... (H-66), 1832 წ.

528. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე: ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი: ჰხამს ვითა დარეულია კაცი გავგზავნოთ მოვიღონ: ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ: სიძუნწე უმეცრულია

529. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი: საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა: იყვნეს ხანის არ დამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებნეს: გარეთ მოდგეს ხორაზმელნი მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა: ვერ იტევდეს ვერცა ველნი

530. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ: კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან: დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ: უშენოდ სპანია სხვანია შენ აქა ნახენ კმარიან: იქა ნახვისად კმანია

531. მოედანს დავდგი კარვები: წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა: დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა: ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა: თემ თემად დას დასებისა

532. მე დავშვერ ვითა წესია: საურავ გადახდილისა შინა წამოველ მაშურალი: წილმომხდომოდა მოლისა მონა მოვიდა მომართვა: წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს: მსგავსი ალვისა ზრდილისა

533. ცხენისაგან არ გარდავხე: წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები: ვჰკითხე ცრემლსა რასა ღვრიდი მითხრა შენი შესწრობილი: ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო: როგორამცა გავაქილდი

534. შევედით ვნახეთ ბალიშსა: ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა: მას განენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა: დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე: და კვლაცა მაიმცთომარე

535. მე მეწყინა აღარა ვთქვი: ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუ ვყივლე აწ გამოჩნდეს: არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომად რაგვარ მაწვევს: აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკლვა მისი: დავაპირე არ დავყმუნდი

536. ასსა უბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი: არავის გავეცხადენით კარავსა შეველ იგი ყმა: ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა: თუცა ჴმდა სისხლისა დენით

537. კარვის კალთა ჩახლათული: ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფეხთით მოვეკიდე: თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს: გლოვა მიხვდა საარაკე ცხენსა შევჯე და წაცამოველ: ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

538. ხმა დამივარდა შეიქმნა: ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს: დავხოცნე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი: მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით: ამოდ იგივე მე ვარი

539. კაცი გავგზავნენ ვაცნობე: ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მამართეთ ვინცაღა: ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა: ღამესა დია ბნელასა ჩემსა სცნიან სცვედიან: თავებსა მათსა მრთელასა

540. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე: რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი: მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის: გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე: სიხარული სიმძიმილად

541. ხვარაზმშას სისხლი უბრალო: სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა: რად არა შემატყობინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა: სიცოცხლე მაარმებინე დღე სიკვდილამდის შენიცა: თავი არ მაახლებინე

542. მე შეუთვალე მეფეო: ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკვდილსა: ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე: ჴამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს: ნდომა თქვენისა ქალისა

543. იცით ინდოთა საჯდომი: რაზომი სრა საჯდომია ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე: ყველაი თქვენ მოგხდომია ამსოწყდა მათი ყველაი: მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უთქვენოდ: არავის არ მონდომია

544. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან: აწ ეგე არ მართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი: გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ: მოგხვდების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს: მერტყას მე ჩემი ხრმალია

545. შენი ქალი არად მინდა: გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის: არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს: მისით მასცა აღმოვფხვრიდე სხვად მეშველსა გარეგანსა: მამკალ ვისცა ვინატრიდე

ანბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა჻

546. ესე კაცნი გამეგზავნეს: გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა: ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ: მინდორთაკენ თვალი ვაგე მესმა საქმე საშინელი: რომე თავი ვერ წავაგე