... (S-4988), XVII-XVIII სს.

510. ვთქვი჻ თუ჻ ძმანო჻ ისი჻ კაცნი჻ ჩუენ჻ ღალატსა჻ გვიდგებიან: მკლავთა჻ თქუენთა჻ სიმაგრენი჻ ამისთუისმცა჻ რად჻ დალბიან: ვინცა჻ მოკუდეს჻ მეფეთათვის჻ სულნი჻ მათნი჻ ზეცას჻ რბიან: აწ჻ შევებნეთ჻ ხატაელთა჻ ჴრმალნი჻ ცუდად჻ რას჻ გვაბიან:

511. უბრძანე჻ ჩაცუმა჻ აბჯრისა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ჴაფითა: დავეკაზმენით჻ საომრად჻ ჯაჭუ჻ ჯავშანითა჻ ქაფითა: რაზმი჻ დავაწყევ჻ მივმართე჻ წაველ჻ დიდითა჻ სწრაფითა: მას჻ დღესა჻ ჩემი჻ მებრძოლი჻ ჩემანვე჻ ჴმალმან჻ დაფითა:

512. მივეახლენით჻ შეგუატყუეს჻ მათ჻ ტანსა჻ აბჯარცმულობა: კაცი჻ მოვიდა჻ მამართვა჻ მეფისა჻ მოციქულობა: ეთქუა჻ თუ჻ ჟამად჻ გვაჩნია჻ ჩუენ჻ თქუენი჻ არ჻ ორგულობა: აბჯრითა჻ გხედავთ჻ შეგუქნია჻ აწ჻ ამად჻ გულნაკლულობა:

513. შევსთვალე჻ თუ჻ მეცა჻ ვიცი჻ რაცა჻ ჩემთვის჻ გაგიგია: თქვენ჻ რასაცა჻ სთათბირობდით჻ არ჻ იქნების჻ არ჻ იგია: ბრძანეთ჻ მოდით჻ შეგვებენით჻ ვითა჻ წესი჻ და჻ რიგია: მეცა჻ თქუენად჻ დასაჴოცლად჻ ჴელი჻ ჴმალსა჻ დამიგია:

514. რა჻ მივიდა჻ მოციქული჻ კულავცა჻ რადღა჻ გამოგზავნეს: კუამლი჻ შექნეს჻ ლაშქართათვის჻ დამალული჻ გაამჟღავნეს: სამალავით჻ გამოვიდეს჻ თავი჻ ორგნით჻ აქარავნეს: შექნეს჻ რაზმი჻ მრავალკეცი჻ თუცა჻ ღმერთო჻ ვერა჻ მავნეს:

515. შუბნი჻ ვსთხოვენ჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ მუზარადის჻ დასარქმელად: საომარად჻ ატეხილი჻ ვიყავ჻ მათად჻ გამტეხელად: ერთსა჻ წავსწვდი჻ უტევანსა჻ წავგრძელდი჻ და჻ წაველ჻ გრძელად: მათ჻ ურიცხუთა჻ რაზმი჻ ეწყო჻ წყნარად჻ დგეს჻ და჻ აუშლელად:

516. ახლოს჻ მიველ჻ შემომხედნეს჻ შმაგიაო჻ ესე჻ თქვესა: კაცს჻ შუბი჻ ვჰკარ჻ ცხენი჻ დავეც჻ მართ჻ ორნივე჻ მიჰჴდეს჻ მზესა: მუნ჻ მივმართე჻ მკლავ჻ მაგარმან჻ სადაც჻ უფროსნი჻ ჯარი჻ დგესა: შუბი჻ გატყდა჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ ვაქებ჻ ჴმალო჻ ვინცა჻ გლესა:

517. შიგან჻ ასრე჻ გავერივე჻ გნოლის჻ ჯოგსა჻ ვითა჻ ქორი: კაცი჻ კაცსა჻ შემოვსტყორცე჻ ცხენკაცისა჻ დავდგი჻ გორი: კაცი჻ ჩემგან჻ შენატყორცი჻ ბრუნავს჻ ვითა჻ ტანაჯორი: ერთობ჻ სრულად჻ ამოვწყვიტე჻ წინა჻ კერძი჻ რაზმი჻ ორი:

518. ერთობილნი჻ მამეხვივნეს჻ მგრგულივ჻ შეიქნა჻ ომი჻ დიდი: ვჰკარ჻ რასაცა჻ ვერ჻ დამიდგნის჻ სისხლსა჻ მჩქეფრსა჻ ამოღურიდი: ცხენსა჻ კაცი჻ გაკუეთილი჻ მანდიკურად჻ გარდავჰკიდი: სითაც჻ ვიყვი჻ გამექციან჻ მათ჻ შექნიან჻ ჩემი჻ რიდი:

519. საღამო჻ ჟამ჻ დაიძახა჻ ქედით჻ მათმან჻ დარაჯამან: ნუღარა჻ სდგათ჻ წაედითო჻ კულავ჻ მოგუხედნა჻ რისხვით჻ ცამან: მოვა჻ მტვერი჻ საშინელი჻ შეგვაშინნა჻ ამად჻ ამან: ნუთუ჻ სრულად჻ ამოგუწყვიდნეს჻ უთუალავმან჻ ბევრმან჻ სპამან:

520. ჩემნი჻ ლაშქარნი჻ რომელნი჻ წამამეტანნეს჻ მე჻ არა: რა჻ ეცნა჻ წამოსულიყუნეს჻ ღამე჻ წამორთვით჻ ეარა: ვერ჻ დაიტევდა჻ მინდორი჻ და჻ არე჻ მთათა჻ ეარა: გამოსჩნდეს჻ სცემდეს჻ ტაბლაკსა჻ ბუკმან჻ ჴმა჻ გააზეარა:

521. იგი჻ ნახეს჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევჰკივლენით: ველნი჻ ჩუენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით: რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეჴრმლენით: მისნი჻ სპანი჻ ყუელაკანი჻ დავიპყრენით჻ არ჻ მოვჰკვლენით:

522. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ მათ჻ გაქცეულთა: დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა: ძილისა჻ ნაცვალი჻ მათ჻ მიხუდა჻ ძილ჻ მკრთალთა჻ ღამეთეულთა: ტყუეთა჻ მრთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კუნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა:

523. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავჴედით჻ მოსვენებად: ჴელსა჻ ჴრმლითა჻ დავეკოდე჻ წყლულად჻ მიჩნდა჻ არ჻ ნაღებად: ჩემნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭურეტლად჻ და჻ ჩემად჻ ქებად: ვერ჻ იტყუიან჻ ვერ჻ მიმხუდარნი჻ ქებასაცა჻ მოხსენებად:

524. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რომე჻ მჭირდეს: ზოგთა჻ შორით჻ მლოცევდიან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამიპირდეს: რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს: ჩემგან჻ ჴმლითა჻ განაკუეთნი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკვირდეს:

525. გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე: ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდეს჻ თავიცა჻ ვაალაღებინე: სისხლთა჻ მებრძოლთა჻ სისხლითა჻ მინდორი჻ შევაღებინე: არ჻ ვბრძოლე჻ კარი჻ ქალაქთა჻ უომრად჻ გავაღებინე:

526. რამაზს჻ ვარქვი჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე: აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე: სიმაგრეთა჻ ნუ჻ ამაგრებ჻ ყუელა჻ ჴელთა჻ მამათვალე: თუარა჻ შენი჻ შეცოდება჻ მემცა჻ ზედა჻ რად჻ წავსთუალე:

527. რამაზ჻ მითხრა჻ აღარაა჻ ამის჻ მეტი჻ ჩემი჻ ღონე: ერთი჻ ჩემი჻ დიდებული჻ მამეც჻ ზედა჻ მაბატონე: ციხუანთა჻ გაუგზავნო჻ საუბარი჻ გამიგონე: ჴელთა჻ მოგცემ჻ ყუელაკასა჻ გაღანამცა჻ შენ჻ გაქონე:

528. მივეც჻ ერთი჻ დიდებული჻ თანა჻ სპანი჻ წავატანენ: ციხოვანნი჻ ერთობილნი჻ ჩემს჻ წინაშე჻ მოვიყვანენ: ჴელთა჻ მამცეს჻ სიმაგრენი჻ ომნი჻ ასრე჻ შევანანენ: საჭურჭლენი჻ სიმრავლითა჻ რასმცა჻ ვითა჻ დავაგვანენ:

529. მაშინღა჻ შეველ჻ ხატაეთს჻ მოვლად჻ და჻ მოსათუალავად: კლიტენი჻ საჭურჭლეთანი჻ მამართვეს჻ დაუმალავად: ქუეყანა჻ ჩავსხი჻ უბრძანე჻ იყუენით჻ თქუენ჻ უკრძალავად: მზემან჻ არ჻ დაგუწნა჻ იცოდით჻ დაგყარენ჻ გაუგვალავად: