... (H-66), 1832 წ.

508. თქვა რა მესმა ესე მისგან: მეიმედა მეტის მეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი: მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირ: რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო: რად ზი ჩემთა სისხლთა ხვრეტად

509. შევხედენ ვნახე სასთუმალ: მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ ღ~თისა და: მერმე მე მათი მქებარე ვკადრე თუ მზეო დაგიწვავს: ჩემიცა დაწვა მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი: ერთი ღა გკადრო მე ბარე

510. რომე გკადრებ ესე სიტყვა: აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი: ყველა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა: ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი: თქვიო თავი დამიქნია

511. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო: თქვენთვის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი: ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა: პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე: რა ლახვარი გულსა მეხოს

512. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს: შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინათვე დაეპირა: იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი: დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე: ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

513. მემცა დაშლა ვითა ვკადრე: რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ინდოეთი: უპატრონოდ არ გამხდარა ტარიელ არს მემამულე: სხვასა მართებს არვის არა ვის მოიყვანს არა ვიცი: ანუ იგი ვინ მამცდარა

514. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ: ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ: გონებაო მრავალ გვარო მედვა გული მხეცისაებრ: ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივსცე თავი შენი: შენვე რად მე არ წამგვარო

515. სულთა ვყიდდი გულისათვის: კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა: რომე პირველ ვარდს ემაზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი: გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე: მეცა მართლად თვით მეაზრა

516. არ დავიჯერებ მე შენსა: ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღ~თისასა: ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და: მორჭმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ: სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

517. მე ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქუეყანად: ან მთვარე პირ გავსებული ახლოს დამისვა დამიტკბა : აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო: ცეცხლი ამითა გზებული

518. მიბრძანა თუ გონიერი: ხამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს: საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა: ვაჲთუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდნეთ: ინდოეთი გარდაჰქარდეს

519. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ: მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ: ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ: ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ეგე ამბვად არ ეგების: რომე სპარსნი გაგვიხასდენ

520. მე ვკადრე ღ~თნ აშოროს: მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოვეთს: შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალ გული: და ჩემი მახვილობა ასრე დავჰხოცნე შეეძლოს: აღარას არ სახმარობა

521. მიბრძანა თუ ხამს დიაცი: დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ: ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ: მათთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა: ხესა შეიქს ხმელსა ნედლად

522. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და: მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოჰკალ სასიძო: ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დახოც: ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო: კაცმანცა ვით იტვირთაო

523. იგი რა მოჰკლა ეუბენ: პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ: ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული: არ მივსცემ არცა დრამასა არ დამეხსნები გაგიხდი: ქალაქსა ვითა ტრამასა

524. ჩემი ყოლა ნურა გინდა: სიყვარული ნუმცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის: სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით: შემოხვეწნით შემოკდომა ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა: შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

525. ესე მეტად მამეწონა: თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე: დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად: მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე: შეჭიდება შემოხვევა

526. ხანი დავჰყავ გავეყარე: მაგრა გავჴე ვითა ხელი ასმათ წინა წამომიძღვა: ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე: ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასვლა არა მწადდა: ამად მივალ არ ფიცხელი

527. მოვიდა კაცი სასიძო: მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს: არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე: არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმიჴმო: მოდიო თავი დახარა