... (S-1727), 1837 წ.

507. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი: სასიძოსა მოყვანებად჻ დავედრეს თუ ნუ აყოვნებთ: მოდით ჩვენად ნაბრძანებად჻ მე მაშვრალი ნაბურთალი: საწოლს შეველ მოსვენებად჻ გულსა სევდა შემეყარა: ვიწყე ჭირთა მოპოვნებად჻

508. მეტმან სევდამან მიმწურა: გულსა დაცემად დანისად჻ ასმათის მონა შემოდგა: მე ვჯე ლაღი და ჯანი სად჻ წიგნი მომართვა ეწერა: ვინ ჩან ალვისა ტანისად჻ ადრე მოდიო გიბრძანებს: დაუყოვნებლად ხანისად჻

509. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ: ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით჻ ბაღჩა შევლე კოშკი აჩნდა: ასმათ ვნახე ძირსა დგომით჻ ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად: ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით჻ დამიმძიმდა არა ვჰკითხე: ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით჻

510. იგი ვნახე დაღრეჯილი: ესე მეტად დამიმძიმდა჻ წინათ რომე შემომცინის: აღრად ისრე გამიღიმდა჻ ყოლე სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა჻ ამით უფრო დამაწყლულა: არა წყლულთა მიაქიმდა჻

511. ჩემნი ერთნი გონებანი: მეტად შორად გამიკიდნა჻ შინა კოშკად შემიყვანა: ფარდაგსაცა ამიზიდნა჻ შეველ ვნახე იგი მთვარე: ჭირმან ყველმან უკუმრიდნა჻ გულსა შუქნი შემომადგნა: მაგრა გული არ დამიდნა჻

512. იყო არ ნათლად ნათელი: ფარდაგსა შემომდგომელი჻ ებურა მოშლით პირ ოქრო: რიდე მე მივეც რომელი჻ მითვე მწვანითა მოსილი: მიწოლით ტახტსა მჯდომელი჻ ცრემლისა ღვარსა მოეცვა: პირი ელვათა მკრთომელი჻

513. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა: ვეფხი პირ გამეხებული჻ არცა მზე ჰგვანდა არც თუ: ხე ალვა ედემს ხებული჻ ასმათმან დამსვა შორს გვარად: გულსა მე ლახვარ ხებული჻ მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით: გამწყრალი გარისხებული჻

514. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ: მშლელი პირისა მტკიცისა჻ გამწირავი და მუხთალი: შენ გამტეხელი ფიცისა჻ მაგრამ ნაცვალსა პასუხსა: მოგცემსო ზენაჲ ცისა჻ ვკადრე რა გკადრო პასუხი: მის ჩემგან მე უვიცისა჻

515. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ: თუ არა ვსცნობ მე მართალსა჻ რა შეგცოდე რა მიქნია: უცნობოსა ფერ ნამკრთალსა჻ კვლაცა მითხრა რას გეუბნო: მტყუანსა და შენ მუხთალსა჻ დიაცურად რად მოვღორდი: მე დაუწვავ ამით ალსა჻

516. შენ არ იცი ხვარაზმშაჲ: საქმროდ ჩემად მოყვანება჻ შენ ჯდომილხარ სავაზიროდ: შენი რთულა ამას ნება჻ შენ გასტეხე ზენაარი: სიმტკიცე და იგი მცნება჻ ღ~თნ ქნას და დაგირჩინო: ცუდად შენი ჴელოვნება჻

517. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი: ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს჻ მკურნალნი და დასტაქარნი: წამალსა ყე მოგიტანდეს჻ მამაცისა სიცრუესა: სახენიცა რამცა გვანდეს჻ რადგან დამთმე მეცა დაგთმობ: ვინძი უფრო დაზიანდეს჻

518. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა჻ ეგრეც მე მაქვს პატრონობა: უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა჻ ეგე აგრე არ იქნების: აწ მომცთარხარ მოსაცეთსა჻ აზრნი შენნი შენვე გგვანან: მტყუანსა და შენ აგეთსა჻

519. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს: ღ~თო ხანი ვერა დაჰყო჻ თუ ეცადო დაყოფასა: ჴორცთაგანცა სული გაჰყო჻ სხვა ჩემებრი ვერა ჰპოო: ცათამდისცა ჴელი აჰყო჻ ესე სიტყვა დაასრულა: ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო჻

520. თქვა რა მესმა ესე მისგან: მეიმედა მეტის მეტად჻ კვლავ მიეცა თვალთა ძალი: მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად჻ აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ: რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად჻ ვაი სოფელო უხანოო: რად ზი ჩემთა სისხლთა ხვრეტად჻

521. შევხედენ ვნახე სასთუმალ: მუსაფი გაშლით მდებარე჻ ავიღე ავდეგ ღ~თისა და: მერმე მე მათი მქებარე჻ ვკადრე თუ მზეო დაგიწვავს: ჩემიცა დაწვა მზე ბარე჻ რადგან არ მამკალ პასუხი: ერთი ღა გკადრო მე ბარე჻

522. რომე გკადრებ ესე სიტყვა: აწ თუ ცუდად ნალიქნია჻ ცამცა მრისხავს მზისა შუქნი: ყველა ჩემთჳს ნაშუქნია჻ თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია჻ მან მიბრძანა რაცა იცი: თქვიო თავი დამიქნია჻

523. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო: თქვენთჳს ფიცი გამეტეხოს჻ ღ~თნ აწვე რისხვა მისი: ზეცით ჩემთჳს გაამეხოს჻ ვისი გინდა უშენოსა: პირი მემზოს ტანი მეხოს჻ მაშა მაშინ როგორ დავრჩე: რა ლახვარი გულსა მეხოს჻

524. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს: შექნეს დიდი ვაზირობა჻ მათ წინათვე დაეპირა: იმა ყმისა შენი ქმრობა჻ დამეშალა ვერ დავშლიდი: დამრჩებოდა უმეცრობა჻ თავსა უთხარ მიემოწმე: ჟამად გიჯობს გულ მაგრობა჻

525. მემცა დაშლა ვითა ვკადრე: რადგან იგი ვერ მიმხვდარა჻ არ იტყვის თუ ინდოეთი: უპატრონოდ არ გამჴდარა჻ ტარიელ არს მემამულე: სხვასა მართებს არვის არა჻ ვის მოიყვანს არა ვიცი: ანუ იგი ვინ მამცდარა჻

526. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ: ღონე სხვა რა მოვიგვარო჻ თავსა უთხარ ნუ მოგიცავ: გონებაო მრავალ გვარო჻ მედვა გული მხეცისაებრ: ათასჯერცა მინდორს ვარო჻ ვისმცა მივეც თავი შენი: შენვე რად მე არ წამგვარო჻