... (Q-609), XIX ს.

508. მიბრძანა თუ გონიერი ხამს: აროდეს არ აჩქარდეს: რაცა სჯობდეს მოაგვაროს: საწუთროსა დაუწყნარდეს: თუ სასიძო არ მოუშუა: ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს: შენ და ისი წაიკიდნეთ: ინდოეთი გარდაქარდეს:

509. კულავ თუ სიძე შემოუშვათ: მე შემირთავს იყოს ასდენ: ერთმანერთსა გავეყარნეთ: ძოწეული გაგვიფლასდენ: მათ მორჭმულთა მოივლინონ: ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ: ეგე ამბვად არ ეგების: რომე სპარსნი გაგვიხასდენ:

510. მე ვკადრე ღ~თნ აშოროს: მის ყმისა შენი ქმარობა : რა შემოვიდენ ინდოვეთს: შევიგნა მათი გმირობა: უჩვენო ჩემი ძალ გული: და ჩემი მეომარობა: ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს: აღარას არ საჴმარობა:

511. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი: დიაცურად საქმე დედლად: დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ: ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს სიძე მოკალ: მათთა სპათა აუწყვედლად: ქნა მართლისა სამართლისა: ხესა შეიქს ხმელსა ნედლად:

512. ასრე ქენ ჩემო ლომო და: მჯობო ყოველთა გმირთაო: მიპარვით მოკალ სასიძო: ლაშქართა ნუ მოირთაო: მისთა სპათაცა ნუ დაჴოც: ზროხათა ვითა ვირთაო: დიადი სისხლი უბრალო: კაცმანცა ვით იტვირთაო:

513. იგი რა მოჰკლა ეუბენ: პატრონსა ჩემსა მამასა: ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ: ინდოეთისა ჭამასა: ჩემია მკვიდრი მამული: არ მივსცემ არცა დრამასა: არ დამეხსნები გაგიხდი: ქალაქსა ვითა ტრამასა:

514. ჩემი ყოლა ნურა გინდა: სიყვარული ნუმცა ნდომა: ამით უფრო მოგეცემის: სამართლისა შენ მოხდომა: ქნას მეფემან ყელ მოტეხით: შემოხვეწა შემოკდომა: ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა: შეგვფეროდეს ერდგან სხდომა:

515. ესე მეტად მომეწონა: თათბირი და გამორჩევა: ჩემთა მტერთა დავაცადე: დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა: მერმე ავდეგ წამოსავლად: მან დამიწყო ქვე ქვე წვევა: მწადდა მაგრა ვერ შევმართე: შეჭიდება შემოხვევა:

516. ხანი დავჰყავ გავეყარე: მაგრა გავჰხე ვითა ხელი: ასმათ წინა ჩამომიძღვა: ჩამდიოდა ცრემლი ცხელი: ჭირი ბევრჯელ ვაათასე: ლხინი ჩემი ვაერთხელი: მერმე წასვლა არა მწადდა: ამად მივალ არ ფიცხელი:

517. მოვიდა კაცი სასიძო: მოვაო მოსლვა გვახარა: მაგრა თუ ღ~თი რას უზამს: არა იცოდა გლახ არა: მეფესა მიხვდა სიამე: არ სიტყვა ივაგლახა რა: მიბრძანა ახლოს მიმისვა: მოდიო თავი დახარა:

518. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე: ლხინი და სიხარულია: გარდავიხადოთ ქორწილი: ჴამს ვითა დასასრულია: კაცი გავგზავნოთ ყოვლგნით: საჭურჭლე სრულია: უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ: სიძუნწე უმეცრულია:

519. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი: საჭურჭლეთა წამომხმელნი: შიგნით ჩვენნი გაეგებნეს: გარეთ მოდგეს ხორაზმელნი: სასიძოცა მოგვივიდა: იყუნეს ხანსა არ დამზმელნი: მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა: ვერ იტევდეს ვერცა ველნი:

520. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: კარვითა მოედანია: გამოისვენოს სიძემან: დაყოს ცოტაი ხანია: მუნ მისად ნახუად გავიდენ: უშენოდ სპანია სხვანია: შენ აქა ნახენ კმარიან: იქა ნახვისად კმანია:

521. მოედანს დავდგი კარვები: წითლისა ატლასებისა: მოვიდა სიძე გარდაჴდა: დღე გვანდა არ აღვსებისა: შეიქმნა გასლვა შიგანთა: ჯარია მუნ ხასებისა: დაიწყეს დგომა ლაშქართა: თემ თემად დას დასებისა:

522. ცხენისაგან არ გარდავჰჴე: წაველ ფიცხლად დავმორჩილდი: ქალი დამხვდა ნატირები: ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი: მითხრა შენი შესწრობილი: ტირილსამცა ვით ავსცილდი: გაუწყვედლად ვით გამართლო: რაგვარამცა გავაქილდი:

523. შევედით ვნახეთ ბალიშსა: ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე: მზე ვეღარას იქს მის მეტსა: მას განენათლა რომ არე: წავდეგ მიბრძანა რასა სდგა: დღე მიგიჩს შენ საომარე: ანუ გამწირე მიტყუე: და კვლაცა მაიმცთომარე:

524. მე მეწყინა აღარა ვთქვი: ფიცხლად გარე შემოვბრუნდი: უკუვყივლე აწ გამოჩნდეს: არ მინდოდეს ვისცა უნდი: ქალი ომსა რაგვარ მაწვევს: აგრე ვითა დავძაბუნდი: შინა მოველ მოკლვა მისი: დავაპირე არ დავყმუნდი:

525. ასსა უბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით: შევსხედით გავლეთ ქალაქი: არა ვის გავეცხადენით: კარავსა შეველ იგი ყმა: ვითა წვა ზარამც თქმად ენით: უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა: თუცა ხმდა სისხლისა დენით:

526. კარვის კალთა ჩახლათული: ჩავჭერ ჩავაკარაბაკე: ყმასა ფეხთა მოვეკიდე: თავი სვეტსა შეუტაკე: წინა მწოლთა დაიძახეს: გლოვა მიხვდა საარაკე: ცხენსა შევჯე და წაცამოველ: ჯაჭვი მეცვა საკურტაკე:

527. ჴმა დამივარდა შეიქმნა: ზახილი მოსაწევარი: წამოველ წევნა დამიწყეს: დავჰჴოცე ჩემი მდევარი: ქალაქი მქონდა მაგარი: მტერთაგან მოურევარი: მუნ შიგან შეველ მშვიდობით: ამოდ იგივე მე ვარი: