... (Q-296), XVIII ს.

511. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის აღრად ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

512. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყუელამ უკუმრიდნა გულსა შუქი შემომადგა მაგრამ გული არ დამიდნა

513. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემოდგომელი ებურა მოშლით პირ ოქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვარე მკრთომელი

514. ქვე წვა ვით კლდისა ნაპირსა ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შეჭმით გამწყრალი გარისხებული

515. მიბრძანა მიკვირს რათ მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პასუხსა მოგცემსო ზენამ იცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან უიიცისა

516. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქმნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

517. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნას და დაგირჩინა ცუდად შენი ჴელოვნება

518. გახსონს ოდეს ჰაიჰაი ზმიდი ცრემლნი შენი ველთა ჰბანდეს მკურნალი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რანი გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

519. ამას ვბრძანებ ვინცა მინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების აწ მამცდარხარ მოსაცეთსა აზრი შენი შენვე გგვანან მტყუანსა და შენაგეთსა

520. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღმერთო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ჴორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრივ ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქნა აჰყო

521. ვთქვა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტის მეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

522. შევხედენ ვნახენ სასთულან მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ ღმრთისა და მერმე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავ ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი ერთაი გკადრო მებარე

523. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდათ ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქი ყუელა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ გაკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

524. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო თქვენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩე მთვის გამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

525. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექმნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქრმობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

526. მემცა დაშლა ვითა ვკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ მომჴდარა ტარიელ არს მემამულე სხვასა მართებ არვის არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მამცდარა

527. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალ გვარო მედვა გული მჴეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივსცე თავი შენი შენვე რადმე არ წამგვარო

528. სულთ ვყიდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწთა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

529. არდავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქმნასა ღთისასა ამისთვი არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა მედაშენ დავსხდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყუელას სიძე სძლობასა

530. მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირ გავსებული ახლოს დამისვა დამიტკბა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული