... (Q-376), XIX ს.

528. იგი რა მოჰკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა. ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ, ჲინდოეთისა ჭამასა. მე ვარ მემკჳდრე მამულთა არ მივჰსცემ არცა დრამასა. არ დამეხსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა:-

529. ჩემი ყოვლად ნურა გინდა, სიყუარული ნუცა ჰნდომა. ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა. ჰქმნას მეფემან ყელმოტეხით, შემოხუჱწით შემოვრომა. ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა, შეგუფჱრობდეს ერთგან სხდომა:-

530. ესე მეტად მომეწონა, თათბირი და გამოჰრჩევა. ჩემთა მტერთა დავაცადე, დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა. მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქუჱ ქუჱ წევა. მწადდა მაგრა ვერ გავბედე, შემოჭდომა შემოხუჱვა:-

531. ხანი დავჰყავ გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღუა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვიათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი. მერმე წასულა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი:-

532. მოჳდა კაცი სასიძო, მოვაო მოსულა გვუახარა. მაგრამ თუ ბედი რას უქმნიდა, არა იცოდა გლახ არა. მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა. მიწოდა ახლოს მიმისუა, მოდიო თავი დახარა:-

533. მიბრძანა ჩემთჳს ესე დღე, ლხინი და სიხარულია. გარდაჳჴადოთ ქორწილი, შუჱბა არ დაფარულია. კაცი გავგზავნოთ მოჳღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია. უხუად გავჰსცემდეთ, ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია:-

534. მე გავგზავნე ყოვლგნით კაცნი, საჭურჭლეთა წამომხმელნი. სასიძოცა მოგჳვიდა, იყუნეს ხანთა არ დამზმელნი. შიგნით ჩუჱნნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვრაზმელნი. მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა, ვერ იტევდა ვერცა ველნი:-

535. მეფემან ჰბრძანა მოჰკაზმეთ, კარჳთა მოედანია. გამოისუჱნოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია. მუნ მისდა ხილუად გაჳდნენ, უშენოდ სპანი სხვანია. შენ აქა ნახე ჩემთანა, აქა ხილუაცა კმანია:-

536. მოედანს დავსდგი კარვები, წითლისა ატლასებისა. მოჳდა სიძე გარდახდა, დღე ჰგონა გლახმან შვებისა. შეიქმნა გასლუა პალატით, ჯარია მუნ ხასებისა. დაიწყო დგომა ლაშქარმან, თემთემად დას დასებისა:-

537. მე შინა წაველ მმრავლობდეს, სევდისა რაზმთა ურუანი. მას ვიგონებდი რომლისა, გულსა მიწყლჳდა სურუანი. ასმათის მონა წიგნით მხუდა, ზე აჩნდა ოფლში ცურუანი. მალედ მოდიო გიბრძანებს, ვისი გაქუს სულებრ წყურუანი:-

538. ცხენისაგან არ გარდავჰჴე, წაველ ფიცხლავ დავმორჩილდი. ქალი დამხუდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა ღურიდი. მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავჰსცილდი. სამიმდემოდ ვით გამართლო, რა ვჰყო მასთან დია ვჰსწბილდი:-

539. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედან წარბ შერჭმით მჯდომარე. მზე ვეღარას იქმს მისმეტსა, მას განენათლა რომ არე. წავჰსდეგ მიბრძანა რასა ჰსდგა, დღე მიგიჩს შენ საომარე. ანუ გამწირე მიტყუე, და კულავცა შემაცთომარე:-

540. მე მეწყინა აღარა ვჰსთქჳ რა, ფიცხლავ გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა უნდი. ქალი ომსა ვითარ მაწუჱვ, აგრე ვითა დავძაბუნდი. შინა მოველ მოკულა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი:-

541. ასსა ვუბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით. შევჰსხედით განვვლეთ, ქალაქი არაჳს გავეცხადენით. კარავსა შეველ იგი ყმა, ვითა წვა ძნელმცა თქმად ენით. უსისხლოდ მოვჰკალ სასიძო, თუცა ჰჴმდა სისხლისა დენით:-

542. კარჳსკალთა ჩახლათული, ჩავჰსჭერ ჩავაკარაბაკე. ყმასა ფერხთა ჴელი მივჰყავ, თაჳ სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხუდათ საარაკე. ცხენსა შევჯე წამოცაველ, ჯაჭჳ მეცვა საკურტაკე:-

543. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი. წამოველ წევნა დამიწყეს, დავჰჴოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი. მას შიგან შეველ მშჳდობით, ამოდ იგივე მე ვარი:-

544. კაცი გავგზავნე ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყუჱლასა. აქა მომმართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შუჱლასა. არ გასწყდა მოსულა მდევართა, ღამესა დია ბნელასა. ჩემსა რა ჰსცნიან ჰსცჳდიან, თავებსა მათსა მრთელასა:-

545. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად. ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ ღ~თნ იცის, გამიზრდიხარ ვითა შვილად. ჩემი ასრე რად შესცუალე, სიხარული სიმძიმილად:-

546. ხვარაზმშას სისხლი უბრალო, სახლად რად დამადებინე. თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე. მე ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე. დღედ სიკუდილამდე შენიცა, თავი არ მაახლებინე:-

547. მე შევუთუალე მეფეო, ვარ უმაგრესი რუალისა. თვარა რად მიგმობ სიკუდილსა, ცეცხლი მწუავს სირცხვილთ ალისა. მაგრამ თჳთ იცი ჴელმწიფე, ჰჴამს მქნელი სამართალისა. მე თქუჱნმან მზემან მაშოროს, ნდომა თქუჱნისა ქალისა:-