... (S-2781), XIX ს.

526. კულავცა ვჰკადრე მე თუ მზეო შენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხუა თვისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

527. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექმნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულმაგრობა

528. მემცა დაშლა ვითა ვკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ გონებს რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა ტარიელ არს მემამულე სხუასა მართებს არად არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მომცდარა

529. ვსთქვი ამითა ვეღარას ვიქმ ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედუა გული მხეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე რად მე არ წამგვარო

530. სულსა ვყიდდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა

531. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქმნასა ღუთისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა

532. მოლმობიერდა მომიტკბა გამწყრალი გარისხებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირგავსებული ახლოს დამისუა მაღირსა აქამდის არ ღირსებული ტკბილად მეუბნებნა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

533. მიბრძანა თუ გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგუაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვა თუ მეფე გაგიმწარდეს შენ და იგი წაიკიდნეთ ინდოეთი გარდაქარდეს

534. კულავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთოს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ

535. მე ვკადრე ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს ვსცნა მათი მკლავთა მყარობა უჩვენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარა არსახმარობა

536. მიბრძანა თუ ხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყუედლად ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად

537. ასრე ჰქმენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო

538. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა მე ვარ მემკვიდრე მამულთა არ მივსცემ არცა დრამასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

539. ჩემი ყოვლა ნურა გინდა სიყვარული ნურცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ჰქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცეს თავი ჩემი შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

540. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვე ქვე წვევა მწადდა მაგრამ ვერ შევმართე შემოჭდომა შემოხვევა

541. ხანი დავყავ გავეყარე მაგრამ გავხე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღუა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯერ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასულა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

542. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრამ თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხუდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

543. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი ხამს ვითა დასა სრულია კაცი გავგზავნოთ მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

544. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყუნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი

545. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია შენ აქა ნახენ კმარიან აქა ხილუაცა კმარნია