..., 1860 წ.

528. ქედსა სადმე გარდავადეგ. მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე. ჩემთვის უდგამს თუმცა მახე ჩემი გაკვეთს ჴორცსა მათსა. ჴმალი ბასრი შუბი ახე და მაშინ უთხარ სპათა ჩემთა. სახე დიდი დაუსახე.

529. ვსთქვი თუ ძმაო ისი კაცნი. ჩვენ ღალატსა გვიდგებიან კლავთა თქვენთა სიმაგრენი. ამათთვისცა ვით დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთა თვის. სული მათი ზეცას რბიან და აწ შევებათ ხატაელთა. ჴმალი ცუდათ რას გვაბიან.

530. უბძანე ჩაცმა აბჯრისა. ლაღმან სიტყვითა კაფითა დავეკაზმენით საომრად. ჯაჭვითა ჯავშან ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე. წაველ დიდისა სწრაფითა და მას დღესა ჩემი მებრძოლი. ჩემმავე ჴმალთა დაფითა.

531. მივიახლენით შეგვატყეს. მათ ტანსა აბჯარ ცმულობა კაცი მოვიდა მამართვა. მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია. ჩვენ თქვენი არ ორგულობა და აბჯრითა გხედავთ შეგვექნა. აწ ამად გულ ნაკლულობა.

532. შევთვალე თუ მეცა ვიცი. რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცაღა. სთათბირობდით. არ იქნების არ იგია აწ მოდით შეგვებენით. ვითა წესი და რიგია და მეცა თქვენთვის დასახოცლად. ჴელი ჴმალსა დამიგია.

533. რა მივიდა მოციქული. კვლავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართაგან, დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდნეს. თავნი ორგნით აქარავნეს და შექნეს რაზმი მრავალ კეცი. თუმცა ღ~თო ვერა მავნეს

534. შუბი ვთხოე ჴელი ჩავყავ. მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი. ვიყავ მათაც გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა. წავგრძელდი და წაველ გრძელად და მათ ურიცხვი რაზმი ეწყო. წყნარა დგეს და აუშლელად.

535. ახლოს მიველ შემამჴედეს. შმაგიაო ესე თქვესა კაცს შუბუ ვკარ ცხენი დავეც. მართ ორნივე მიჴდეს მზესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან. სადაც უფრო ჯარი დგესა და შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ. ვაქებ ჴმალო ვინცა გლესა.

536. შიგან ასე გავერივე. გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე. ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი. ბრუნავს ვითა ტანაჯორი და ერთობ სრულად ამოვწყვიტე. წინა კერძო რაზმი ორი.

537. ერთობილნი მომეჴვივნეს. მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვკარ რასაცა ვერ დამიდგნა. სისხლსა მჩქეფრად გადმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი. მანდიკურად გარდავკიდი და სითაც ვიყავ გამექციან. მათ შეექნათ ჩემი რიდი.

538. საღამო ჟამ დაიძახა. ქედით მათმან დარაჯამან ნუღარ სდხეხართ წამოდითო. კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი. შეგვაშინა ამად ამან და ნუ თუ სრულად ამოგვწყვიტნეს. უთუალავმან ბევრმან სპმამან.

539. ჩემნი ლაშქარნი რომელნი. წამომეტანა მე არა რა ეცნათ წამოსულიყვნენ. ღამე წამოსვლით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი. დაარე მთათა ეარა და გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა. ბუკმან ჴმა გააზიარა.

540. იგი ნახეს გასაქცევლად. გაემართნეს შევკივლენით ველი ჩვენგან ნაომარი. ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე. ერთმანერთსა გავეხლმენით და მისნი სპანი ყველაკანი. დავიპყარით არ მოვკულენით.

541. უკანანიცა ლაშქარნი. მოესწრნენ მათ გაქცეულთა დაუწყრეს პყრობა ჩამოყრა. შეშინებულთა ძლეულთა ძილისა ნაცვლად მათ მიხვდა. ძილ კრთალთა ღამე თეულთა და ტყვეთა მთელთაცა არ აკლდა. კვნესა მართ ვითა სნეულთა.

542. მას ადგილსა ნაომარსა. გარდავედით მოსვენებად ჴელსა ჴლმითა დავეკოდე. წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან. საჭვრეტლად და ჩემად ქებად და ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან. ქებისაცა მოხსენებად.

543. ერთსა კაცსა ეყოფოდეს. დიდებანი რომე მჭირდეს ზოგნი შორით მლოცევდიან. ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე. დიდებულნი ამიტირდეს და ჩემგან ჴლმითა დანაკვეთი. ნახეს მეტად გაუკვირდეს.

544. გავგზავნე ყოვლგნით ლაშქარნი. ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდნენ. და თავი ვალაღებინე სისხლის მძებნელთა ჩემთასა. მინდორი შევაღებინე და არ ვბრძოლე კარი ქალაქთა. უომრად გავაღებინე.

545. რამაზს ვარქვი შემიგნია. საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან. თავი ნუ გამოიმართალე სიმაგრესა ნუ ამაგრებ. ყველა ჴელთა მამათვალე და თვარემ შენი შეცოდება. მემცა ზედა რად წავსთვალე.

546. რამაზ მითხრა აღარ არის. ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული. მამეც ზედა მაპატონე ციხოვანთა გაუგზავნო. საუბარი გამიგონე და ჴელთა მოგცემ ყველაკასა. განაღამცა შენ გაქონე.

547. მივეც ერთი დიდებული. თანა ყმანი წავატანე ციხოვანნი ერთობილნი. ჩემს წინაშე მოვიყვანე ჴელთა მამცეს სიმაგრენი. ომნი ასრე შევანანე და საჭურჭლენი სიმრავლითა. რასამცა ვით დავაგვანე.