.... (H-1759), XIX ს.

488. ავთანდილ უთხრა მე შენი, გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან, ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი, კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა, მას არა არ ელხინების

489. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გაინდა საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი და, კვლავ მაჯისა შემტყვებარი მან უანბოს რაცა სჭირდეს, სენი ცეცხლთა მამდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის, სასარგებლო საუბარი

490. რაცა გითხრა მამისმინე, ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს, კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

491. იგი ვნახო სიყვარული, მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო, ღ~თი იღთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო

492. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო მეცა ფიცით შეგიჯერებ, არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო

493. მან მიუგო უცხოს უცხო, ეგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლავცა გნახო, ალვა მორჩი განაზარდი

494. პირი შენი ნახვად, ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო, ღ~თნ რისხვით გამიკითხოს შენმან ჭვრეტა სიახლემან, მამაქარვოს სევდა მითხოს

495. ამას ზედან შეიფიცნეს, მოყვარენი გულ სადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყუნენ, მშვენიერნი ამხანაგნი

496. ავთანდილცა მასვე თანა, ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა, აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩასტიროდა, შამბი შიგან ჩაიარა

497. ავთანდილს ასმათ ტიროდა, ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა სტიროდა, თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსვლასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ, სხვა რამცა მეგონებოდა

498. ადრე მოვალ არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნურსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივარ, ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა

499. იგი მუნით წამოსრული, სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოჭს ვარდსა აპობს, ჴელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლმან გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა

500. მუნ მივიდა სადა იგი, მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარაცა, მართებს აგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქამამდის, ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს

501. გაეგება მოეხვია, ზედან დახვდა პირი ხელსა აკოცებდეს სიხარულით, ცრემლსა მღვრელი ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თვალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა

502. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა ზარსა სცემდეს უხაროდა, უმფროსა თუ უნდა მცირსა

503. მოვიდეს სადა სამყოფლად, სახლი მუნ არს აგებული მოვიდა ნახვად ყოველი, მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად, მორჭმული ლაღი შვებული ენა მის დღისა შვებასა, ყოლა ვერ იტყვის კლებული

504. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად უჩნს, ჩემთვის დარბაზი და ხული

505. მუნ ანბავი შინაური, ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის, რაც მითხარო აგრე ვჰქმენა მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა

506. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა კვლავ ხალვათისა შერმადინ მახარობელი, წავა მისლვისა მათისა ფიცხლავ წავიდა სავალი, სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის, მის მზისა მეკამათისა