... (Q-296), XVIII ს.

531. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს შენად ისი წაიკიდნეთ ინდოეთი გარდაქარდეს

532. კვლავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთოს იყოს ასდენ ერთმანეთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ეგე ამბად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ

533. მე ვჰკადრე ღმერთმან აშოროს მის ყმასა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს შევიგნა მათი გვარობა უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი მეომარობა ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს აღარას არ საჴმარობა

534. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მათთა სპათა აუწყუეტლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

535. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც ზროხათა ვითა ვირთაო– დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო

536. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპათა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივცემ არცა დრამასა არ დამეჴსნები გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა

537. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყუარული ნურცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა შეგვფერობდეს ერდგან სხდომა

538. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴლმისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვე ქვე წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა

539. ხანი დავყავ გავეყარე მაგრა გავჰჴე ვითა ჴელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯერ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასლვა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

540. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყუა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

541. მიბძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადო ქორწილი ჴამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნნეთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

542. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლისა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

543. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია შენ აქა ნახე კმარიან იქა ნახვისად ყმანია

544. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა დღე გვანდა არს ავსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქარმან თემ თემად დას დასებისა

545. ცხენისაგან არ გარდავჰჴე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარამცა გავაქილდი

546. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე მზე ვეღარა იქმს მისმეტსა მას განენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კვლაცა მაიმცთომარე

547. მე მეწყინა აღარა ვთქვი ფიცხლავ გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა ვუნდი ქალი ომსა როგორ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

548. ასსა უბძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ იგი ყმა ვითა წვა ზარმცა თქმა დენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა თუცა ჴმდა სისხლისა დენით

549. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე ყმასა ფერხთა მოვეკიდე თავი სვეტსა შევუტაკე წინა მწოლთა დაიზახნეს გლოვა მიხვდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურდაკე

550. ჴმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავჰჴოცენ ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი