... (H-302), 1803 წ.

527. მე ფრიდონს ვუთხარ, ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღ~თი მყავს, სათქმელად მეუცხოების, უშენოდ მყოფსა ღამე და, დღეცა მესაღამოების, დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების-

528. მაშა მე მისსა ამბავსა, რადგან აღარას მოველი, ვეღარ დავჰსდგები გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი, ფრიდონს რა ესმა ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა თუ ძმაო დღესითგან, ცუდ ჩემი ლხინი ყოველი-

529. თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამაყენეს, მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა, თავი მათი ჩემკერძ ირეს, მეხვეოდეს მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს, ნუ წახუალო დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს-

530. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა, მეცა დია მეძნელების, მაგრამ ლხინი უმისოსა, ჩემგან ძნელად გაიძლების, ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, ნუვინ მიშლით არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების-

531. მერმე ფრიდონ მოიყუანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა ხედავ პირი მზისა, თქუენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი მეტი არა გინდა, ძღუჱნი რამცა გავკიცხენი, თჳთ ამანვე მოგაწონნეს, საჴედრობა სიფიცხენი-

532. ფრიდონ გამამყუა წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით, მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით, სრულად ლაშქარნი მტიროდეს, გულითა მართლად არ ენით, გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა, ჩვენ თავნი დავადარენით-

533. ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად კულავ ვიარე, რომე არა არ დამირჩა, ჴმელთა ზედა ზღვათა გარე, მაგრამ მისსა მნახავსაცა, კაცსა ვერას შევეყარე, გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე-

534. ვჰსთქუი თუ ჩემგან აღარაა, სიარული ცუდი ცურვა, ნუთუ მჴეცთა სიახლემან, უკუმყაროს გულსა ურვა, მონათა და ამ ასმათსა სიტყვა, უთხარ შვიდი თუ რვა, ვიცი რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა-

535. აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქუენთა, ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა, რა ესენი მოისმენდეს, საუბართა ესოდენთა, მითხრეს ჰაი ჰაი რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა-

536. უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა ნუ უფალსა, ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს, ცხენთა თქუენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭურეტელსა, შვენიერსა სატურფალსა, თურე ბედი მოაღაფლებს, კაცსა ეზომ არ ღაფალსა-

537. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი, მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავჰყარენ არენი, მე კაცრიელთა თემთანი, სახლად საყოფნი მიმაჩნდის, თხათა და მათ ირემთანი, გავიჭერ სრულად დავტკეპნე, ქუჱ მინდორნი და ზე მთანი-

538. ესე ქუაბნი უკაცურნი, ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს, შემოვები ამოვწყვიტენ, ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს, მათ მონანი დამიხოცეს, ჯაჭუნი ავად მოექაფნეს, საწუთრომან დამაღრიჯნა, ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს-

539. დევთა ყვირილი ზახილი, ზე ცამდის აიწეოდა, მათისა ლახტის ცემითა, ქვეყანა შეირყეოდა, მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა, ასი ერთ კერძო მამიხდეს, დავჰფრიწე დაიხეოდა-

540. აჰა ძმაო მაშინდიდგან, აქა ვარ და აქა ვჰკუდები, ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვჰტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ ნადები, ჩემად ღონედ სიკუდილისა, მეტსა არას არ ვეცდები-

541. რომე ვეფხი შვენიერი, სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, ჩემთვის კაბად მამინახავს, ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს, რადგან თავი არ მამიკლავს, ჴრმალი ცუდად მომიმახავს-

542. მისსა ვერ იტყვის ქებასა, ყოველი ბრძენთა ენები, მას დაკარგულსა ვიგონებ, მე სიცოცხლისა მხსენები, მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მჴსენები, სხუას არას ვიაჯ ღ~თისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები-

543. პირსა იცა გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აახეწა, ლალი ქარუად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა, ავთანდილსცა ცრემლი წასდის, წამწამთაგან ერთსახე წა, მერმე ქალმან დაადუმა, მუჴლ მოყრილი შეეხვეწა-

544. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან, შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან, გითხრა ყე ჩემი ჰამბავი, სიცოცხლე გაარმებულმან, აწ წადი ნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან-

545. ავთანდილ ჰკადრა მე შენი, გაყრა არ მამეთმინების, თუ გაგეყრები თუალთაგან, ცრემლიცა დამედინების, მართალსა გითხრობ ამისი, კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკუდები მაგითა, მას არა არ ელხინების-

546. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გაინდა საქებარი, მან სხუა უხმოს მკურნალი, და და მაჯისა შემტყუებარი, მან უამბოს რაცა ჰსჭირდეს, სენი ცეცხლთა მამდებარი, სხვისა სხუამან უკეთ იცის, სასარგებლო საუბარი-