..., 1860 წ.

508. მე შემამძღვნეს რამაზისგან. ძღვნად საჭურჭლე საშინელი ეთქვა მკადრებთ ნუ ამოგვწყვეტ. არის შენგან არ საქნელი ზენა არი გამოგვიღე. მით გვაბია ყელსა წნელი და მოურბევლად მოგახსენოთ. თავნი შვილი საქონელი.

509. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ. თვით ჩვენვე შეგვინარია თუ ღვთულად შეგვიწყალებდე. აქა ნუ მოვა სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს. რისხვით არ დაგვტყდეს ცანია და თქვენ მოგცეთ ციხე ქალაქი. მოგყუეს ცოტაი ყმანია.

510. გვერცა დავისხი ვეზირნი. ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი. ბრძენნი მით მკადრებთ გლახენით არიან მეტად მუხთალნი. ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით და არამცა მოგკლან ღალატად. და მერმე ვივაგლახენით.

511. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდეთ. კარგისა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გვეკიდნენ. სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ. აფიცე ცითა და ღვთითა და არ და~გმორჩილდნენ შერისხდი. რისხვითა კვლავ და კვლავცითა.

512. მეკვეთა ესე თათბირი. ვეზირთა ნავაზირები შევთვალე რამაზ მეფეო. ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გვიჯობს სიცოცხლე. დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები და ლაშქარსა დავყრი წამოვალ. ცოტადრე შენკერ ვირები.

513. მათ ლაშქართაგან სამასი. კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვა წამოველ. დავყარე სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს. თქვენცა ვლეთ იგი ველანი და ახლოს მამდევდით მიშველდით. გიჴმობ თუ მინდა შველანი.

514. სამ დღე ვიარე მემთხია. სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი. შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე. შენ ლაღისა და ჯანისა და რა შეგეყარო მაშინ სცნა. კვლავ ძღნობა ამის თანისა.

515. კვლავცა ვთქვა მართალია. ეზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი. მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღ~თო. ბრძანება ვქნა მეცა თქვენი და ტკბილად ვნახოთ ერთმანეთი. ვიყვნეთ ვითა მამაძენი.

516. მუნით წასული ჩამოვხე. ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქული მოვიდა. სალამი არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭსა. ძღვნად ჩემთვის წამოზიდესა შენსა ნახვასა მეფენი. თქვეს მართლა ინატრიდესა.

517. კვლავცა ეცნათ მოციქულთა. მოსვლა წინა გაეგება გარდადეს და თაყვანი სცეს. სხვაგნით სხვათა კადრეს ქება კაცმან ვითმცა ეშგიშალოს. რაცა გინდა თქვენი ნება და რად გვიწყრები შეუცოდლად. ეგე საქმე ვით ეგება.

518. გაგვეხარნეს ესე თქმანი. ვიხარეთ და ვინადირეთ ქორითა და ავაზითა. უცხო სული დავიჭირეთ მჴეცნი მოვსვნე მახვილითა. ჩუენი ბრძოლნი ავატირეთ და ვლაღობდით და ვთამაშობდით. სწრაფად მისვლა დავაპირეთ.

519. მითხრეს მეფე მოგეგებვის. მეცა შენკენ ვიარები სახლით ჩემით წამოსული. ხვალე ადრე შეგეყრები მოციქული დავაყენე. ხარგა დავდგი არ მაზრები და მეტად ამოდ უალერსე. ერთგან დაწვნენ ვით მაყრები.

520. კარგი საქმე კაცსა ზედან. ეგზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმობრუნდა. მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცსო თქვენი ვალი. ჩემგან ძნელად გარდიჴდების და გაწირვა და დავიწყება. ჩემგან შენი არ იქნების.

521. მე მამისა თქვენისაგან. ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო. საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმს სანახავად. ტანი მჭევრი პირი ვარდი და ყოველსავე მოგახსენებ. გამიგონე დამიწყნარდი.

522. შემიგნია იგი კაცნი. შენთვის კაცსა არ არჩევენ მოციქულსა მოგზავნიან. სიამოვნით არ შეგწევენ ილეთითა მოგიყვანენ. უკან სპათა წამოგწევენ და სასიკვდილოდ მონდომიხარ. აგრე ფიცხლავ მით გაწვევენ.

523. რომე ცუდად არ მოღორდე. ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალული. სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გითქს სპანი ბევრი. ასრე ფიცხლავ მით მიხმობენ და აწვე თავსა არ ეწევი. ფათერაკსა შეგასწრობენ.

524. მეფე ცოტად მოგეგებვის. ვის მჭვრეტელნი ვერ გლევიან მალვით ჩაიცვენ აბჯარსა. მიენდო მით გეთნევიან კვალსა შეიქმენ ლაშქარნი. ყოველგნით შენ მოგეხვევიან და რაერთსა გცემდენ ათასნი. ეგრეცა მოგერევიან.

525. მას კაცსა ამოდ ვეუბენ. და მადლსა გარდვიჴდიან რომე არ მოვკვდე შემოგზღო. შენ ამას ინატრიდიან აწ ამხანაგთა არ გიგრძნან. აწვე მათთანა მიდიან და თუ დაგივიწყო უთუოდ. მემცა ვარ განაკიდიან.

526. არვის გავენდევ სულ დგმულსა. დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების. ყოვლი თათბირი სწორია მაგრამ სპათაკენ გავგზავნე. კაცი თუ გზაცა შორია და შევთვალე ფიცხლავ წამოდით. მოგრაგნეთ მთა და გორია.

527. მე დილას მოციქულთა. ტკბილი სიტყვა შეუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი. მოდი მოვალ მეცა ხვალე ნახევარ დღე სხვა ვიარე. ჭირსა თავი არ ვაკრძალე და განგებაა დღესაც მომკლავს. მინდორს სადმე დავიმალე.