... (Q-609), XIX ს.

528. კაცი გავგზავნენ ვაცნობე: ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: აქა მამართეთ ვინცაღა: ჩემსა იქმოდეთ შველასა: არ გასწყდა მოსლვა მდევართა: ღამესა დია ბნელასა: ჩემსა სცნიან სცვედიან: თავებსა მათსა მრთელასა:

529. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე: რა გათენდა ღამე დილად: ვნახენ სამნი დიდებულნი: მეფისაგან მოგზავნილად: ებრძანა თუ ღ~თნ იცის: გამეზარდე ვითა შვილად: ჩემი ასრე რად შესცვალე: სიხარული სიმძიმილად:

530. ხუარაზმშას სისხლი უბრალო: სახლად რად დამადებინე: თუ ჩემი ქალი გინდოდა: რად არა შემაგებინე: მე ბერსა შენსა გამზრდელსა: სიცოცხლე მაარმებინე: დღედ სიკუდილამდის შენიცა: თავი არ მაახლებინე:

531. მე შეუთვალე მეფეო: ვარ უმაგრესი რვალისა: თვარა რად მიშლის სიკუდილსა: ცეცხლი სიკუდილთა ალისა: მაგრა თვით იცით ჴელმწიფე: ჴამს მქნელი სამართალისა: მე თქვენმან მზემან მაშოროს: ნდომა თქუენისა ქალისა:

532. იცით ინდოთა სამეფო: რაზომი სრა საჯდომია: ერთიღა მე ვარ მემკვიდრე: ყველაი თქუენ მოგხდომია: ამსოწყდა მათი ყუელაჲ: მამული თქვენ დაგრჩომია: დღესამდის ტახტი უჩემო: არავის არ მონდომია:

533. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან: აწ ეგე არ მართალია: ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი: გიზის ერთაი ქალია: ხუარაზმშა დასვა ჴელმწიფედ: მოგხვდების რა ნაცვალია: სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს: მერტყას მე ჩემი ჴრმალია:

534. შენი ქალი არად მინდა: გაათხოვე გამარიდე: ჰინდოეთი ჩემი არის: არვის მივსცე ჩემგან კიდე: ვინცა ჩემსა დამეცილოს: მისით მასცა აღმოვფხვრიდე: სხუად მეშველსა გარეგანსა: მამკალ ვისცა ვინატრიდე:

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა:

535. ესე კაცნი გამეგზავნეს: გონებასა გავეშმაგე: რომე მისი ვერა მეცნა: ამას უფრო დავედაგე: მას ზღუდესა გარდავადეგ: მინდორთაკე რომე ვაგე: მესმა საქმე საშინელი: რომე თავი ვერ წავაგე:

536. გამოჩნდეს ორნი ქუევითნი: მე მივეგებე წინარე: ქალი ჰყვა ერთსა მონასა: ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე: თავ გაგლეჯილი ასმათი: პირს სისხლი ჩამომდინარე: აღარ მიყივლა ღიმილით: არცაღა გამიცინა რე:

537. იგი ვნახე დავებნივე: გონებანი გამიშმაგნა: შორით უხმე რაშიგან ვართ: ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა: მან საბრალოდ შემომტირნა: ძლივ სიტყვანი გამოაგნა: მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა: ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა:

538. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე: რაშიგან ვართ თქვი მართალი: კვლავ საბრალოდ ამიტირდა: კვლავ მოედვა ამით ალი: დიდხან სიტყვა ვერა მითხრა: მისთა ჭირთა ნაათალი: მკერდსა წითლად უღებევდა: სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი:

539. მერმე მითხრა მოგახსენებ: ესე რადმცა დაგიმალე: მაგრა ვითა გაგახარნე: შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ: შემიწყალე შემიბრალე: დამხსენ ჩემსა საწუთროსა: ღ~თსა შენსა მიავალე:

540. მიამბა ოდეს სასიძო: მოჰკალ და ჴმა დაგივარდა: მეფესა ესმა აიჭრა: მართ მისგან გასატკივარდა: შენ დაგიძახნა მიხმეთო: ჴმა მაღლად გაჴმამყივარდა: მოგნახეს შინა ვერ გპოვეს: მით მეფე გამომჩივარდა:

541. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან: მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან: მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან: რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან:

542. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა: მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა: მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა: თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო: მისად პატიჟად მზად ესა:

543. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის: და თუ ფიცის არ გატეხის: მასვე წამსა დაამტკიცის: ესე წყრომა მეფისაგან: ვისცა ესმა ვინცა იცის: მან უბრძანა დავარ ქაჯსა: ვინ გრძნებითა ცაცა იცის:

544. დავარს დასა მეფისასა: უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან: თავი ფიცა ძმამან შენმან: არ დაგარჩენს იცის ერმან: მან აგრე თქუა უბრალო ვარ: იცის ღ~თნ სახიერმან: ვისგან მოვჰკუდე ვისთვის მოვკუდე: მიიხვედროს იგი ვერ მან:

545. პატრონი ჩემი აგრევენ: იყო წამოხვე შენ ოდეს: შენეულივე რიდენი: ებურნეს ტურფად შვენოდეს: დავარ მოსთქმიდა სიტყვითა: რომელნი არა მსენოდეს: ბოზო შენ ბოზო რად მამკალ: ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს:

546. როსკიპო ბოზო დიაცო: საქმრო რად მოაკვლევინე: ანუ სისხლითა მისითა: ჩემი რად მოაზღვევინე: არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი: რა გიყავ რა გაქნევინე: აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე: ვის ესე დააშლევინე: