.... (H-1759), XIX ს.

507. შესთავლა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, უხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვსცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით

508. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა, თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან, სააჯო და სათხოელი

509. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა

510. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა ამას პირ მზე მეფისაგან, ივალებდა დიდსა ვალსა მიეგება მოეგება, მხიარული გულ მხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან, ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა

511. რა მიიახლა გარდახდა, ყმამ თაყვანისცა მეფესა აკოცა როსტენ მიმხვდარმან, ნიშატთა სიიეფესა გულ მხიარულნი შვებულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის, ყოველსა მუნ მეკრეფესა

512. მას ავთანდილ თაყვანისცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი, გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა, სინათლისა ზენთა ზესა სახლ სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა

513. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასე უჭურეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა

514. სმა გარდახდა თავის თავის, გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა, რა ენახა რა ესმინა

515. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ ვთქვა მგზავსი მისი , და ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ჰქმნის გონება, ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალსა, შუა შორს მყოფი ახისა

516. რა ჭირი კაცსა სოფელმან, მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა, იმსგავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უანბო ამბავი, მან მისმან მონასმინამან

517. ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები საყუარელისა მისისა, ქალი ჰყავს თვით ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები აღარა ჰნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ ახლები

518. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თუალად არ დუხჭირისა უამა უქეს ვარდისა, ხელი მძლედ დანაჭირისა ეგე კმა სიმხნე სიმხნისა, რადგან ხარ მამხვე ჭირისა

519. გამხიარულდა თინათინ, ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა, და ჭამისა არ მოწყენითა კულავ საწოლს დახვდა მას მზესა, მუნცა სიტყვითა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა, თქმა არ ეგების ენითა

520. ყმა მხიარული წავიდა, ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა, მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული წყალი მაგრამ ჰქონდა გულისათვის, გული გულსა განაცვალი

521. მზე უკადრი ტახტსა ზედან, ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ერწყო, ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა, თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა, ხამს აქებდეს ენა ბევრი

522. ყმა მხიარული წინაშე, დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა უბნობდენ ლაღნი წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, მაგრა ძებნითა ვისითა

523. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ჴამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკრულისა

524. მუნ სარო მსგავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავჰკარგე ბროლი და, სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე, ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კულავ ჰკადრა ამბავი, მან მისგან მონასმინები

525. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა, ღ~თნ პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო ვით ნადირსა ოდენ ჴელი მჴეცთა თანა, იარების მინდორს ტირსა

526. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული, აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელნი ვით მზისა, ციაგსა დაეღონების ვარდი და ქნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების