... (S-2781), XIX ს.

506. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭურეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მიდამო კრთებოდა

507. დედოფალმან სთქუა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ვკადრე რადგან თვით იყო მნდომელი მოწმობა დავრთე დაესკუნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

508. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი შესთუალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი არს ერთი ქალი საძეო არ კიდეგასათხოელი თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

509. კაცნი მოვიდეს აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგუხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა

510. კულავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედრეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშურალი ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწევ ჭირთა მოპოვნებად

511. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა მე ვსჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

512. შევჯეგ წავე ბაღჩას მივე ვითა სცნობდე ლხინთა ზომით ბაღჩას შევვლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით იყო დია ნატირები ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

513. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის არღა ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მომიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

514. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთუარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქი შემომადგა მაგრა გული არ დამიდნა

515. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პიროქრო რიდე მე მივეც რომელი მითვე მწუანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღუარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

516. ქვე წუა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული არცა მზე გუანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსუა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭმით გამწყრალი გარისხებული

517. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრამ ნაცუალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამცა ცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

518. ვსთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქმნია უცნობოსა ფერნამკრთალსა კულავცა მითხრა რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა დიცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

519. შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება

520. გახსოვს ოდეს ჰაი ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხუანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

521. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქუს პატრონობა უგზოდ ვჰლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქმნების წა მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგუანან მტყუანსა და შენ აგეთსა

522. ცოცხალ ვიყო შენ ჲინდოეთს ღმერთო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაჰყო სხუა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ხელი აჰყო ესე სიტყუა დაასრულა ყმა ატირდა სულთქნა აჰყო

523. სთქუა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კულავ მიეცა თუალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

524. შევხედე ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე აღვსდეგ ავიღე მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე ვკადრე თუ მზეო დაგიწვავ ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მომკალ პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე

525. რომე გკადრებ ესე სიტყუა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზე და მთუარე სხუა მნათობნი რაც ნაშუქნი თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია