... (Q-1335), XVIII ს.

528. ჩვენ ამას ვარჩევთ წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გუეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულ მართლად იყუნენ მიენდევ აფიცე ხუთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხუითა კვლა და კვლაცითა

529. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთუალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგუიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დაუყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

530. მათ ლაშქართაგანნ სამასნი კარგნი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცავ[ე]ლ დაუყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მეულოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდეუდით მიშველდით გიჴმობ თუ მინდეს შველანი

531. სამ დღე ვიარე მემთხუია სხუა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლალისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა კ[ვ]ლავ ძღუნობა ამისთანისა

532. კვლაცა ეთქვა მართალია ეზომ ჩემი მონახსენი მე თუით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახუა შენი მოვახსენე დია ღ~თო ბრძანება ვქენ მეცა თქვენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

533. მუნით წასრულნი ჩამოუხე ტეურისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღუნად ჩემთუის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

534. კ[ვ]ლაცა ეცნა მოციქულთა მოსულვა წინა გაეგება გარდახდეს და თაყვანი სცის სხუაგნით სხუათა კადრეს ქება კაცმან ვითმცა შეგიშალოს რაცა გინდეს თქვენი ნება რად გვიწყრებით შეუცოდრად ეგე საქმე ვით ეგება

535. გაგუეხრდეს ესე თქმანი ვიხარეთ და ვინადირეთ ქორითა და ავაზითა უცხო სულნი დავიჭირეთ მხეცნი მოუსრენ მახუილითა ჩვენნი მბრძოლნი ავატირეთ ვლაღობდით და ვთამაშობდით სწრაფად მისულა დავაპირეთ

536. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები

537. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქნების

538. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გარდმოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყუელასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

539. შემიგნია იგი კაცნი შენთუ[ი]ს კარგსა არ არჩევენ მოციქულთა მოგზაუნითა საღალატოდ შეგიჩუევენ ილათითა მიგიყვანენ უკან სპათა მოგაწევენ სასიკვდილოდ მონდომიხარ აგრე ფიცხლად მით გაწუევენ

540. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლა მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

541. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხუევიან რა ერთსა გცემდენს ათასნი ეგრეცა მოგერევიან

542. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოუკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

543. არვის გავენდევ სულ დგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების ყოველი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

544. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შეუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხუა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მომკლაუს ქვემცა სადა დავიმალე

545. ქედსა რასმე გარდავადექ მინდორს მტუერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთუის უდგამს თუცა მახე ჩემიც გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

546. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გუიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათუის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან

547. უბრძანე ჩაცუმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მიუმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴმალმან დაფითა