... (H-3061), XVIII ს.

526. მიამბე: მისი: ამბავი: სხუად: ნურად: მეუბნებია჻ მითხრა: თუ: გკადრებ: ამბავსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია჻ დღეს: ერთმანერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია჻ აწ: კულაცა: ცნობა: ამბისა: მას: ჩემგან: უბრძანებია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა჻

527. წიგნი: მამართვა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მთენისა჻ ეწერა: ვნახე: სიტურფე: წყალჯავარისა: შენისა჻ ომგარდაჴდილი: შვენოდი: შენატევები: ცხენისა჻ არვინ მიჩანს მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა჻

528. ღ~თნ: თუ: მცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოსა჻ მზემან: ლომსა: ვარდგიშერნი: ბაღი: ბაღჩად: უშენოსა შენთვის: მკუდარი: აღარ: ვიტყვი: მაშა: მომკლავ: უშენოსა჻ შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა჻

529. თუცა: მიგდის: ღვარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო჻ ამას: იქით: ნუღარ: იდენ: ჭირსა: თავი: არიდენო჻ შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭურეტთა: აგინებენ: არ: იდენო჻ რომე: ძოღან: მოგეხვივნეს: იგი: ჩემთვის: არიდენო჻

530. იგი: მე: მამცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს჻ რა ნახო: შენცა: გიამოს: შენეულითა: მშვენოდეს჻ ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღაგვლენოდეს჻ ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს჻

531. აქა: მჴეცქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: იათასების჻ თქუა: მე: მაქვს: სამჴრე: რომელი: კვლავ: წინას: მკლავსა: მას: ების჻ იგი: შეიხსნა: მოიღო: თვალვით: არ: დაიფასების჻ პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქუე: მკუდართა: დაედასების჻

აქა ტარიელისაგან სამჴრის პირზე დადება და დაბნედა჻

532. ასრე: წვა: რომე: არ: გვანდა: მკუდარი: სამარის: კარისა჻ ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა჻ ასმათს: სდის: ღვარი: სისხლისა: ღაწუთაგან: ნახოკარისა჻ კულავ წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა჻

533. ავთანდილცა: სულთქნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭურიტნა჻ ასმათ: ვამნი: გაამრავლნა: ცრემლმან: მისმან: ქუანი: ხურიტნა჻ მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა჻ თქუა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემი: სისხლი: ხურიტნა჻

534. ზე: წამოჯდა: ფერმიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად჻ ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად჻ დიდხან: მათად: არა: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად჻ დარჩომა: და: არსიკუდილი: მას: უმძიმდა: მეტისმეტად჻

535. ავთანდილს: უთხრა: მისმენდი: ცნობა: უც: თუცა: ხელისა჻ გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხუელისა჻ ლხინად: მჩანს: შეყრა: მოყვრისა: მის: შენგან: შეუყრელისა჻ მე: მიკუირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა჻

536. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემგან: დად: საესავისა჻ წიგნი: რა: ვნახე: მამართვა: ესე: საბამი: მკლავისა჻ მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა჻ იგი: უცხო და: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა჻

537. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი჻ გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი჻ ხელმან: შენნი: განვიცადენ: სინატიფე სიტურფენი჻ სულთა: ნაცულად: სამსახურნი: რამცა: ვითა: გიმუქფენი჻

538. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე჻ აწ: ჩემთვისცა: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე჻ სამჴრე: შენი: მამივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე჻ რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე჻

539. გაღანამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე჻ ყაბაჩაცა: ასეთივე: ამისებრი: ვერა: ვჰპოვე჻ დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველე: რა: მარგე: მოვე჻ სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისმცა: შევეპოვე჻

540. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა჻ მაგრა: შევჰკრთი: საყუარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა჻ გამეღვიძა: აღარა: მყუა: სულდგმულობა: მომეწყინა჻ ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ჴმაცა: არ: მესმინა჻

541. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რა: ქმნა: მწუხრმან: ჟამითა჻ ავდეგ: ვცან: მათი: ამბავი: წასულა: ვქმენ: მითვე: წამითა჻ ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა჻ რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა჻

542. მიბრძანეს: თუ: ღ~თნ: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია჻ ჟამი: გვახლავს: სიბერისა: სიყმაწვილე: გარდგუივლია჻ ყმა: არ: მოგუცა: ქალი: გვივის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია჻ ყმისა: არა სმა: არა: გაგვა: ამად: ზედა: წაგვიგია჻