... (H-54), 1680 წ.

490. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყუანისმცა: მითხრა: მოსლვა: თქუენს: წინაშე: კურთხეულ: არს: რამან: ღირსმცა: გამიკუირდა: მიჯნურისა: თაყვანება: ექნა: ვისმცა: ვჰთქვი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

491. შევე: დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომად: თავი: მისი: არ: აღირსა: ვარქუი: მანდა: რად: ჰზი: შენ: თუ: სიყუარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთუის: ჰგუანდა: სიტყუა: ძუირსა:

492. მითხრა: დღე: ეგე: სირცხუილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მომავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყუი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა:

493. ადგა: მითხრა: თქუენსა: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდსა: შემართებად: გულსა: მისად: უთნევია: ამა: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთუის: ვისცა: უთქმევია:

494. მიბრძანა: მითხრა: ამბავი: იცოდა: ჩემის: ნებისა: ყურსა: მიანბო: ხაბარი: ჩემისა: გახარებისა: შეგყარნა: ბოლოდ: ვისიცა: შეხედვა: გენატრებისა: წიგნი: მომართუა: გავჰკაზმე: ჴმა: უთხარ: მიბრუნვებისა:

495. გამიკვირდა: შემეზარნეს: ესე: რამან: ათქმევინა: ვინ: მპოვაო: სადაურმან: სადით: მიცნობს: იგ: მე: ვინა: მის: მგონესა: ყოფა: ჩემი: ერთობ: სრულად: დამკარგვინა: ნუ: ყოს: ღმერთმან: მისად: ნაცულად: მზეცა: მომხვდეს: მინდა: მინა:

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი:

496. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქთა: ნუ: დაიჩენ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკუდები: მაგრა: ბნედა: ცუდად: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყუელაკასა: ჩემგან: თქმულსა:

497. ასმათ: დგას: ჩემთვის: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: თქუა: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვკითხ: ავად: გიბრძანებს: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: მით: მართებს: ვაგლახი: თუ: მისი: თავი: ითხა: ვად:

498. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყვარელსა: უჩუენნე: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყველანი: ჩუენნი: სახარაჯონია: აწ: მათი: ჯავრნი: ჩუენზედა: ჩუენგან: არ: დასათმონია:

499. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კულავ: ჟამი: არ: მამხდომია: ძუღან: ხელ: ქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მანდა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

500. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რაცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩუენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კულამცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყოს: აჰა: ბნელი: გაგითენე:

501. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი:

502. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთუარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღმერთმან: იგი: ნუ: მომცეს: რაც: არა: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

503. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: რათგან: მზეო: ნათლად: ჩემთუის: ამოჰხდები: აჰა: მკვდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვჰტყუვი: თუღა: ვერიდები:

504. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დაცამვედრა: ამირბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

505. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: მისისა: მისგან: მომეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: ჰგუანდის: სინათლე: დღისისა:

506. ასმათს: მოვართუი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვად: ჴელის: შესაბამითა:

507. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახუართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: განმინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სუმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს: