... (Q-296), XVIII ს.

492. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი აყოლებდა თვალსა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათდა არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არ სიკუდილი მას უმძიმდა მეტის მეტად

493. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩო[მა] მრთელისა

494. ასმათის ნახვა მეამა ჩემგან დათ საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარლისა თანა მიწერილი პასუხად

495. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურ[ნი] რამცა ვითა გიმუქფენი

496. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სულად არ გამყარე აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავაგვარე სამჴრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მართებს სიხარული ეგზომიცა რა ვიხარე

497. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

498. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევკრთი საყუარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ჴმაცა არ მესმინა

499. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი წასლვა ვქჰენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთად სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მოველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

500. გვიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილეგარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არად გვაგვა ამათ ზედან წაგვითვლია

501. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევანახოთ არ ამოვწყდეთ მტერთა ჩვენთა ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

502. ვთქვი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩემად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების

503. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქმნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ჴელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია

504. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვობოდა ერთმანეთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მიდამო კრთებოდა

505. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრე რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

506. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი შესთვალეს გახდა უმკვიდრო სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

507. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ჴელსა რასა ვხდიდითა

508. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დავედრეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

509. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანისად წიგნი მამართვა ეწერა ვინ ჩანს ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

510. შევჯეგ წაველ ბახჩას მიველ ვითა სცნობდე ლხინთა ზომით ბახჩას შეველ კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვჭვრეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით