... (H-302), 1803 წ.

507. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის, მართ ამბავსა ესოდენსა, დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, ზღვასა შიგან იხვსა ჰგვანდა, ჴმელთა ზედა შავარდენსა, აქა ვჰსდეგ და თვალს უგებდი, ქორსა იქით განაფრენსა-

508. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედი, წავსდგომოდი ამა გორსა, ზღვასა შიგან ცოტა რამე, დავინახე თუცა შორსა, ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალ აქვ მისსა ჰსწორსა, ვერად ვიცან გონებასა, გავეკვირვეამად გორსა-

509. ვჰსთქუი რა არის რასა ვამგზავსო, მფრინველია ანუ მჴეცი, ნავი იყო არ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი, წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი, მთუარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი-

510. ამოძურნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი, ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი, მას რომე ელუა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი, მან გაანათლა ქუეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი-

511. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყუარდა, რომე თვალსა იხეწა, დავაპირე შეტევება, ვჰსთქუი წავიდე მათკენ მე წა, ჩემსა შავსა სულიერსა, რამცა ვითა გარდეხვეწა-

512. ცხენი გავჰქუსლე იქმოდეს, შამბი ჴმასა და ხრიალსა, ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა, ზღვის პირსა მიველ შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა-

513. ესე მესმა ფრიდონისგან, მამემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწუთა დანადენი, ჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე, მამკალ თუცა უჩემოსა, ენახოსმცა ვისცა ის ხე-

514. ესე ჩემგან გაუკვირდა, ფრიდონს მეტად ეუცხოა, მაგრამ მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა, ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა მესათნოვა, თუალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარმომთოვა-

515. ვაგლახმეო რა გიამბე, ფათერაკად მცდარმან შმაგად, მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად, იგი მთუარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად, აწ გიამბობ რადგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად-

516. ფრიდონს უთხარ ყუ ჳ ლაკაი, ჩემი თავსა გარდასრული, მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული, შენ მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული, საჴელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული-

517. კულაცა მითხრა ვისცა ღ~თი, საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახუარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცუალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს-

518. წამოვედით ნატირებნი, სრას დავჰსხედით თავის წინა, ფრიდონს უთხარ ჩემი, შემწე შენგან კიდევ არავინ ა, ვითა ღ~თსა შენი მჰსგავსი, სოფლად არა მოავლინა, მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა-

519. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად, ენა გონება მაჴმარე, გამოსარჩევლად ამისად, რა მოვაგუარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად, თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერ დამყოფელი წამისად-

520. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან ,მიჯობსღა ამას რომელი, მოსრულხარ ჩემად წყალობად, მეფე ინდოეთს მჯდომელი, მემცა რად ვიყავ ამისთვის, მადლისა რასმე მდომელი, ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი-

521. ესე ქალაქი გზა არის, ნავთა ყოველგნით მავალთა, შემამკრეფელი ამბავთა, უცხოთა რათმე მრავალთა, აქა მოგესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა, ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა, მაგაა ჭირთა და ვალთა-

522. ჩვენ გავჰგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კულავ უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია, მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია, ყოლა ჭირი არ ეგების, თუცა ლხინმან არ დასძლია-

523. კაცი იხმნა მასვე წამსა, ესე საქმე დაიურვეთ, უბრძანა თუ ნავებითა, წადით ზღუა ზღუა მოიცურვეთ, მოგვინახეთ საყუარელსა, მისსა მისთვის მოასურვეთ, თავთა ჭირი უათასეთ, რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ-

524. აჩინნა კაცნი სადაცა, სადგურნი ნავთა სჩენოდეს, უბრძანა ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს, მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორე მლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს-

525. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა, ადგილსა საბატონოსა, მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის, ვერ მივხუდი გასაგონოსა, ხარ დიდი მეფე ჲინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა, ვინ არის კაცი რომელმან, თავი არ დაგამონოსა-

526. რას ვაგრძელებდე მოვიდეს, ყოვლგნით ჰამბისა მძებნელი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა, თავისა დამაშრობელი, ვერა ვერ ეცნა ვერ იყუნეს, ვერას ამბისა მბობელი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან, კვლავ ცრემლი შეუშრობელი-