... (S-1727), 1837 წ.

527. სულთა ვჰყიდდი გულისათჳს: კოშკი ამად გამებაზრა჻ იგი წვიმა დარენელდა: რომე პირველ ვარდს ემაზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი: გარე ტურფად მოემაზრა჻ მიბრძანა თუ ეგე საქმე: მეცა მართლად თჳთ მეაზრა჻

528. არ დავიჯერებ მე შენსა: ღალატსა ორგულობასა჻ უარის ქნასა ღ~თისასა: ამისთჳს არ მადლობასა჻ იაჯდი თავსა ჩემსა და: მორჭმით ინდოეთს ფლობასა჻ მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ: სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა჻

529. მე ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი გამქისებული჻ ანუ მზე იყო ქუეყანად: ან მთვარე პირ გავსებული჻ ახლოს დამისვა მაღირსა: აქამდის არ ღირსებული჻ მეუბნებოდა დამივსო: ცეცხლი ამითა გზებული჻

530. მიბრძანა თუ გონიერი: ხამს აროდეს არ აჩქარდეს჻ რაცა სჯობდეს მოაგვაროს: საწუთროსა დაუწყნარდეს჻ თუ სასიძო არ მოუშვა: ვაჲთუ მეფე გაგიმწარდეს჻ შენ და ისი წაიკიდნეთ: ინდოეთი გარდაჰქარდეს჻

531. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ: მე შემირთავს იყოს ასდენ჻ ერთმანერთსა გავეყარნეთ: ძოწეულნი გაგვიფლასდენ჻ მათ მორჭმულთა მოივლინონ: ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ჻ ეგე ამბვად არ ეგების: რომე სპარსნი გაგვიხასდენ჻

532. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს: მის ყმისა შენი ქმარობა ჻ რა შემოვიდენ ინდოვეთს: შევიგნა მათი გმირობა჻ უჩვენო ჩემი ძალ გული: და ჩემი მახვილობა჻ ასრე დავხოცნე შეეძლოს: აღარას არ სახმარობა჻

533. მიბრძანა თუ ხამს დიაცი: დიაცურად საქმე დედლად჻ დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ: ვერ ვიქმნები შუა კედლად჻ რა მოვიდეს სიძე მოკალ: მათთა სპათა აუწყვედლად჻ ქნა მართლისა სამართლისა: ხესა შეიქს ხმელსა ნედლად჻

534. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და: მჯობო ყოველთა გმირთაო჻ მიპარვით მოჰკალ სასიძო: ლაშქართა ნუ მოირთაო჻ მისთა სპათაცა ნუ დახოც: ზროხათა ვითა ვირთაო჻ დიადი სისხლი უბრალო: კაცმანცა ვით იტვირთაო჻

535. იგი რა მოკლა ეუბენ: პატრონსა ჩემსა მამასა჻ ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ: ინდოეთისა ჭამასა჻ ჩემია მკვიდრი მამული: არ მივსცემ არცა დრამასა჻ არ დამეხსნები გაგიხდი: ქალაქსა ვითა ტრამასა჻

536. ჩემი ყოლა ნურა გინდა: სიყვარული ნუმცა ნდომა჻ ამით უფრო მოგეცემის: სამართლისა შენ მოხდომა჻ ქნას მეფემან ყელ მოტეხით: შემოხვეწნით შემოკდომა჻ ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა: შეგვფეროდეს ერთგან სხდომა჻

537. ესე მეტად მამეწონა: თათბირი და გამორჩევა჻ ჩემთა მტერთა დავაცადე: დასაჴოცლად ხრმლისა ქნევა჻ მერმე ავდეგ წამოსავლად: მან დამიწყო ქვევა წვევა჻ მწადდა მაგრა ვერ შევმართე: შეჭიდება შემოხვევა჻

538. ხანი დავჰყავ გავეყარე: მაგრა გავჴე ვითა ხელი჻ ასმათ წინა წამომიძღვა: ჩამდიოდა ცრემლი ცხელი჻ ჭირი ბევრჯელ ვაათასე: ლხინი ჩემი ვაერთხელი჻ მერმე წასვლა არა მწადდა: ამად მივალ არ ფიცხელი჻

539. მოვიდა კაცი სასიძო: მოვაო მოსლვა გვახარა჻ მაგრა თუ ღ~თი რას უზამს: არა იცოდა გლახ არა჻ მეფესა მიხვდა სიამე: არ სიტყვა ივაგლახა რა჻ მიბრძანა ახლოს მიმიჴმო: მოდიო თავი დახარა჻

540. მიბრძანა ჩემთჳს ესე დღე: ლხინი და სიხარულია჻ გარდავიხადოთ ქორწილი: ჴამს ვითა დარეულია჻ კაცი გავგზავნოთ მოვიღონ: ყოვლგნით საჭურჭლე სრულია჻ უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ: სიძუნწე უმეცრულია჻

541. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი: საჭურჭლეთა წამომხმელნი჻ სასიძოცა მოგვივიდა: იყვნეს ხანის არ დამზმელნი჻ შიგნით ჩვენნი გაეგებნეს: გარეთ მოდგეს ხვრაზმელნი჻ მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა: ვერ იტევდეს ვერცა ველნი჻

542. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: კარვითა მოედანია჻ გამოისვენოს სიძემან: დაყოს ცოტაი ხანია჻ მუნ მისად ნახვად გავიდენ: უშენოდ სპანია სხვანია჻ შენ აქა ნახენ კმარიან: იქა ნახვისად კმანია჻

543. მაედანს დავდგი კარვები: წითლისა ატლასებისა჻ მოვიდა სიძე გარდახდა: დღე გვანდა არ აღვსებისა჻ შეიქმნა გასლვა შიგანთა: ჯარია მუნ ხასებისა჻ დაიწყეს დგომა ლაშქართა: თემ თემად დას დასებისა჻

544. მე დავშუჱრ ვითა წესია საურავ გადახდილისა შინა წამოველ მაშურალი წილმომხდომოდა მოლისა მონა მოვიდა მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა

545. ცხენისაგან არ გარდავხე: წაველ ფიცხლად დავმორჩილდი჻ ქალი დამხვდა ნატირები: ვჰკითხე ცრემლსა რასა ღვრიდი჻ მითხრა შენი შესწრობილი: ტირილსამცა ვით ავსცილდი჻ გაუწყვედლად ვით გამართლო: როგორამცა გავაქილდი჻

546. შევედით ვნახეთ ბალიშსა: ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე჻ მზე ვეღარას იქს მის მეტსა: მას განენათლა რომ არე჻ წავდეგ მიბრძანა რასა სდგა: დღე მიგიჩს წინ საომარე჻ ანუ გამწირე მიტყუე: და კვლაცა მაიმცთომარე჻