... (H-925), XVIII ს.

489. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების აწ მომცთარხარ მოსაცეთსა აზრი შენი შენვე გგვანან ტყუვანსა და შენ აგეთსა

490. ცოცხალ ვიყო შენ ჰინდოეთს ღ~თო ხანი ვერა დაყო თუ ეცადო დაყოფასა ჴორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

491. ვთქუა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კვლავ მიეცა თვალთა ძილი მის ნათლისა ეგრე მჭურეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად

492. შევხედენ ვნახე სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღ~თისა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავ ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

493. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყველა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

494. კულაცა ვჰკადრე მეთუ მზეო თქვენთუის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვამისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

495. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა ვუთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

496. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რათგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა ტარიელ არს მემამულე სხვას ვის მართებს არვის არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მამცდარა

497. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვარა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედვა გული მხეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე სადმე არ წამგვარო

498. სულთა ვრყიდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

499. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღმრთისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭუმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა

500. მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირგავსებული ახლოს დამისვა მაღირსა აქამდის არღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

501. მიბრძანა თუ გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგვიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ ჰინდოეთი გარდაჰქარდეს

502. კვლავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩუენ პატიჟნი გაგვიასდენ ეგე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგუიხასდენ

503. მე ვკადრე ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარას არ საჴმარობა

504. მიბრძანა თუ ხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვეტლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

505. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო

506. იგი რა მოკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა კადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დარასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

507. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული ნუმცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა შემოკუდომა ხელთა მოგცეს თავსა ჩემსა შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

508. ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ჴმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხუევა