... (H-302), 1803 წ.

488. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჴმდა ვითა, გამამაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა, თჳთ ბიძას ძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა-

489. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ჴრმალთა ელვა, ნავი ვჰსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღუასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა, სწადდა მაგრამ ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოქელვა-

490. კულავ სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მამეწეოდეს, იქით და აქათ მამიჴდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს, არ მამწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს-

491. მამეჯარნეს ვეღარა ვჰქენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე, ზღუა ზღუა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე, თანა მყოლნი ყველაკანი, დამიჴოცნეს დარჩა მუნვე, ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე-

492. აწ იგი იქნას რაღაცა, ენებოს ღ~თისა წადილსა, ვეჭვუ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა, ოჴრად გაუჴდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა-

493. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა, მოვახსენე აჩქარება, შენგან ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და, ჩვენ ორთავე მეომართა, გაღანამცა შეგვიძრწუნდა-

494. ესეცა ვუთხარ ჰამბავი, ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წურილად გიამბობ, ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების, მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების, დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლენა, შენ ჩემი დაგემონების-

495. მივედით მისსა ქალაქსანა, ტურფასა მაგრამ ცოტასა, გამოეგებნეს ლაშქარნინა, ისხემდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა, ეხუჱოდიან ჰკოცნიანნა, ჴრმალსა და სალტე კოტასა-

496. კულავ მოვეწონე ვეტურფენა, მე მისი გარდნაკიდარი, შემასხემდიან ქებასანა, მზეო ხარ ჩვენთვის იდარი, მივედით ვნახეთ ქალაქინა, მისი ტურფა და მდიდარი, ყუჱლასა ტანსა ემოსანა, ზარქაში განაზიდარი-

შუჱლა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომრებზე

497. მოსჯობდა ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ აბჯარისა, დავჰკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა, კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის, ღონემცა იაჯა რისა, აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა-

498. მათი ვნახე საომარად, ჩაბალახთა ჩამობურვა, ნავი წინა მამეგება, არა ვიცი იყო თუ რვა, ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა, ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიზახნეს დიაცურ ვა-

499. კულავ სხვასა მიველ მოვჰკიდე, ჴელი ნავისა ბაგესა, ზღუასა დავანთქე დავჰჴოცე, ომიმცა რაღა აგესა, სხუანი გამექცეს მიმართეს, მათ მათსა საქულბაგესა, ვინცა მიჭურეტდის უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა-

500. ზღუა გავიარეთ გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კულავ შევიბენით შეიქნა, ომისა სიმარცხენია, მუნ მამეწონეს ფრიდონის, სიქველე სიფიცხენია, იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია-

501. თჳთ ორნივე ბიძა ძენი, მისნი ჴლმითა ჩამოყარნა, ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყუანნა მჴარ დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი გაამტირნა, თ~სნი ყმანი ამაყარნა-

502. მათნი ლაშქარნი გაგვექცნეს, ვეცენით გაცავჰფანტენით, ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი ვუაზანტენით, ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით, მამკალით ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით-

503. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა, თჳთ ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა, თჳსად ნაცვლად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა, ჩემი ჰსთქუეს თუ ღ~თსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა-

504. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჰსჩნდა რომე ზმიდიან, აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან, მე და ნურადინს ყუელანი, ქებასა შეგვასხმიდიან, გვეტყოდეს მკლავთა თქუენთაგან, ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან-

505. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიხმობდეს მეფეთ მეფობით, თჳთ თავსა მათსა მონად და, ჩემსა ყუელასა სეფობით, დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით- ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ჰამბის მბობა ტარიელსა თანა

506. დღესა ერთსა მე და მეფე, ნადირობას გამოვედით, ზღუასა ზედა წაწურვილსა, ქედსა რასმე გარდავდეგით, ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით, ერთი რამე საკვირველი, მე ვნახეო ამა ქედით-