.... (H-1759), XIX ს.

527. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და, ქვაბი აქვსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

528. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი, მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა, წყლულისა განკურნებისა

529. ყმა ეტყჳს ვის აქვს, მინდობა კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი, დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა, მითქუმს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა

530. ჴამს მოყვარე მოყურისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად კულა მიჯნურსა მიჯნურისა, ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა, ლხინი არმად თავი ფლიდად

531. მზე ეტყუის მამხუდა ყოველი, ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა, გაქვს ჩემგან დანერგულისა ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა

532. საწუთრო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე, ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების

533. შენ არ გატეხა კარგი გჭირს, ზენაარისა ფიცისა ჴამს გასრულება მოყურისა, სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ჰხამს უიიცისა ჩემი ვთქჳ რა ვქმნა ბნელ ქმნილმან, მზე მამეფაროს მე ცისა

534. ყმამან ჰკადრა სიახლითა, შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა, გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვა, და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

535. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა, სადა გლახ დამწვავს სამალი გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა, დღისითღა ჩანს ნაასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა, ჟამი პატიჟთა სამალი

536. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო თავი მზესა, ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო, ნიშანი რა წამატანე

537. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი ამა ზედა ეუბნების ვით, გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ჰქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს, ლხინი ესე აწინდელი

538. რა სჯობს რა კაცმან გიშერი, ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა, ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს ვაი მოყვარისა გაყრილსა, ახიო ეყოს ახი ოს

539. მათ მიხვდა ლხინი ყოველი, ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი, ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

540. ყმა წავიდა სეუდიანი, მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა, ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება, კვლავ აჩრდილებს არ ადილებს

541. სისხლმან ცრემლისა გარევით, ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყჳს მზე ჩემგან თავისა, კმა დასადებლად აღარ მიკვირს თუ გული ალმასი, შავმან წამწამმან დაღა რად ად ვირემ ვნახვიდე სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად

542. ვინ უწინ ედემს ნაზარდი, ალვა რგვით მორწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარმან, მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლით უშრეტსა, დაბმით დამაბა მახია აწღა ვსცან საქმე სოფლისა, ზღაპარია და ჩმახია

543. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა მიახარებს საყვარლისა სიახლესა, მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

544. ყმა მივიდა საწოლს დაწვა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა, საყუარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთჳლისაგან, პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა, როგორ ადრე დააჩნდების

545. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთა, ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკუდილი, ვერცა მეფეა რომელი

546. რა გულსა უთხრა გულისა, სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტი მოიხვნა, მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დაიდვა აკოცა, ცრემლი სდის ვითა ბისონი