... (Q-1335), XVIII ს.

509. შევე წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გამინათლდა ზედა ლხინი ადგა სუეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედნის წამსა ჭურეტად

510. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მიუსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

511. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაგზავნა უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნვე ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

512. თუცა მართებს დედა კაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტად უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

513. ერთმან ერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტ[კ]იცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენაარით და ფიცითა გეცრუეო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

514. აწ შეები ხატაელთა ილაშქრე და ინადირე ღ~თნ ქნას და გაგემარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კვლაცა ნახუა მომხუდებოდეს {შენი} ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთუის დაიჭირე

515. მოვახსენე არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად მაგრა რადგან დამარჩინე არ გამოსჩნდი ჩემად მკულელად შენ სინათლედ თუალთათ ჩემთათ მიჩნდე მზეებრ სანახველად აწ შევება ხატაელთა მუნ გამოუჩნდე ლომი ქველად

516. მიბრძანეთ მიხმეთ გიახელ ბაღსა ვრგო მარგალიტები ტურფამან წარბი ახარა ტარიელ რას იჭურიტები წელს ვარდი ძვირად მოსულა შენგან არ მოვიწყვიტები თაფლისა ნაცულად ნაღველმან გულსა შემიკრა ფიტები

517. ხატაელმან წიგნი მკადრა და პასუხი მართებს ვითა ლაყბიანი საუკადრო დაწერილი ილათითა მეფე შენი სადათ გვიცნობს რად გარისხდა ჩვენთვის ვითა კვლავ სოფელი ლხინთა ნაცულად ბოლოდ მოკრეფს სიავითა

518. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღთისა ამად არ მკუირსა შენთა შუქნი შემომადგამ გულსა ბნელსა ზედა ჭუირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

519. ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწურთნიცა

520. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენნით ვჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსაულად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შუენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

521. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრაულე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა

ტარიელისაგან ხატაეთს წასულა დასაჭირავად და საომრად

522. დილასა შევჯე უბრძანე კარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომლად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერ ვინ მიზრახაუს ჴრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

523. მათ ლაშქართა სიმრავლითა მთა და ბარი ადუღდების სავაზიროდ შეიჯარნეს მოცინარედ ეუბნების ჩვენ ნუ ვიტყვით სიტყვას მკვახსა შემოქმედსა ეწყინების ბარი კლდედ და კლდე მინდორად მისის თქმითა შეიქნების

524. დავაგდე ზღუარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხუია ხატაეთს ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია

525. მე შემამძღუნეს რამაზისგან ძღუნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგუწყვეტ არის შენგან არ საქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გუაბია ყელსა წნელი მოურვებლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

526. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ თვით ჩვენვე შეგუინანია თუ ღთულებ შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოულენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხუით არ დაგუტყდენ ცანია შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგუყვენ ცოტანი ყმანია

527. გუერდსა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწული ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩვენ ერთხელ კლავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით