... (H-54), 1680 წ.

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა:

508. კაცი: იჴმო: გასაგზავნლად: ეუბნების: უბრძანებსა: უთხრა: იცნობ: ვინცა: უწინ: ჩუენთვის: ჴრმალნი: მისცნეს: ნებსა: რად: შესცულიან: ჭკუა: ცნობა: ვარდის: ნაცულად: ძეძვს: რად: ჰკრებსა: ჩუენი: ბაჟი: დაიკიდოს: მოიღებდეს: ჩუენს: წინ: ზღუნებსა:

509. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღმრთულებრ: ძლიერი: მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადრიერი:

510. ჩვენნო: ძმანნო: და: პატრონნო: თქუენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქვენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩუენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახნეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით:

511. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მომეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ხელმქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

512. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყუნიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი: მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: ზოგჯერ: შემცვიან: სევდათა: ვჰთქვენი: საწუთროს: გმობანი:

513. დღესა: ერთსა: საწოლს: მოვე: მეფისა: სრით: წამოსრული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიეცა: თუალთა: რული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: კარსა: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული:

514. მონააო: ასმათისი: საწოლს: ვუთხარ: შემოყვანა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესვა: გულსა: დანა: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა: წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: უთხარ: ამისთანა:

515. ბაღჩა: შევვლე: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი: ქალი: წინა: მომეგება: მხიარული: მოცინარი: მითხრა: ვაშად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფრჭვნელი: დაუმჭნარი:

516. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბისა: თვალითა:

517. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყუა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემომხედის: ვითამცა: რა: შინაურსა: ასმათ: უხმო: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კულა: მიმცა: ალმან: მურსა:

518. ასმათ: გამომყუა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე: ვჰთქვი: საწუთროო: ვის: წეღან: გული: დარმანთა: მიარე: მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: სიძნელე: კვლა: უფრო: დამიტიარე:

519. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი: მითხრა: აგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დაჰჴაშ: სიხარულით: კარი: აღი: სირცხვილი: აქუს: საუბრისა: მერმე: თავსა: ჰკრძალავს: ლაღი:

520. მე: უთხარ: დაო: შენგან: მეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბითა: შრეტდი: ამ: ალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყვეტ: შენ: ზედაზედა: მავალსა: თუ: რას: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მე: შენგან: არ: დანამალსა:

521. შევჯე: წამოვე: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოველ: ხელ: ქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა:

522. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსლვისა: დრონია: სიტყუანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: რამე: ჩუენ: ვართ: ჯაბანნი: არ: ციხე: უმაგრონია: ვინ: არის: თქვენი: ჴელმწიფე: ჩუენზედა: რა: პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი:

523. მოეწერა: რამაზ: მეფე: ტარიელსა: წიგნს: გიწერსა გამიკუირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: რაგვარა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

524. უბრძანე: წვევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ვარსკულავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყუელაი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

525. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნა: მათ: შინა: ხან: დაზმულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა: