... (Q-376), XIX ს.

508. ვჰსთქჳ პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვჰსცნობ მე მართალსა. რა შეგცოდე რა მიქმნია, უცნობოსა ფერნამკრთალსა. კულავცა მითხრა რას გეუბნა, მტყუანსა და შენ მუხთალსა. დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა:-

509. შენ არ იცი ხუარაზმშასი, საქმროდ ჩემდა მოყუანება. შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება. შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება. ღ~თნ ჰქმნას და დაგირჩინოს, ცუდად შენი ჴელოვნება:-

510. გახსოვს ოდეს ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს. მკურნალნი და დასტაქარნი, წამალსაყე მოგიტანდეს. მამაცისა სიცრუესა, ნეტარ სხუანი რამცა ჰგუანდეს. რადგან დამთმე მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს:-

511. ამას ჰბრძანებ ვინცა იყოს, ეპატრონოს ჲინდოეთსა. ეგრეც მე მაქუს პატრონობა, უგზოდ ვჰლიდენ თუნდა გზეთსა. ეგე აგრე არ იქმნების, წა მომცთარხარ მოსაცეთსა. ჰაზრნი შენნი შენუჱ გგუანან, მტყუანსა და შენ აგეთსა:-

512. ცოცხალ იყო შენ ჲინდოეთს, ღ~თო ხანი ვერა დაჰყო. თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაჰყო. სხუა ჩემებრივ ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ჴელი ჰაყო. ესე სიტყუა დაასრულა, ყმა ატირდა სულთქმა ჰაყო:-

513. ჰსთქუა რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად. კულავ მიეცა თუალთა ძალი, მის ნათლისა ეგრე ჭურეტად. აწ დავჰკარგე რად არ გიკჳრს, რად ვცოცხალვარ რად ვარ რეტად. ვაჲ სოფელო უხანოვო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხურეტად:-

514. შევხედენ ვნახენ სასთუნალს, მუსაფი გაშლით მდებარე. აღვჰსდეგ აჳიღე ღ~თისადა, და მერმე მათი მქებარე. ვჰკადრე თუ მზეო დაგიწუავ, ჩემიცა დაწჳ მზებარე. რადგან არ მამკლავ პასუხი, გრქუა მაგის შესაგებარე:-

515. რომე გკადრებ ესე სიტყუა, აწ თუ ცუდად ნალიქნია. ცამცა მრისხავს მზე და მთუარე, სხუა მნათნი ნაშუქნია. თუ მაღირსებ განკითხუასა, ავი არა არ მიქნია. მან მიბრძანა რაცა იცი, ჰსთქჳო თავი დამიქნია:-

516. კულავცა ვჰკადრე მე თუ მზეო, თქუჱნთჳს ფიცი გამეტეხოს. ღ~თნ აწუჱ რისხუა თჳსი, ზეცით ჩემთჳს გაამეხოს. ვისი გინდა უშენოსა, პირი მემზოს ტანი მეხოს. მაშა მაშინ როგორ დავჰრჩე, რა ლახუარი გულსა მეხოს:-

517. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინათუჱ დაეპირათ, იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა ვერ დავჰშლიდი, დამჰრჩებოდა უმეცრობა. თავსა ვუთხარ მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა:-

518. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხუდარა. არ ჰგონებს რომ ჲინდოეთი, უპატრონოდ არ გამხდარა. ტარიელ არს მემამულე, სხუასა მართებს არვის არა. ვის მოიყუანს არა ვიცი, ანუ იგი ვინ მამცდარა:-

519. ვჰსთქჳ ამით მე ვეღარას ვიქმ, ღონე სხუა რა მოჳგუარო. თავსა ვუთხარ ნუ მოგიცავს, გონებაო მრავალ გვარო. მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო. ვისმცა მივჰსცე თავი შენი, თუ თჳთ შენუჱ არ წამგვარო:-

520. სულს ვიყიდდი გულისათჳს, კოშკი ამად გამებაზრა. იგი წჳმა დარენელდა, რომე პირუჱლ ვარდი დაზრა. ვნახე ძოწსა მარგარიტი, გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა თუ ეგე საქმე, მეცა მართლად თჳთ მეაზრა:-

521. არ დავიჯერებ მე შენსა, ღალატსა ორგულობასა. უარისქმნასა ღ~ისასა, ამისთვის არ მადლობასა. იაჯდი თავსა ჩემსა და, მორჭმით ინდოეთს ფლობასა. მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ, ჰსჯობს ყველას სიძე ჰსძლობასა:-

522. მე ლმობიერად მომიტკბა, გამწყრალი განრისხებული. ანუ მზე იყო ქუჱყანად, ან მთუარე პირგავსებული. ახლოს დამისუა დამიტკბა, აქამდინ არ ღირსებული. ტკბილად მეუბნა დამივსო, ცეცხლი ძლიერად გზებული:-

523. მიბრძანა თუ გონიერი, ჰხამს არ ოდეს არ აჩქარდეს. რაცა ჰსჯობდეს მოაგუაროს, საწუთოსა დაუწყნარდეს. თუ სასიძო არ მოუშუა, ვათუ მეფე გაგიმწარდეს. შენ და იგი წაიკიდნეთ, ჲინდოეთი გარდაჰქარდეს:-

524. კულავ თუ სიძე შემოუშუა, მე შემირთოს იყოს ასდენ. ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგჳფლასდენ. მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩუჱნ პატიჟნი გაგჳასდენ. ეგე ჰამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგჳხასდენ:-

525. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს, მის ყმასა შენი ქმარობა. რა შემოჳდნენ ჲინდოეთს, ვჰსცნა მათი მკლავთა მყარობა. ვუჩუჱნო ჩემი ძალგული, და ჩემი მეომარობა. ასრე დავჰხოცნე შეეძლოსთ, აღარას არ საჴმარობა:-

526. მიბრძანა თუ ჰჴამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად. დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად. რა მოჳდეს სიძე მოჰკალ, მათთა სპათა აუწყუჱტლად. ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ჴმელსა ნედლად:-

527. ასე ჰქმენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო. მიპარჳთ მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო. მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც, ზროხათა ვითა ვირთაო. დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტჳრთაო:-