... (S-2781), XIX ს.

487. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალჯავარისა შენისა ომგარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

488. ღმერთმან თუცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

489. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარა სტირ ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

490. იგი მე მომცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გეამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

491. აქა მჴეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების სთქუა მე მაქვს სამხრე რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდუა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

492. ასრე სწუა რომე არ გვანდა მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღუარი სისხლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კულავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

493. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქუანი ხურიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყალით დაუშრიტნა სთქუა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა

494. ზე წამოჯდა ფერმიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათდა არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

495. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც თუცა ჴელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

496. ასმათის ნახუა მეამა ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მომართვა ესე საბამი მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თ~ა პასუხად მიწერილი

497. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ჴელმან შენნი განვიცადენ სინატიფესიტურფენი სულთა ნაცულად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი

498. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მომივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა გავიხარე

499. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვპოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე

500. ქალი ადგა გამეყარა დავსწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყუა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა

501. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა რა მივე მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

502. მიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგუცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არად გვაგვა ამათზედან წაგვითვლია

503. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ საჴელმწიფო შევანახოთ არ ამოვწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

504. ვსთქვი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრამ კმა ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხუამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების

505. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული მიძს თუცა მელია ვსთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქმნელია მეფემან ბრძანა ხუარაზმშა ხელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგუცემს შვილსა სასიძოდ მისებრივ არ რომელია