... (H-925), XVIII ს.

509. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავჴე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასვლა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

510. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

511. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი ჴამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

512. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

513. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სხვანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია

514. მეიდანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჴდა დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყო დგომა ლაშქართა თემთემად დასდასებისა

515. ცხენისაგან არ გარდავხე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი ვნახე ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარადმცა გავექილდი

516. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კვლაცა მამიცდომარე

517. მე მეწყინა აღარა ვსთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა როგორ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მიველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

518. ასსა ვუბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ სასიძო ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა თუცა ხმდა სისხლისა დადენით

519. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფერხთა მოვეკიდე თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს გლოვა მოხდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

520. ხმა დამივარდა შეიქმნა ძახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

521. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა

522. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

523. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკვდილამდის ჩემიცა თავი არ მაახლებინე

524. მიბძანა ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახეს მიხმეთო» ხმამაღლა გამომყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

525. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღურიან რა ნახიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

526. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თსა ვუთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა»

527. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძუირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უანბო დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

528. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან» მან აგრე სთქვა უბრალო ვარ იცის ღ~თნ სახიერმან ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან»