... (H-741), XIX ს.

527. სულთა ვჰყიდდი გულისათვის: კოშკი ამად გამებაზრა: იგი წვიმა დარენელდა: რომე პირველ ვარდს ახრა ვნახე ძოწსა მარგალიტი: გარე ტურფად მოემაზრა: მიბრძანა თუ ეგე საქმე: მეცა მართლად თვით მეაზრა:

528. არ დავიჯერებ მე შენსა: ღალატსა ორგულობასა: უარის ქმნასა ღ~თისასა: ამისთვის არ მადლობასა: იაჯდი თავსა ჩემსა და: მორჭმით ინდოეთს ფლობასა: მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ: ჰსჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა:

529. მე ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი გამქისებული: ანუ მზე იყო ქვეყანად: ან მთვარე პირ გავსებული: ახლოს დამისვა დამიტკბა: აქამდის არ ღირსებული: მეუბნებოდა დამივსო: ცეცხლი ამითა გზებული:

530. მიბრძანა თუ გონიერი: ხამს აროდეს არ აჩქარდეს: რაცა სჯობდეს მოაგვაროს: საწუთროსა დაუწყნარდეს: თუ სასიძო არ მოუშვა: ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს: შენ და ისი წაიკიდნეთ: ინდოეთი გარდაჰქარდეს:

531. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ: მე შემირთავს იყოს ასდენ: ერთმანერთსა გავეყარნეთ: ძოწეული გაგვიფლასდენ: მათ მორჭმულთა მოივლინონ: ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ: ეგე ანბვად არ ეგების: რომე სპარსნი გაგვიხასდენ:

532. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს: მის ყმისა შენი ქმარობა: რა შემოვიდენ ინდოეთს: შევიგნა მათი გმირობა: უჩვენო ჩემი ძალ გული: და ჩემი ჭანგ მახვილობა: ასრე დავხოცნე შეეძლოს: აღარას არ საჴმარობა:

533. მიბრძანა თუ ხამს დიაცი: დიაცურად საქმე დედლად: დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ: ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს სიძე მოჰკალ: მათთა სპათა აუწყვედლად: ჰქმნა მართლისა სამართლისა: ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად:

534. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და: მჯობო ყოველთა გმირთაო: მიპარვით მოჰკალ სასიძო: ლაშქართა ნუ მოირთაო: მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც: ზროხათა ვითა ვირთაო: დიადი სისხლი უბრალო: კაცმანცა ვით იტვირთაო:

535. იგი რა მოკლა ეუბენ: პატრონსა ჩემსა მამასა: ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ: ინდოეთისა ჭამასა: ჩემია მკვიდრი მამული: არ მივსცემ არცა დრამასა: არ დამეხსნები გაგიხდი: ქალაქსა ვითა ტრამასა:

536. ჩემი ყოლა ნურა გინდა: სიყვარული ნუცა ნდომა: ამით უფრო მოგეცემის: სამართლისა შენ მოხდომა: ჰქმნას მეფემან ყელ მოტეხით: შემოხვეწა შემოკდომა: ხელთა მოგცემ თავსა ჩემსა: შეგვფეროდეს ერთგან სხდომა:

537. ესე მეტად მომეწონა: თათბირი და გამორჩევა: ჩემთა მტერთა დავაცადე: დასახოცლად ჴრმლისა ქნევა: მერმე ავდეგ წამოსავლად: მან დამიწყო ქვე ქუე წვევა: მწადდა მაგრა ვერ შევმართე: შეჭიდება შემოხვევა:

538. ხანი დავჰყავ გავეყარე: მაგრა გავჰხე ვითა ხელი: ასმათ წინა ჩამამიძღვა: ჩამდიოდა ცრემლი ცხელი: ჭირი ბევრჯელ ვაათასე: ლხინი ჩემი ვაერთხელი: მერმე წასვლა არა მწადდა: ამად მივალ არ ფიცხელი:

539. მოვიდა კაცი სასიძო: მოვაო მოსლვა გვახარა: მაგრა თუ ღ~თი რას უზამს: არა იცოდა გლახ არა: მეფესა მიხვდა სიამე: არ სიტყვა ივაგლახა რა: მიბრძანა ახლოს მიმისვა: მოდიო თავი დახარა:

540. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე: ლხინი და სიხარულია: გარდავიჴადოთ ქორწილი: ხამს ვითა დასასრულია: კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ: ყოვლგნით საჭურჭლე სრულია: უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ: სიძუნწე უმეცრულია:

541. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი: საჭურჭლეთა წამომხმელნი: სასიძოცა მოგვივიდა: იყვნეს ხანსა არ დამზმელნი: შიგნით ჩვენნი გაეგებნეს: გარეთ მოდგეს ხორაზმელნი: მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა: ვერ იტევდეს ვერცა ველნი:

542. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: კარვითა მოედანია: გამოისვენოს სიძემან: დაჰყოს ცოტაი ხანია: მუნ მისად ნახვად გავიდენ: უშენოდ სპანია სხვანია: შენ აქა ნახენ კმარიან: იქა ნახვისად კმანია:

543. მოედანს დავდგი კარვები: წითლისა ატლასებისა: მოვიდა სიძე გარდაჴდა: დღე გვანდა არ ახუსებისა: შეიქმნა გასლვა შიგანთა: ჯარია მუნ ხასებისა: დაიწყეს დგომა ლაშქართა: თემ თემად დას დასებისა:

544. ცხენისაგან არ გარდავჴე: წაველ ფიცხლად დავმორჩილდი: ქალი დამხვდა ნატირები: ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი: მითხრა შენი შესწრობილი: ტირილსამცა ვით ავსცილდი: გაუწყვედლად ვით გამართლო: რაგვარამცა გავაქილდი:

545. შევედით ვნახეთ ბალიშსა: ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე: მზე ვეღარას იქს მის მეტსა: მას განენათლა რომ არე: წავდეგ მიბრძანა რასა სდგა: დღე მიგიჩს შენ საომარე: ანუ გამწირე მიტყუე: და კვლაცა მაიმცთომარე:

546. მე მეწყინა აღარა ვსთქვი: ფიცხლად გარე შემოვბრუნდი: უკუვყივლე აწ გამოჩნდეს: არ მინდოდეს ვისცა უნდი: ქალი ომად რაგვარ მაწვევს: აგრე ვითა დავძაბუნდი: შინა მოველ მოკლვა მისი: დავაპირე არ დავყმუნდი: