... (H-741), XIX ს.

488. აქა მხეც ქმნილი ტარიელ: ტირს ჭირი ეათასების: თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი: კვლა წინას მკლავსა მას ების: იგი შეიხსნა მოიღო :თვალვით არ დაიფასების: პირსა დაიდვა დაცაბნდა: ქვე მკვდართა დაედასების:

489. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა: მკვდარი სამარის კარისა: ორგნით ჩანს ლები მჯიღისა: მართ გულსა გარდნაკარისა: ასმათს სდის ღვარი ცრემლისა: ღაწვთაგან ნახოკარისა: კვლავ წყალსა ასხამს უშველის: ხმა ისმის მუნ წკანწკარისა:

490. ავთანდილცა სულთქნა მწარედ: დაბნედილსა შემოსჭვრიტნა: ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან: მისმან ქვანი ხვრიტნა: მერმე სულად მოაქცია: ცეცხლი წყლითა დაუშრიტნა: თქვა ცოცხალვარ საწუთრომან: ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა:

491. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი: აყოლებდა თვალთა რეტად: ვარდი სრულად შექნილიყო: ზაფრანად და ვითა სპეტად: დიდხან მათად აღარ სცალდა: საუბრად და არცა ჭვრეტად: დარჩომა და არ სიკვდილი: მას უმძიმდა მეტის მეტად:

492. ავთანდილს უთხრა ისმენდი: ცნობა მიც ვითა ხელისა: გითხრა ანბავი ჩემი და : ჩემისა დამმარხველისა: ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა: მის შენგან შეუყრელისა: მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე: ასრე დარჩომა მრთელისა:

493. ასმათის ნახვა მიამა :ჩემად მის საესავისა: წიგნი რა ვნახე მამართვა: ესე საბამი მკლავისა: მკლავსა შევიბი მაშინვე: მოვიხსენ რიდე თავისა: იგი უცხოა ღარიბი :მტკიცისა რისმე შავისა:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი პასუხად:

494. მიუწერე მზეო შუქი: შენი შენგან მონაფენი: გულსა მეცა გამიცუდდეს: სიჩაუქე სიალფენი: ხელმან შენნი გავიცადენ: სინატიფე სიტურფენი: სულთა ნაცვლად სამსახურნი: რამცა ვითა გიმუქფენი:

495. მაშინ ოდეს დამარჩინე: სულთა სრულად არ გამყარე: აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი: მასვე ჟამსა დავადარე: სამხრე შენი მამივიდა: შემოვიბი მკლავსა გარე: რომე მართებს სიხარული: ეგზომიმცა რა ვიხარე:

496. გაღანამცა ვიწინაშე: აჰა რიდე რომე მთხოვე: ყაბაჩაცა ასეთივე: ამისებრი ვერა ჰპოვე: დაბნედილსა ნუ დამაგდებ: მიშველე რა მარგე მოვე: სოფელს მყოფსა უშენოსა: კაცსა ვისმცა შევეპოვე:

497. ქალი ადგა გამეყარა: დავწევ ამოდ დამეძინა: მაგრა შევკრთი საყვარელი: ჩემი ვნახე ძილსა შინა: გამეღვიძა აღარა მყუა: სულდგმულობა მამეწყინა: ღამე ასრე გავათენე: მისი ხმაცა არ მესმინა:

498. დილასა ადრე სრას მიჴმეს: დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა: ავდეგ ვსცან მათი ანბავი: წასლვა ვჰქენ მითვე წამითა: ვნახე ორნივე ერთგან სხდეს: სახითა ოდენ სამითა: რა მიველ მითხრეს დაჯდომა: წინაშე დავსჯე სკამითა:

499. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე: დაგვაბერნა დაცაგვლია: ჟამი გვახლავს სიბერისა: სიყმაწვილე გარდგვივლია: ყმა არ მოგვცა ქალი გვივის: ვისგან შუქი არ გვაკლია: ყმისა არ სმა არა გვაგვა: ამად ზედან წაგვითვლია:

500. აწ ქალისა ჩვენისათვის: ქმარი გვინდა სად მოვნახოთ: რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი: სახელმწიფო შევინახოთ: სამეფოსა ვაპატრონოთ: სახედ ჩვენად გამოვსახოთ: არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა: ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ:

501. ვსთქვი თქვენი ძისა არა სმა: გულსა ვით მიეფარების: ხმა ჩემდა მაგრამ იმედად: ვინ მზესა დაედარების: ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ: მას დიდად გაეხარების: სხვამცა რა გკადრეთ თქვენ იცით: მაგას რა მოეგვარების:

502. დავიწყეთ რჩევა საქმისა: გული უცს თუცა მელია: ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი: არ ითქმის არ საქმნელია: მეფემან ბრძანა ხვარაზმშა: ხელმწიფე ხვარაზმელია: თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ: მისებრივ არ რომელია:

503. რომე პირველვე დაესკვნა: მათ ესე შეეტყვებოდა: ერთმანერთსაცა უჭურეტდეს: სიტყუაცა აგრე სწბებოდა: ჩემგან დაშლისა კადრება: მართ ამბად არ ეგებოდა: ოდენ დავმიწდი დავნაცრდი: გული მი და მო ჰკრთებოდა:

504. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა: მეფეა მორჭმით მჯდომელი: მათსამცა შვილსა სასიძოდ: ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი: შეცილებამცა ვით ვჰკადრე: რადგან თვით იყვნეს მდომელნი: მოწმობა დავრთე დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი:

505. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას: წინა შვილისა მთხოველი: შესთვალეს გახდა უმკვიდროდ: სამეფო ჩვენი ყოველი: არს ერთი ქალი საძეო: არ კიდე გასათხოველი: თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ: სხვასა ნუღარას მოელი:

506. კაცი მოვიდა აევსო: ჯუბაჩითა და რიდითა: გახარებოდა ხვარაზმშას: სიხარულითა დიდითა: ებრძანა მოგვხვდა ღ~თისაგან: ჩვენ რომე ვინატრიდითა: თვით მაგისებრსა შვილსამცა: ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა: