... (S-1727), 1837 წ.

488. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების჻ თქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების჻ იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების჻ პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების჻

489. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა჻ ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა჻ ასმათს სდის ღვარი ცრემლისა ღაწვთაგან ნახოკარისა჻ კვლავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა჻

490. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა჻ ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა჻ მერმე სულად მოაქცია და სამჴილი დაუშრიტნა჻ თქვა ცოცხალვარ საწუთრომან ჯერცა ჩემი სისხლი ხვრიტნა჻

491. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი აყოლებდა თვალთა რეტად჻ ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად჻ დიდხან მათად აღარ სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად჻ დარჩომა და არ სიკვდილი მას უმძიმდა მეტის მეტად჻

492. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც ვითა ხელისა჻ გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა჻ ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა჻ მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა჻

493. ასმათის ნახვა მიამა ჩემად მის საესავისა჻ წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა჻ მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა჻ იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რისმე შავისა჻

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი჻

494. მიუწერე მზეო შუქი: შენი შენგან მონაფენი჻ გულსა მეცა გამიცუდდეს: სიჩაუქე სიალფენი჻ ჴელმან შენნი გავიცადენ: სინატიფე სიტურფენი჻ სულთა ნაცულად სამსახურნი: რადმცა ვითა გიმუქფენი჻

495. მაშინ ოდეს დამარჩინე: სულთა სრულად არ გამყარე჻ აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი: მასვე ჟამსა დავადარე჻ სამხრე შენი მომივიდა: შემოვიბი მკლავსა გარე჻ რომე მართებს სიხარული: ეგზომიმცა გავიხარე჻

496. განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე რომე მთხოვე჻ ყაბაჩაცა ასეთივე: ამისებრი ვერა ვჰპოვე჻ დაბნედილსა ნუ დამაგდებ: მიშველე რა მარგე მოვე჻ სოფელს მყოფსა უშენოსა: კაცსა ვისმცა შევეპოვე჻

497. ქალი ადგა გამეყარა: დავწევ ამოდ დამეძინა჻ მაგრა შევჰკრთი საყვარელი: ჩემი ვნახე ძილსა შინა჻ გამეღვიძა აღარა მყვა: სულ დგმულობა მომეწყინა჻ ღამე ასრე გავათენე: მისი ხმაცა არ მესმინა჻

498. დილასა ადრე სრას მიხმეს: დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა჻ ავდეგ ვსცან მათი ამბავი: წასლვა ვქმენ მითვე წამითა჻ ვნახე ორნივე ერთგან სხდეს: სახითა ოდენ სამითა჻ რა მიველ მითხრეს დაჯდომა: წინაშე დავჯე სკამითა჻

499. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე: დაგვაბერნა დაცაგვლია჻ ჟამი გვახლავს სიბერისა: სიყმაწვილე გარდგვივლია჻ ყმა არ გვყუავს ქალი გვიზის: ვისგან შუქი არ გვაკლია჻ ყმისა არ სმა არა გაგვა: ამად ზედან წაგვითვლია჻

500. აწ ქალისა ჩვენისათჳს: ქმარი გვინდა სად მოვნახოთ჻ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი: სახედ ჩვენად გამოვსახოთ჻ სამეფოსა ვაპატრონოთ: საჴელმწიფო შევინახოთ჻ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა: ჴრმალი ჩვენთჳს არ ვამახოთ჻

501. ვთქვი თქვენი ძისა არა სმა: გულსა ვით მიეფარების჻ მაგრა კმა ჩვენად იმედად: ვინ მზესა დაედარების჻ ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ: მას დიდად გაეხარების჻ სხვამცა რა გკადრეთ თჳთ იცით: მაგას რა მოეგვარების჻

502. დავიწყეთ რჩევა საქმისა: გული მიც თუცა მელია჻ ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი: არ ითქმის არ საქნელია჻ მეფემან ბრძანა ხუარაზმშა: ჴელმწიფე ხუარაზმელია჻ თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ: მისებრივ არ რომელია჻

503. რომე პირველვე დაესკვნა: მათ ესე შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს: სიტყვაცა აგრე სწბებოდა჻ ჩემგან დაშლისა კადრება: მართ ამბად არ ეგებოდა჻ ოდენ დავმიწდი დავნაცრდი: გული მი და მო ჰკრთებოდა჻

504. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა: მეფეა მორჭმით მჯდომელი჻ მათსამცა შვილსა სასიძოდ: ჩვენთჳს სხვა სჯობდა რომელი჻ შეცილებამცა ვით ჰკადრე: რადგან თჳთ იყვნეს მდომელნი჻ მოწმობა დავრთე დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი჻

505. გაგზავნეს კაცი ხვრაზმშას: წინა შვილისა მთხოველი჻ შესთვალეს გახდა უმკვიდროდ: სამეფო ჩვენი ყოველი჻ არს ერთი ქალი საძეო: არ კიდე გასათხოველი჻ თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ: სხვასა ნუღარას მოელი჻

506. კაცი მოვიდა აევსო: ჯუბაჩითა და რიდითა჻ გახარებოდა ხვარაზმშას: სიხარულითა დიდითა჻ ებრძანა მოგუხუდა ღ~თისაგან: ჩვენ რომე ვინატრიდითა჻ თჳთ მაგისებრსა შვილსამცა: ჩვენ ჴელსამცა რასა ვხდიდითა჻