... (H-741), XIX ს.

507. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი: სასიძოსა მოყვანებად: დაავედრეს ნუ აყოვნებთ: მოდით ჩვენად ნაბრძანებად: მე მაშვრალი ნაბურთალი: საწოლს შეველ მოსვენებად: გულსა სევდა შემეყარა: ვიწყე ჭირთა მოპოვნებად:

508. მეტმან სევდამან მიმწურა: გულსა დაცემად დანისად: ასმათის მონა შემოდგა: შევჯე ლაღი და ჯანი სად: წიგნი მამართვა ეწერა: ვინ სჩან ალვისა ტანისად: ადრე მოდიო გიბრძანებს: დაუყოვნებლად ხანისად:

509. შევსჯეგ წაველ ბაღჩას მიველ: ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით: ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა: ასმათ ვნახე ძირსა დგომით: ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად: ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით: დამიმძიმდა არა ვჰკითხე: ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით:

510. იგი ვნახე დაღრეჯილი: ესე მეტად დამიმძიმდა: ვითა წინას შემომცინის: აღრად ეგრე გამიღიმდა: ყოლე სიტყვა არ მამიგო: ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა: ამით უფრო დამაწყლულა: არა წყლულთა მიაქიმდა:

511. ჩემნი ერთნი გონებანი: მეტად შორად გამიკიდნა: შინა კოშკად შემიყვანა: ფარდაგსაცა ამიზიდნა: შეველ ვნახე იგი მთვარე: ჭირმან ყველმან უკუმრიდნა: გულსა შუქნი შემომადგნა: მაგრა გული არ დამიდნა:

512. იყო არ ნათლად ნათელი: ფარდაგსა შემომდგომელი: ებურა მოშლით პირ ოქრო: რიდე მე მივეც რომელი: მითვე მწვანითა უებრო: მიწოლით ტახტსა მჯდომელი: ცრემლისა ღვარსა მოეცვა: პირი ელვათა მკრთომელი:

513. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა: ვეფხი პირ გამეხებული: არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე: ხე ალვა ედემს ხებული: ასმათმან დამსვა შორს გვარად: გულსა მე ლახვარ ხებული: მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით: გამწყრალი გარისხებული:

514. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ: მშლელი პირისა მტკიცისა: გამწირავი და მუხთალი: შენ გამტეხელი ფიცისა: მაგრამ ნაცვალსა პასუხსა: მოგცემსო ზენამ იცისა: ვკადრე რა გკადრო პასუხი: მის ჩემგან მე უიცისა:

515. ვსთქვი პასუხსა ვერას გკადრებ: თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე რა მიქნია: უცნობოსა ფერ ნამკრთალსა: კვლაცა მითხრა რას გეუბნა: მტყუანსა და შენ მუხთალსა: დიაცურად რად მოვღორდი: მე დაუწვავ ამით ალსა:

516. შენ არ იცი ხვარაზმშასი: საქმროდ ჩემად მოყვანება: შენ ჯდომილხარ სავაზიროდ: შენი რთულა ამას ნება: შენ გატეხე ფიცი ჩემი: სიმტკიცე და იგი მცნება: ღ~თნ ქნას და დაგირჩინო: ცუდად შენი ჴელოვნება:

517. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი : ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს: მკურნალნი და დოსტაქარნი: წამალსაყე მოგიტანდეს: მამაცისა სიცრუვესა: ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს: რადგან დამთმე მეცა დაგთმობ: ვინძი უფრო დაზიანდეს:

518. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა: ეგრეც მე მაქვს პატრონობა: უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა: ეგე აგრე არ იქნების: წა მამცთარხარ მოსაცეთსა: აზრნი შენნი შენვე გგვანან: მტყუანსა და შენ აგეთსა:

519. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს: ღ~თო ხანი ვერა დაჰყო: თუ ეცადო დაყოფასა: ჴორცთაგანცა სული გაჰყო: სხვა ჩემებრი ვერა ჰპოო: ცათამდისცა ხელი აჰყო: ესე სიტყვა დაასრულა: ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო:

520. ვსთქვი რა მესმა ესე მისგან: მეიმედა მეტის მეტად: კვლავ მიეცა თვალთა ძალი: მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად: აწ დავკარგე რად არ გიკვირ: რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად: ვაი სოფელო უხანოო: რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად:

521. შევხედენ ვნახე სასთუნალ: მუსაფი გაშლით მდებარე: ავიღე ავდეგ ღ~თისა და: მერმე მე მათი მქებარე: ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს: ჩემიცა დაწვა მზე ბარე: რადგან არ მამკალ პასუხი: ერთია გკადრო მე ბარე:

522. რომე გკადრებ ესე სიტყვა: აწ თუ ცუდად ნალიქნია: ცამცა მრისხავს მზისა შუქნი: ყველა ჩემთვის ნაშუქნია: თუ მაღირსებ განკითხვასა: ავი არა არ მიქნია: მან მიბრძანა რაცა იცი: თქვიო თავი დამიქნია:

523. კვლაცა ვჰკადრე მე თუ მზეო: თქვენთვის ფიცი გამეტეხოს: ღ~თნ აწვე რისხვა მისი: ზეცით ჩემთვის გაამეხოს: ვისი გინდა უშენოსა: პირი მემზოს ტანი მეხოს: მაშა მაშინ როგორ დავრჩე: რა ლახვარი გულსა მეხოს:

524. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს: შექნეს დიდი ვაზირობა: მათ წინათვე დაეპირა: იმა ყმისა შენი ქმრობა: დამეშალა ვერ დავშლიდი: დამრჩებოდა უმეცრობა: თავსა უთხარ მიემოწმე: ჟამად გიჯობს გულ მაგრობა:

525. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე: რადგან იგი ვერ მიმხვდარა: არ იტყვის თუ ინდოეთი: უპატრონოდ არ მომხდარა: ტარიელ არს მემამულე: სხვასა მართებს არვის არა: ვის მოიყვანს არა ვიცი: ანუ იგი ვინ მამცდარა:

526. ვსთქვი ამითა ვეღარას ვიქ: ღონე სხვა რა მოვიგვარო: თავსა უთხარ ნუ მოგიცავ: გონებაო მრავალ გვარო: მედვა გული მხეცისაებრ: ათასჯერცა მინდორს ვარო: ვისმცა მივსცე თავი შენი: შენვე რად მე არ წამგვარო: