტანა :

543. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ ცისკრობს჻ არ჻ დანაღამია: ებრძანა჻ რა჻ შენ჻ გაყრივარ჻ მას჻ აქათ჻ თვეო჻ სამია: მინდორს჻ მოკლული჻ ისრითა჻ ნადირი჻ არ჻ მიჭამია: არ჻ დამაშურალხარ჻ წავიდეთ჻ თუცა჻ დაშრომის჻ ჟამია:

544. შევეკაზმე჻ დარბაზს჻ მიველ჻ დამხუდა჻ ჯარი჻ ავაზისა: შავარდნითა჻ სავსე჻ იყო჻ სრულად჻ არე჻ დარბაზისა: მეფე჻ ქვე჻ ჯდა჻ შეკაზმული჻ შვენებითა჻ მგზავსი჻ მზისა: გაეხარნეს჻ მისულა჻ ჩემი჻ ტურფისა჻ და჻ ლამაზისა:

545. იდუმალ჻ ცოლსა჻ ეუბნა჻ მართ჻ ჩემგან჻ უცოდნელია: ომით჻ მოსრული჻ ტარიელ჻ საჭურეტად჻ სასურველია: მან჻ გაანათლოს჻ მჭურეტელთა჻ გული჻ რაზომცა჻ ბნელია: რაცა჻ დაგვედრო჻ საქნელად჻ ქენ჻ არა჻ საზოზღნელია:

546. აწ჻ მითქვამს჻ საქმე჻ უშენო჻ შენცა჻ ცან჻ ესე჻ მცნებული: რადგან჻ ქალია჻ სამეფოდ჻ ჩუენგანვე჻ სახელდებული: ვინცაღა჻ ნახავს჻ აწ჻ ნახოს჻ აჰა჻ დღე჻ ედემს჻ ხლებული: გუერცა჻ დაისხი჻ ორნივე჻ სრას჻ დამხუდით჻ მოვალ჻ შვებული:

547. მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ძირი჻ მთისა჻ და჻ გორისა: იყო჻ სიმრავლე჻ ძაღლისა჻ შავარდნისა჻ და჻ ქორისა: ადრე჻ დავბრუნდით჻ ვიარეთ჻ არ჻ ეჯი჻ გზისა჻ შორისა: აღარ჻ იბურთეს჻ დაშლა჻ ქნეს჻ თამაშობისა჻ ორისა:

548. ჩემთა჻ მჭურეტელთა჻ მოეცვა჻ ქალაქი჻ შუკა჻ და჻ ბანი: ომ჻ გარდაჴდილსა჻ მშვენოდეს჻ მე჻ ენიანნი჻ კაბანი: ფერ჻ მიჴდილ჻ გვარი჻ ვშვენოდი჻ ვარდი჻ ცრემლითა჻ ნაბანი: ვინცა჻ მიჭურეტდის჻ ბნდებოდის჻ მათრლად჻ არს჻ არ჻ კატაბანი: